თაფლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
წარმოშობის მიხედვით თაფლი შეიძლება იყოს მონო- ან პოლიფლორული. პირველს განეკუთვნება [[აკაცია|აკაციის]], [[ცაცხვი]]ს, [[წაბლი]]ს, [[მზესუმზირა]]ს ან სხვა რომელიმე მცენარისაგან მიღებული თაფლი, ხოლო მეორეს — მდელოს მრავალნაირი [[ყვავილი]]საგან ან ტყის თაფლოვანთა [[ნექტარი|ნექტრისაგან]] მიღებული თაფლი. ნატურალურ თაფლს მასში [[გლუკოზა|გლუკოზის]] ან [[ფრუქტოზა|ფრუქტოზის]] მაღალი კონცენტრაციის გამო ახასიათებს კრისტალიზაცია. ეს პროცესი სწრაფად მიმდინარეობს 13-14°C [[ტემპერატურა]]ზე. ფუტკრის თაფლი შეიძლება იყოს ფიჭიანი ან გამოწურული. როგორც ერთი, ისე მეორე მაღალი კვებითი ღირებულებითა და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.<ref>{{ქსე|10|433|ხიდაშელი ა.|არა}}</ref> მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრების დიდი რაოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობითაც. ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და [[იმუნური სისტემა|იმუნური სისტემის]] მუშაობას.<ref>[http://www.mkurnali.ge/skhvadaskhva/rchevebi/3276-rogor-amovicnoth-namdvili-thafli.html თაფლი — როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი თაფლი]</ref>
 
არსებობს აგრეთვე ხელოვნური თაფლი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნატურალურ თაფლთან. მას აწარმოებენ საქაროზის ინვერსიით ლიმონის მჟავის დამატებით. ზოგჯერ უმატებენ სინთეთიკურ არომატიზატორებს. ხელოვნური თაფლი შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც საკვები ნივთიერება, მაგრამ მას, არ გააჩნია სასარგებლო და სამკურნალო თვისებები. თაფლის ფალსიფიკაცია ფარტოდფართოდ არის გავრცელებული. თაფლის ფალსიფიცირების ყველაზე მარტივი ხერხი: შაქრის სიროპს უმატებენ ძმარს და საღებავს; ასეთ „თაფლს“ ბოშურს უწოდებენ.<ref>[http://bee.ge/portal/alias__Bee/lang__en/tabid__2951/default.aspx როგორ შევარჩიოთ ნატურალური თაფლი ?]</ref>
 
თაფლის ნაირსახეობები:<ref>[http://bee.ge/portal/alias__Bee/lang__en/tabid__2952/default.aspx როგორ შევარჩიოთ ნატურალური თაფლი ? თაფლის ნაირსახეობები]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თაფლი“-დან