თაფლი: განსხვავება გადახედვებს შორის

2 028 ბაიტი დაემატა ,  6 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Runny hunny.jpg|მინი|250პქ|]]
[[ფაილი:Сотовый мёд.jpg|მინი|250პქ|]]
'''თაფლი''' — ძვირფასი საკვები პროდუქტი. ყველაზე ხშირად საუბრობენ ფუტკრის თაფლზე, რომელიც წარმოადგენს ტკბილ, სიროფისებრ ნივთიერებას, რომელსაც ყვავილის ნექტრისაგან ან მანანასაგან აგროვებს [[მუშა ფუტკარი]], გადაამუშავებს და იყენებს საკვებად; [[სკა]]ში შეტანილი ნექტრიდან ფუტკარი ახდენს აქტიურ ვენტილაციას და ზედმეტი წყალი თანდათან ორთქლდება, ხდება რთული შაქრების ინვერსია. ამ პროცესს თაფლის მომწიფფება ეწოდება. საბოლოოდ თაფლში რჩება 18-22 წყალი, მარტივი შაქრები, მარილები, ვიტამინები, არომატული და მღებავი ნივთიერებები და სხვა, რომელთა შემცველობაზეც არის დამოკიდებული თაფლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები. წარმოშობის მიხედვით თაფლი შეიძლება იყოს მონო- ან პოლიფლორული. პირველს განეკუთვნება აკაციის, ცაცხვის, წაბლის, მზესუმზირას ან სხვა რომელიმე მცენარისაგან მიღებული თაფლი, ხოლო მეორეს - მდელოს მრავალნაირი ყვავილისაგან ან ტყის თაფლოვანთა ნექტისაგან მიღებული თაფლი. მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრების დიდი რაოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობითაც.