ცხენისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 51 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q165115
No edit summary
ხაზი 44:
| ncbi =9788
}}
'''ცხენისებრნი''' ([[ლათ.]] {{lang-la|Equidae}}) — [[ძუძუმწოვრები]]ს ოჯახი [[კენტჩლიქოსნები]]ს რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 200-280 სმ, კუდისა — 40-50 სმ, სიმაღლე მინდაოში — 110-146 სმ, მასა 120-350 კგ აღწევს. შინაური ჯიშების ზომა და მასა გაცილებით მეტია. აქვთ მაღალი კიდურები, რომლებიც თითო თითით ბოლოვდება, ტიტველი დინგი, კისერზე — ფაფარი, კუდზე — ძუა, სხეულის შეფერილობა მეტწილად ერთფეროვანია, ზოგი — ჭრელია. გავრცელებული არიან ფართოდ. ბინადრობენ სტეპებში, სავანებში. მაკეობა გრძელდება 12-13 თვემდე. შობენ თითო ნაშიერს. სქესობრივად მწიფდებიან 2-3 წლისა. ცხენისებრნთა რაოდენობა ძალზე შემცირებულია. ზოგი ([[ტარპანი]], [[კვაგა]]) ამოწყვეტილია. ცხენისებრნი ამჟამად წარმოდგენილია ერთი გვარის 7 სახეობით: [[პრჟევალსკის ცხენი]], [[ზებრა]], [[კანჯარი]] და სხვა. ცხენისებრნთა ისტორია კარგად არის შესწავლილი [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]], სადაც ბინადრობდნენ ადრინდელი ეოცენიდან გვიან პლიოცენამდე. [[აღმოსავლეთი ნახევარსფერო|აღმოსავლეთ ნახევარსფეროში]] ცხენისებრნი გავრცელდნენ [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკიდან]] ადრე მიოცენში, გვიანდელ მიოცენში და გვიანდელ პლიოცენში. ცხენისებრნთა განვითარების ისტორიას მიეძღვნა [[ვლადიმერ კოვალევსკი]]ს კლასიკური გამოკვლევები.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცხენისებრნი“-დან