არაორგანული ქიმია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''არაორგანული ქიმია''' — მეცნიერება [[ქიმიური ელემენტები]]სა და მათგან წარმოქმნილი მარტივი და რთული ნივთიერებების შესახებ. XVIII საუკუნის ბოლომდე სახელწოდება „არაორგანული ქიმია“ და „ორგანული ქიმია“ მიუთითებდა, თუ ბუნების რომელი „სამეფოდანაა“ მიღებული ესა თუ ის ნაერთი. არაორგანული ქიმიის მთავარ ამოცანას [[ქიმიური ელემენტები]]სა და მათგან წარმოქმნილი ნაერთების შესწავლა შეადგენს, რომელიც მათი [[ატომი|ატომებისა]] და მოლეკულების აღნაგობის, შედგენილობისა და თვისებების ყოველმხრივი გამოკვლევის გზით ხორციელდება.
 
არაორგანული ქიმიის თეორიულ საფუძველს ქმნის ატომისტიკა და მენდელეევის პერიოდულობის კანონი. პირველი ცნობები არაორგანულ ნივთიერებათა — [[ოქრო]]ს, [[ვერცხლი]]ს, [[სპილენძი]]ს, [[ტყვია|ტყვიის]], [[კალა|კალისა]] და [[ვერცხლისწყალი|ვერცხლისწყლის]], [[ნახშირბადი]]ს და [[გოგირდი]]ს შესახებ უძველეს დროს ეკუთვნის. უკვე III-IV საუკუნეებში ცდილობდნენ არაკეთილშობილი ლითონების გარდაქმნას კეთილშობილ ლითონებად, რაც შემდგომში მთელი ალქიიის მიმართულების კვლევის საგანი გახდა. 16-17 საუკუნეებში ქიმიის ძირითადი ყურადღება მიმართული იყო სამკურნალო პრეპარატების დამზადებაზე, რითაც საფუძველი ჩაეყარა იატროქიმიის განვითარებას. 17 საუკუნის დასასრულს ფრანგმა ქიმიკოსმა ლემერის „ქიმიის კურსში“ (1675) ქიმიური ნივთიერებანი, მათი წარმქომნის შესაბამისად დაყო მინერალურ, ცხოველურ და მცენარეულ ნივთიერებებად.
 
 
== ლიტერატურა ==