ყირიმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
 
ყირიმში ადამიანის ცხოვრების უძველესი კვალი განეკუთვნება პალეოლითის ეპოქას. ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნის II ნახევარში ყირიმი დაიპყრეს რომაელებმა, ახალი წელთაღრიცხვის III-IV საუკუნეებში შეიჭრნენ სხვადასხვა მომთაბარე ტომები, [[IV საუკუნე|IV]]-[[V საუკუნე]]ებში კი ბიზანტიის ექსპანსიის ობიექტი გახდა. [[X საუკუნე]]ში ყირიმის აღმოსავლეთი ნაწილი [[ტმუტარაკანის სამთავრო]]ს შემადგენლობაში მოექცა. [[XIII საუკუნე]]ში ყირიმში თათარ-მონღოლები შეიჭრნენ და იქ [[ოქროს ურდო]]ს ყირიმის ულუსი შექმნეს. [[XIII საუკუნე|XIII]]-[[XV საუკუნე]]ებში ყირიმში გაჩნდა გენუელთა სავაჭრო ქალაქები, ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ, 1443 წელს წარმოიქმნა [[ყირიმის სახანო]]. 1783 წელს [[რუსეთი|რუსეთს]] შეუერთდა. 1784 წელს შევიდა ტავრიდის ოლქში (1787 წლიდან გუბერნია), ცენტრი ქალაქი [[სიმფეროპოლი]].
 
დიდი სამამულო ომის დროს ყირიმში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. აქ იბრძოდნენ პარტიზანული რაზმები, იატაკქვეშა ორგანიზაციები. 1944 წლის მაისში ყირიმი გაათავისუფლა [[წითელი არმია|წითელმა არმიამ]]. 1954 წელს [[ყირიმის ოლქი]] რსფსრ შემადგენლობიდან გამოვიდა და შევიდა უსსრ შემადგენლობაში..
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყირიმი“-დან