ტყე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 14:
[[საქართველო]] მთაგორიანი ქვეყანაა, ამიტომ აქ ტყეები თითქმის მთლიანად (97,7%) მთის ფერდობებზეა. დასავლეთ საქართველოში ტყეები იწყება [[ზღვის დონე|ზღვის დონიდანვე]] და ფარავს დაბლობებსა და მთისწინა კალთებს ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლემდე. დაბლობ ჭაობიან ადგილებში გვხვდება [[მურყნარი]], სადაც შერეულია [[ხვალო]], [[ოფი]], [[ტირიფი|ტირიფები]], [[ლაფანი]], ზოგან [[იმერული მუხა]] და [[რცხილა]]. შემაღლებული ადგილები და მთისწინები დაფარულია კოლხური ტიპის ტყეებით. მათ ძირითადად ქმნის რცხილა, [[ჰარტვისის მუხა|ჰარტვისისა]] და იმერული მუხები, [[იფანი]], [[ძელქვა]], [[წიფელი]]. ქვეტყეში ხარობს [[წყავი]], [[შქერი]], [[თაგვისარა]], [[მოცვი]] და სხვა, უხვადაა ხვიარა მცენარეები: [[ეკალღიჭი]], [[კოლხური სურო]], [[კრიკინა]], [[ვაზი]], [[ღვედკეცი]] და სხვა.
 
აღმოსავლეთ საქართველოში მშრალი რაიონების დაბლობებსა და მთისწინა კალთებზე ([[შირაქი]], [[ელდარი]], [[მცხეთა|მცხეთის]] მიდამოები და სხცა) , ზღვის დონიდან 400-დან 600 [[მ]]-მდე, გავრცელებულია არიდული ანუ ნათელი ტყეები, რომლებშიც ჭარბობს [[კევის ხე]], [[ღვია|ღვიები]], ზოგან [[აკაკი (მცენარე)|აკაკი]], [[ბერყენა]], [[ქართული ნეკერჩხალი]], ბუჩქებიდან — [[თრიმლი]], [[თუთუბო]], [[ბროწეული]], [[ძეძვი]] და სხვა. მთის ქვედა სარტყელში (500-იდან — 900—1000 მ-მდე) წაბლისა და მუხის ტყეებია. წაბლნარი გვხვდება როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებში ([[კახეთი]]). დასავლეთ საქართველოს კირიან ნიადაგებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში ([[ქართლი]], [[გარეკახეთი]]) წაბლნარის ნაცვლად [[მუხნარი]], მუხნარ-რცხილნარი და [[რცხილნარი]]ა გავრცელებული. ქვეტყეში იზრდება [[ზღმარტლი]], [[კუნელი]], [[თხილი]], [[შინდი]], [[თრიმლი]] და სხვა. მთის შუა სარტყელში (900—1000-იდან 1500—1600 მ-მდე) ნაირხნოვანი, მაღალი წარმადობის წიფლნარია, როგორც წმინდა, ისე შერეული რცხილასთან, [[მინდვრის ნეკერჩხალი|მინდვრის ნეკერჩხალთან]], [[ბოყვი (მცენარე)|ბოყვთან]], [[ცაცხვი|ცაცხვთან]], [[ნაძვი|ნაძვთან]] და სხვა. საქართველოში წიფლის ტყის სარტყელი არ არის მხოლოდ მეხეთ-ჯავახეთში. მის ადგილს აქ იკავებს სოჭთან შერეული [[ნაძვნარი]], ნაძვნარ-ფიჭვნარი და წმინდა ფიჭვნარი. მთის ზედა სარტყელი წარმოდგენილია მუქწიწვოვანი ტყეებით. დასავლეთ საქართველოში იგი იწყება 1400 მ-იდან და ხშირად აღწევს ტყის გავრცელების ზედა საზღვარს. აღმოსავლეთ საქართველოში კი 1500-დან 2100 მ-მდე ვრცელდება. ამ ტყეების შემქმნელი მცენარეებია [[აღმოსავლური ნაძვი]] და [[კავკასიური სოჭი]], რომლებიც ნაირხნოვან, მაღალპროდუქტიულ, წმინდა, უფრო ხშირად კი შერეულ კორომებს ქმნიან. მათ ხშირად ერევა წიფელი, [[თელა (გვარი)|თელა]], [[ცაცხვი]] და სხვა. ამ სარტყელში გავრცელებულია აგრეთვე [[ფიჭვი]] (სამხრეთი ექსპოზიციის, დიდი დაქანების ფერდობებზე). ფიჭვნარის დიდი მასივები განლაგებულია მთათუშეთში, აგრეთვე მესხეთში და [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედზე]].იმ რაიონებში, სადაც ნაძვნარ-სოჭნარი არ არის ([[გარეკახეთი|გარე-]] და [[შიგნიკახეთი]]). მის მაგივრად დაბალი წარმადობის წიფლნარია გავრცელებული. მთის ზედა ზოლი ([[ზღვის დონე]] 1900-2100-დან 2400 მ-მდე) უკავია სუბალპურ ტყეებს — სუბალპური ტანბრეციელებსა და სუბალპურ მეჩხერებს. ტანბრეციელები, რომლებიც ყველა რაიონშია გავრცელებული, უმთავრესად წარმოდგენილია [[არყნარი]]თ და წიფლნარით. სუბალპური მეჩხერი უფრო დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის და შქმნილია მაღალმთის ნეკერჩხლით, მაღალმთის მუხით, [[ჭნავი]]თ. მას პარკულ ტყეებსაც უწოდებენ.
 
საქართველოში ტყით დაფარული ფართობი 2,69 მლნ. ჰა აღწევს, რაც ტერიტორიის 38,5% შეადგენს. მერქნის საერთო მარაგია 397,4 მლნ. მ³. საქართველოს ტყეები 300-ზე მეტი მერქნიანი სახეობისაგან შედგება. სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით საქართველოს ტყეები შემდეგნაირად ნაწილდება: წიწვოვან ტყეებს უკავია 0,41 მლნ. ჰა (202%), მათ შორის სოჭნარს — 190,7 ათ. ჰა, ნაძვნარს — 128,6 ათ-ჰა, ფიჭვნარს — 91,6 ათ. ჰა. ფოთლოვან ტყეებს უკავია 1,57 მლნ. ჰა (79,8%). მათ შორის მაგარმერქნიანებიდან წიფლნარს — 1,03 მლნ. ჰა, მუხნარს — 214,7 ათ. ჰა, რცხილნარს — 149,2 ათ. ჰა. დანარჩენი 155,9 ათ. ჰა ფართობი რბილმერქნიანი ჯიშის ტყეებზე ([[მურყნარი]], არყნარი, [[ვერხვნარი]] და სხვა) მოდის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტყე“-დან