ფრანკლინ დელანო რუზველტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ფრანკლინ დელანო რუზველტი''' ({{lang-en|Franklin Delano Roosevelt;}} დ. [[30 იანვარი]], [[1882]] — გ. [[12 აპრილი]], [[1945]]) — [[აშშ|აშშ-ის]] 32-ე [[აშშ-ის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]] [[დემოკრატიული პარტია (აშშ)|დემოკრატიული პარტიიდან]]. ოთხჯერ იქნა არჩეული, მსახურობდა 1933-45 წლებში და ერთადერთი [[აშშ]]-ის პრეზიდენტია, რომელიც ორ ვადაზე მეტჯერ იმყოფებოდა ამ პოსტზე. მე-20 საუკუნის ცენტრალური ფიგურა, მას ხშირად აშშ-ის სამ უდიდეს პრეზიდენტთა რიგში მოიხსენიებენ.
 
[[დიდი დეპრესია|დიდი დეპრესიის]] პერიოდში 1930-იან წლებში, რუზველტმა ჩამოაყალიბა [[ახალი გარიგება]], რომლის მიზანი უმუშევართა დასაქმება, ეკონომიკის აღდგენა და ეკონომიკური სისტემის რეფორმა იყო. მისი ყველაზე განთქმული მემკვიდრეობა სოციალური უსაფრთხოების სისტემა და [[უოლ სტრიტი]]ს რეგულაციაა. აქტიური ფედერალური მთავრობის მისეულმა აგრესიულმა გამოყენებამ ენერგია შეჰმატა დემოკრატიულ პარტიას. რუზევლტისრუზველტის მიერ შექმნილი ახალი გარიგების კოალიცია პოლიტიკაში დომინირებდა 1960-იან წლებამდე. ის და მისი მეუღლე [[ელეონორა რუზველტი]] [[თანამედროვე ამერიკული ლიბერალიზმი]]ს ქვაკუთხედად მოიაზრებიან.
[[ფაილი:Yalta_summit_1945_with_Churchill,_Roosevelt,_Stalin.jpg|thumb|left|ფრანკლინ რუზველტი [[იალტის კონფერენცია]]ზე]]
როდესაც [[მეორე მსოფლიო ომი]] დაიწყო 1939 წელს რუზველტი ფორმალურ [[ნეიტრალიტეტი|ნეიტრალიტეტს]] იცავდა. იგი [[ლენდ-ლიზი]]ს პროგრამით დახმარებას უწევდა [[ნაცისტური გერმანია|ნაცისტური გერმანიის]] წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს, განსაკუთრებით [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთს]]. 1941 წლის 7 დეკემბერს [[იაპონია]], ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ბაზას [[პერლ-ჰარბორზე თავდასხმა|პერლ-ჰარბორს თავს დაესხა]], რასაც რუზველტმა მეორე დღესვე იაპონიისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა. ამას 1941 წლის 11 დეკემბერს გერმანიის მიერ შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადება მოყვა. აშშ-ის ეკონომიკის თითქმის სრულმა მობილიზაციამ საომარი მოქმედების მხარდასაჭერად, ეკონომიკის გამოცოცხლება გამოიწვია. რუზველტი შეერთებულ შტატებს თითქმის მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მცირე ხნით ადრე, ვიდრე ომი დასრულდებოდა [[ინსულტი]]თ გარდაიცვალა. ამის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი [[აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი|ვიცე-პრეზიდენრმა]] [[ჰარი ტრუმენი|ჰარი ტრუმენმა]] დაიკავა.