სპირტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
No edit summary
ხაზი 2:
'''სპირტი''' (ალკოჰოლი) — ნახშირწყალბადთა ნაწამი, რომელიც შეიცავს ნაჯერ ნახშირბადატომთან მიერთებულ ერთ ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფს (—ОН). ნაერთებს, რომლებშიც ОН-ჯგუფი დაკავშირებულია არომატულ რგოლთან, უწოდებენ ფენოლებს, ხოლო თუ ნახშირბად-ნახშირბადის ორმაგ ბმასთან — ენოლებს. ნახშირწყალბადის რადიკალის მიხედვით სპირტი შეიძლება იყოს აციკლური, ანუ ალიფატური, ალიციკლური, ცხიმოვან-არომატული და ჰეტეროციკლური.
 
მოლეკულაში ОН-ჯგუფების რაოდენობის მიხედვით სპირტი შეიძლება იყოს ერთატომიანი (ალკოჰოლი), ორატომიანი (გლიკოლები), სამატომიანი (გლიცერინი), ოთხატომიანი (პენტაერითრიტი) და მრავალატომიანი (ქსილიტი, ჰექსიტი და სხვა). ОН-ჯგუფები შეიძლება იყოს დაკავშირებული პირველად (—СН<sub>2</sub>ОН), მეორეულ (>CHOH) და მესამეულ (>COH) ნახშირბადატომიანთან, რის მიხედვითაც განასხვავებენ პირველად, მეორეულ და მესამეულ სპირტს. სპირტის სახელწოდება ჩვეულებრივ დაკავშირებულია ნახშირწყალბადური რადიკალის სახელწოდებასთან, მაგალითად, [[მეთილის სპირტი]], [[ეთილის სპირტი]], [[პროპილის სპირტი]] და აშა.შ. ზოგჯერ იხმარება სპირტის ტრივიალური სახელწოდება, მაგალითად, [[ხის სპირტი]] (მეთანოლი), [[ღვინის სპირტი]] (ეთანოლი) და სხვა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სპირტი“-დან