ახალი ბაბილონის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 70:
=== ნერიგლისარი (ძვ.წ. 560 – ძვ.წ. 556) ===
[[ნერიგლისარი]] იყო სტაბილური და მტკიცე მმართველი, რაზეც მეტყველებს მის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი სამუშაოები, აღდგენილი ტაძრები და ა.შ. მან ასევე ჩაატარ წარმატებული სამხედრო კამპანია [[კილიკია]]ში, რომელიც ემუქრებოდა ბაბილონის ინტერესებს. მიუხედავად ამისა, ნერიგლისარმა მხოლოდ ორი წელი იმეფა, იგი მისმა ახალგაზრდა ვაჟმა [[ლაბაშ-მარდუქი]]მ ჩაანაცვლა. ასევე უცნობია ნერიგლისარი [[ქალდეველები|ქალდეველთა ტომის]] წევრი იყო თუ ქალაქ [[ბაბილონი]]ს მკვიდრი.
=== ლაბაშ-მარდუქი (ძვ.წ. 556 – ძვ.წ. 556) ===
[[ლაბაშ-მარდუქი]] იყო [[ნერიგლისარი]]ს შვილი და [[ბაბილონის მეფეები#ბაბილონიის XI დინასტია (ნეო-ბაბილონური ან ქალდეური დინასტია)|ბაბილონის მეფე]], რომელიც მეფობდა [[ძვ. წ. 556|ძვ.წ. 556 წელს]]. ლაბაშ-მარდუქიმ საკუთარი მამა ოთხ წლიანი მმართველობის შემდეგ ჩაანაცვლა, რა დროსაც ლაბაშ-მარდუქი ჯერ კიდევ ბავშვი იყო. მისი გამეფებიდან ცხრა თვის შემდეგ ახალგაზრდა მეფე შეთქმულებით მოკლეს. ლაბაშის შთამომავლად და შემდგომ მეფედ კი [[ნაბონიდი]] აირჩიეს.
=== ნაბონიდი (ძვ.წ. 556 – ძვ.წ. 539) ===
[[ნაბონიდი]] იყო ბაბილონის [[ბაბილონის მეფეები#ბაბილონიის XI დინასტია (ნეო-ბაბილონური ან ქალდეური დინასტია)|მეფე]], მაგრამ ის [[ქალდეელები|ქალდეელი]] არ იყო, [[ნაბონიდი]] [[ასურეთი]]ს ქალაქ ჰარანიდან იყო. წარწერებში თავად ნაბონიდი ამბობს, რომ იგი არის უმნიშვნელო წარმოშობის.<ref>მ. ჰეინზი და მ.ჰ. ფელდმენი, ''პოლიტიკური ძალის წარმოდგენები: ახლო აღმოსავლეთში ისტორიული დროში წესრიგის შეცვლა და მიღება''. გამომცემელი: Winona Lake IN: Eisenbrauns, 2007.</ref> აგრეთვე, მისი დედა ადა-გუპი,<ref>ჯონ ოუტსი,''ბაბილონი''. გამომცემელი: Thames & Hudson, 1986. გვერდი: 132</ref> შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰარანში [[აქადური ენა|აქადელთა]] მთვარის ღმერთის [[სინი (მითოლოგია|სინის]] ტაძართან. ნაბონიდის დედის წარწერებში არ არის მოცემული ინფორმაცია მის წამომავლობასთან დაკავშირებით. მისი მამა კი ნაბუ-ბალაცუ-იქბი ([[აქადური ენა|აქად:]] Nabû-balatsu-iqbi) იყო თემთა პალატის წევრი.<ref>ჯორჯ რუქსი, ''ანტიკური ერაყი'', 3rd ed., გამომცემელი: Penguin Books Ltd. ლონდონი, 1991. გვერდი: 381</ref>
 
დიდი ხნის განმავლობაში მასთან ერთად იმპერიას მისი ვაჯი პრინცი [[ბალთაზარი]] მართავდა. ის იყო კარგი ჯარისკაცი, მაგრამ ცუდი პოლიტიკოსი. ამ ყველაფერმა კი მას მოუტანა არაპოპულარობა, განსაკუთრებით სასულიერო და სამხედრო კლასებში.<ref>ჯონ ჰეივუდი, ''პინგვინის ანტიკური ცივილიზაციის ისტორიული ატლასი''. გამომცემელი: Penguin Books Ltd. ლონდონი, 2005. გვერდი: 49</ref>
== აქემენიდები და ბაბილონის შემდგომი მმართველები ==
[[მიდია|მიდიელები]], [[სპარსელები]], [[მანა|მანაელები]] და მათ შორის სხვებიც იყვნენ [[ინდოევროპული ენები|ინდოევროპელი]] ხალხი, რომლებიც შემოვიდნენ რეგიონში (დღეს ცნობილია როგორც [[ირანი]]) [[ძვ. წ. 1000|ძვ.წ. 1000 წელს]] [[რუსეთი|სამხრეთ რუსეთისა]] და [[კავკასია|კავკასიის მთების]] სტეპებიდან. მათი ჩამოსვლიდან პირველი სამასი ოთხასი წლის მანძილზე ისინი ემორჩილებოდნენ [[ნეო-ასურული იმპერია|ნეო-ასურულ იმპერიას]] და ხარკს უხდიდნენ [[ასურეთის მეფეები|ასურელ მეფეებს]]. მაგრამ [[ასურბანიფალი]]ს გარდაცვალების შემდეგ მათ საკუთარი თავის დაცვა დაიწყეს, ამის გამო [[მიდია]]მ მნიშვნელოვანი როლი ითამაში ასურეთის დაცემაში.