ასურელი მამები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ასურელი მამები''' — საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელიც [[VI საუკუნე]]ში მოსულა [[საქართველო|საქართველოში]] [[სირია|სირიიდან]]. წყაროებში იხსენიებიან „ათორმეტი“ ან „ათსამმეტი ასურელი მამანი“. სინამდვილეში ისინი მეტნი იყვნენ და რიცხვი 12-13, როგორც ჩანს, საკრალური მნიშვნელობით არის აღებული.
 
ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება იყო. [[ჯავახიშვილი, ივანე|ი. ჯავახიშვილის]] მოსაზრებით, ასურელი მამები დიოფიზიტები იყვნენ, [[კეკელიძე, კორნელი|კ. კეკელიძე]] მათ მონოფიზიტებად მიიჩნევდა. დადასტურებულია, რომ ამავე პერიოდში და ამავე მიზნით ალბანეთსა და სომხეთშიც წავიდნენ სირიელი მოღვაწენი. საქართველოში ასურელი მამების წამოსვლის მოთავე და ხელმძღვანელი [[იოანე ზედაზნელი]] ყოფილა. პირველად VI საუკუნის I ნახევარში ქ. ანტიოქიიდან [[დავით გარეჯელი]] მოსულა, შემდეგ, VI საუკუნის შუა ხანებში, იოანე ზედაზნელი მოწაფეების თანხლებით, და ბოლოს, 70-იან წლებში კი [[აბიბოს ნეკრესელი]].
 
ისტორიამ შემოინახა იმ ასურელი მამების სახელები, რომელთა მოღვაწეობამაც თვალსაჩინო კვალი დატოვა. ესენი არიან, გარდა ზემოთ დასახელებულებისა, [[შიო მღვიმელი]], [[იოსებ ალავერდელი]], [[ანტონ მარტყოფელი]], [[თადეოზ სტეფანწმინდელი]], [[პიროს ბრეთელი]], [[ისე წილკნელი]], [[სტეფანე ქიზიყელი|სტეფანე ქიზიყელი ანუ ხირსელი]], [[ისიდორე სამთავნელი]], [[მიქაელ ულუმბოელი]], [[ზენონ იყალთოელი]], [[ელია დიაკონი]], აგრეთვე [[პიმენი]], [[ნათანე]] და [[იოანე (ასურელი მამა)|იოანე]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასურელი_მამები“-დან