კოღოები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 110 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q7367
No edit summary
ხაზი 20:
| არეალის ლეგენდა =
}}
'''კოღოები''' ({{lang-la|Culicidae}}), [[მწერები]]ს ოჯახი [[ორფრთიანები|ორფრთიანთა]] რიგისა. აქვთ ერთი წყვილი სიფრიფანა [[ფრთა]] მეორე გადაქცეულია ბზუალებად. მომრგვალო თავის წინა ნაწილში პირის ორგანოები — ხორთუმი და საცეცები. აქვს წვრილი, 15-ნაწევრიანი, მოკლე (დედლებში) ან გრძელი (მამლებში) ბეწვებით დაფარული ულვაშები. [[კვერცხი]], [[მატლი]] და [[ჭუპრი]] დამდგარ ან მდორე წყალში ვითარდება. მატლი წყლის მცენარეულობითა და ცხოველებით იკვებება. სისტემატურად ამოდის წყალსატევის ზედაპირზე და ისევე, როგორც ჭუპრი, ატმოსფერული ჟანგბადით სუნთქავს. ცნობილია 2000-მდე სახეობა, რომელთაგან ბევრი სისხლმწოვია, ადამიანისა და ცხოველების ექტოპარაზიტია. ზოგს დაავადებული ორგანიზმიდან ჯანსაღ ადამიანზე სხვადასხვა დაავადების გამომწვევები გადააქვს. კოღოების ოჯახი იყოფა 3 ქვეოჯახად: Culicinae ([[ნამდვილი კოღოები]]) Dixinae და Chaoborinae. ნამდვილი კოღოების (Anophelini-ს) ქვეოჯახიდან ყოფილ [[სსრკ]]-ში გვხვდება გვარები Anopheles ([[მალარიის კოღოები]]), Uranotaenia, Theobaldia, Orthopodomyia Mansonia, Aedes და Culex.
 
მალარიის კოღოებს გადააქვთ [[მალარია|მალარიის]] გამომწვევი პლაზმოდიუმები. არამალარიის კოღოებიდან აღსანიშნავია Aedes-ის გვარში შემავალი მრავალი სახეობა, რომელიც ადამიანისა და ცხოველების მავნებელია. მაგ., Aedes aegipti-ს გადააქვს [[ყვითელი ცხელება|ყვითელი ცხელების]] ვირუსი, ხოლო Aedes-ისა და Culex-ას ზოგ სახეობას (Aedes japonicus, Aedes togoi, Culex bithaeniorhynchus) და სხვა — [[იაპონური ენცეფალიტი]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოღოები“-დან