სისხლი: განსხვავება გადახედვებს შორის

2 ბაიტი დაემატა ,  7 წლის წინ
მომხმარებლის 31.192.37.63 ცვლილებების გაუქმება (№2647713)
(მომხმარებლის 31.192.37.63 ცვლილებების გაუქმება (№2647713))
პლაზმა სისხლის 60%ს შეადგენს, 40% კი ფორმიან ელემენტებზე მოდის. პლაზმა შეიცავს 90%–ზე მეტ წყალს, 7% ცილებს, 0.9% მინერალურ მარილებს, 0.8%-ს ცხიმებს, 0.12%–ს ნახშირწყალს– გლუკოზას. პლაზმა ასეთ შემადგენლობას ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს. სისხლის მცირე რაოდენობით დაკარგვისას ადამიანს ფიზიოლოგიურ ხსნარს უსხამენ ხოლმე<ref>ფიზიოლოგიურ ხსნარში დაცულია მარილის კონცენტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება დარღვევები.</ref>.
 
(==სისხლის ჯგუფები)==
სისხლს ერთმანეთისგან გამოარჩევს იმუნოლოგიური მახასიათებლები — [[ერითროციტები|ერითროციტებში]] განსაზღვრული [[ანტიგენი|ანტიგენების]], აგრეთვე პლაზმაში შესაბამისი ანტისხეულების არსებობა ან არარსებობა. სისხლის ორი ტიპი არსებობს: რეზუს-დადებითი და რეზუს-უარყოფითი. ადამიანთა უმრავლესობას პირველი ტიპის სისხლი აქვს. დადებითი ნიშნავს განსაკუთრებული ცილის — რეზუსის შემცველობას სისხლის პლაზმაში. თითოეულ ამ ტიპს კიდევ ოთხ ჯგუფად ყოფენ ჰემაგლუტინაციის რეაქციის მეშვეობით (ABO სისტემა). ადამიანში სისხლის 4 ძირითადი ჯგუფია: O, A, B, AB ანუ I, II, III, IV. სისხლის ჯგუფი, სიცოცხლის განმავლობაში, არ იცვლება. სისხლის დაკარგვისას მიღებულია მხოლოდ ერთდაიგივე ჯგუფის სისხლის გადასხმები, თუმცა ასევე შესაძლებელია სხვა იგივე რეზუს–ფაქტორიანი ადამიანის სისხლის გადასხმა გარკვეული წესით:
{| class="wikitable"