თაფლი: განსხვავება გადახედვებს შორის

192 ბაიტი დაემატა ,  6 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 11 მარტი, 2014}}
[[ფაილი:Runny hunny.jpg|მინი|250პქ|თაფლი ქილაში]]
[[ფაილი:Сотовый мёд.jpg|მინი|250პქ|ფიჭიანი თაფლი]]
'''თაფლი''', '''ფუტკრის თაფლი''' — ძვირფასი საკვები პროდუქტი. ყველაზე ხშირად საუბრობენ ნატურალურ, ე.ი. ფუტკრის თაფლზე, რომელიც წარმოადგენს ტკბილ, სიროფისებრ ნივთიერებას, რომელსაც ყვავილის[[ყვავილი]]ს [[ნექტარი|ნექტრისაგან]] ან [[მანანა (გვარი)|მანანასაგან]] აგროვებს [[ფუტკარი|მუშა ფუტკარი]], გადაამუშავებს და იყენებს საკვებად; [[სკა]]ში შეტანილი ნექტრიდან ფუტკარი ახდენს აქტიურ ვენტილაციას და ზედმეტი [[წყალი]] თანდათან ორთქლდება, ხდება რთული შაქრების ინვერსია. ამ პროცესს თაფლის მომწიფება ეწოდება. საბოლოოდ თაფლში რჩება 18-22% წყალი, მარტივი შაქრები, მარილები, ვიტამინები, არომატული და მღებავი ნივთიერებები და სხვა, რომელთა შემცველობაზეც არის დამოკიდებული თაფლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები. მისი ქიმიური შემადგენლობა დამოკიდებულია მცენარეების სახეობაზე, კლიმატურ პირობებზე და სხვა. თაფლის შემადგენლობაში შედის 13-20% წყალი, 80%-ზე მეტი ნახშირწყლები (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა), 0,4% ცილა, 0,3% ნაცარი, აგრეთვე ორგანული მჟავები, ფერმენტები, ასკორბინის მჟავა და სხვ. თაფლს გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო, დამაკონსერვებელი, ობის სოკოების საწინააღმდეგო და სხვ.სხვა თვისებები.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=12&t=13177 თაფლი — ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები]</ref>
 
წარმოშობის მიხედვით თაფლი შეიძლება იყოს მონო- ან პოლიფლორული. პირველს განეკუთვნება [[აკაცია|აკაციის]], [[ცაცხვი]]ს, [[წაბლი]]ს, [[მზესუმზირა]]ს ან სხვა რომელიმე მცენარისაგან მიღებული თაფლი, ხოლო მეორეს — მდელოს მრავალნაირი [[ყვავილი]]საგან ან ტყის თაფლოვანთა [[ნექტარი|ნექტრისაგან]] მიღებული თაფლი. ნატურალურ თაფლს მასში [[გლუკოზა|გლუკოზის]] ან [[ფრუქტოზა|ფრუქტოზის]] მაღალი კონცენტრაციის გამო ახასიათებს კრისტალიზაცია. ეს პროცესი სწრაფად მიმდნარეობსმიმდინარეობს 13-14°C [[ტემპერატურა]]ზე. ფუტკრის თაფლი შეიძლება იყოს ფიჭიანი ან გამოწურული. როგორც ერთი, ისე მეორე მაღალი კვებითი ღირებულებითა და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.<ref>{{ქსე|10|433|ხიდაშელი ა.|არა}}</ref> მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრების დიდი რაოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობითაც. ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და [[იმუნური სისტემა|იმუნური სისტემის]] მუშაობას.<ref>[http://www.mkurnali.ge/skhvadaskhva/rchevebi/3276-rogor-amovicnoth-namdvili-thafli.html თაფლი — როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი თაფლი]</ref>
 
არსებობს აგრეთვე ხელოვნური თაფლი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნატურალურ თაფლთან. მას აწარმოებენ საქაროზის ინვერსიით ლიმონის მჟავის დამატებით. ზოგჯერ უმატებენ სინთეთიკურ არომატიზატორებს. ხელოვნური თაფლი შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც საკვები ნივთიერება, მაგრამ მას, არ გააჩნია სასარგებლო და სამკურნალო თვისებები. თაფლის ფალსიფიკაცია ფარტოდ არის გავრცელებული. თაფლის ფალსიფიცირების ყველაზე მარტივი ხერხი: შაქრის სიროპს უმატებენ ძმარს და საღებავს; ასეთ „თაფლს“ ბოშურს უწოდებენ.<ref>[http://bee.ge/portal/alias__Bee/lang__en/tabid__2951/default.aspx როგორ შევარჩიოთ ნატურალური თაფლი ?]</ref>