ყირიმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
სასარგებლო წიაღისეულებიდან ყირიმში არის რკინის მადანი, ტბებში — მარილები, სამკურნალო ტალახი და სხვა. ჰავა ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში ზომიერად თბილია. სამხრეთ სანაპიროზე ჰავა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. მდინარეები წყალმცირეა. აღსანიშნავია მდინარეები [[ჩორნაია]], [[ბელბეკი]], [[კაჩა]], [[ალმა]], [[სალგირი]] და სხვა. არის რადენიმე დიდი მლაშე ლიმანური ტბა, მათ შორის [[კრასნოე]], [[სტაროე]], [[საქსკოე]] და სხვა. ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში განვითარებულია წაბლა ნიადაგი, ცენტრალურ ნაწილში — სამხრეთის შავმიწები. მთები შემოსილია მუხნარითა და წიფლნარით, ალაგ-ალაგ ფიჭვნარია. სამხრეთ ნაპირზე ხმელთაშუა ზღვის მცენარეულობაა. მთავარი ქალაქები და კურორტებია: [[სიმფეროპოლი]], [[სევასტოპოლი]], [[ქერჩი]], [[იალტა]], [[მისხორი]], [[ალუპკა]], [[სიმეიზი]], [[გურზუფი]], [[ალუშტა]].
 
ყირიმში ადამიანის ცხოვრების უძველესი კვალი განეკუთვნება პალეოლითის[[პალეოლითი]]ს ეპოქას. ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნის II ნახევარში ყირიმი დაიპყრეს რომაელებმა, ახალი წელთაღრიცხვის III-IV საუკუნეებში შეიჭრნენ სხვადასხვა მომთაბარე ტომები, [[IV საუკუნე|IV]]-[[V საუკუნე]]ებში კი ბიზანტიის ექსპანსიის ობიექტი გახდა. [[X საუკუნე]]ში ყირიმის აღმოსავლეთი ნაწილი [[ტმუტარაკანის სამთავრო]]ს შემადგენლობაში მოექცა. [[XIII საუკუნე]]ში ყირიმში თათარ-მონღოლები შეიჭრნენ და იქ [[ოქროს ურდო]]ს ყირიმის ულუსი შექმნეს. [[XIII საუკუნე|XIII]]-[[XV საუკუნე]]ებში ყირიმში გაჩნდა გენუელთა სავაჭრო ქალაქები, ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ, 1443 წელს წარმოიქმნა [[ყირიმის სახანო]]. 1783 წელს [[რუსეთი|რუსეთს]] შეუერთდა. 1784 წელს შევიდა ტავრიდის ოლქში (1787 წლიდან გუბერნია), ცენტრი ქალაქი [[სიმფეროპოლი]].
 
დიდი სამამულო ომის დროს ყირიმში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. აქ იბრძოდნენ პარტიზანული რაზმები, იატაკქვეშა ორგანიზაციები. 1944 წლის მაისში ყირიმი გაათავისუფლა [[წითელი არმია|წითელმა არმიამ]]. 1954 წელს [[ყირიმის ოლქი]] რსფსრ შემადგენლობიდან გამოვიდა და შევიდა [[უსსრ]] შემადგენლობაში.
ხაზი 31:
== ლიტერატურა ==
{{ქსე|10|651|}}
* Муратов М. В., Краткий очерк геологического строения Крымского полуострова, М., 1960;
* Кириллов И. А., Удивительный полуостров, Симферополь, 1963;
*История и археология древнего Крыма, К., 1957;
* История и археология средневекового Крыма, М., 1958ю
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყირიმი“-დან