სკორპიონსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 44:
 
=== კომერციული წარმატებები (1979-1991) ===
[[ფაილი:Matthias JabsScorpions - Scorpions (Ostrów Wielkopolski)05.jpg|მინი|მარჯვნივ|მათიას იაბსი]]
იაბსის დამატების შემდეგ ჯგუფმა შეიცვალა ლეიბლი და [[RCA Records|RCA]]-ს მაგივრად კონტრაქტი გააფორმა [[Mercury Records]]-თან აშშ-ში, ხოლო ევროპასა და დანარჩენ [[მსოფლიო]]ში [[Harvest Records|Harvest]] და [[EMI]] გახდნენ სკორპიონსის დისტრიბუტორები. სკორპიონსმა მათთან ჩაწერა მომდევნო ალბომი ''[[Lovedrive (ალბომი)|Lovedrive]]'', რომელსაც პროვოკაციული გაფორმება ჰქონდა. ჯგუფს დაუბრუნდა UFO-დან [[ალკოჰოლიზმი|ალკოჰოლიკობის]] გამო ზუსტად ერთი კვირის წინ გამოგდებული [[მიხაელ შენკერი]] მოკლე პერიოდით, ალბომის ჩაწერის განმავლობაში. ჯგუფში აღმოჩნდა სამი გიტარისტი ერთდროულად (თუმცა მიხაელის წვლილი ალბომში საბოლოოდ მხოლოდ სამი სიმღერით შემოიფარგლა). ამ მუშაობის შედეგია ალბომი ''Lovedrive'', რომელსაც ზოგიერთი კრიტიკოსი ჯგუფის შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევს.<ref name=TheAlbumLovedrive>{{cite web |url=http://www.allmusic.com/album/r17523 |title=ალბომის ''Lovedrive'' მიმოხილვა |accessdate=2007-05-18 |author=ბარი ვებერი |publisher=[[Allmusic]]}}</ref> ალბომი შეიცავდა რა ისეთ სიმღერებს, როგორებიცაა Loving You Sunday Morning, Always Somewhere, Holiday და ინსტრუმენტალს Coast to Coast, მძიმე როკ სიმღერების სკორპიონსის ფორმულა მყარად შეერწყა მელოდიურ ბალადებს. ალბომმა მიაღწია 55-ე ადგილს აშშ-ის ჩარტებში, რამაც დაადასტურა, რომ სკორპიონსი საერთაშორისო დონეზეც საკმაოდ პოპულარული იყო. ალბომის გამოშვების შემდეგ ჯგუფმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა მიხაელი ჯგუფში, რამაც აიძულა მათიას იაბსი, წასულიყო ჯგუფიდან. თუმცა, მიხაელი ვერ შეელია ალკოჰოლს და რამდენიმე კვირის მანძილზე ჩატარებული კონცერტების განმავლობაში ზოგი მათგანი გამოტოვა, ერთ-ერთ კონცერტზე კი სცენაზე წაიქცა. სკორპიონსმა კვლავ იაბსი მიიწვია იმ კონცერტებზე დასაკვრელად, რომლებზედაც მიხაელს არ შეეძლო. [[1979]] წლის აპრილში ჯგუფის [[საფრანგეთი|ფრანგული]] ტურნეს დროს იაბსი მიხაელის პერმანენტული შემცვლელი გახდა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სკორპიონსი“-დან