ფეტვი: განსხვავება გადახედვებს შორის

25 ბაიტი დაემატა ,  7 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
| ncbi =
}}
'''ფეტვი''' ({{lang-la|Panicum}}) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი [[მარცვლოვანნი|მარცვლოვანთა]] ოჯახისა. გვარში 400-ზე მეტი სახეობაა. გავრცეებულია [[აზია|აზიის]], [[აფრიკა|აფრიკისა]] და [[ამერიკა|ამერიკის]] ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ ზონებში. [[საქართველო]]ში გვხვდება 3 სახეობა, მათ შორის დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურულ სახეობას — [[ჩვეულებრივი ფეტვი|ჩვეულებრივ ფეტვს]] ({{lang-la|Panicum miliaceum}}), რომელიც იყოფა 5 ქვესახეობად: მეჩხერყვავილედიანი, გადაშლილი, დახრილი, ნახევრაკოშტურა, კოშტურა. დანარჩენები უმეტესად ველური ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი მცენარეებია, რომელთაგან ზოგიერთი კულტურაშია და საკვებად იყენებენ. ჩვეულებრივი ფეტვი ერთწლოვანი მცენარეა. მისი სიმაღლე 70-100 სმ აღწევს. აქვს 4-10 მუხლთშორისიანი მარტივი ან დატოტვილი [[ღერო]], ხაზოვან-ლანცეტისებრი [[ფოთოლი]]. [[ვეგეტაციური პერიოდი|სავეგეტაციო პერიოდის]] მიხედვით განასხვავებენ: ძალიან საადრეოს (60 დღე), საადრეოს (61-80 დღე), საშუალოს (81-100 დღე), საგვიანოს (101-120 დღე) და ძალიან საგვიანოს (120-ზე მეტი დღე). ფეტვი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბურღულე კულტურაა. მარცვალს იყენებენ ფქვილისათვის[[ფქვილი]]სათვის, ხოლო ფრინველებისა[[ფრინველები]]სა და [[ღორი|ღორებისათვის]] ფეტვის კონცენტრირებულ საკვებს ამზადებენ.