ჰონსიუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
No edit summary
ხაზი 68:
| დამატებითი ინფო =
}}
'''ჰონსიუ''', '''ჰონდო''' ({{lang-ja|本州}}) — [[იაპონია|იაპონიის]] ყველაზე დიდი, მთავარი [[კუნძული]], [[ჰოკაიდო]]ს სამხრეთით. გარს აკრავს [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] ზღვები: [[იაპონიის ზღვა|იაპონიისა]] და [[იაპონიის შიდა ზღვა|იაპონიის შიდა ზღვები]], ცუგარუს, კიისა და კამონის სრუტეები.
 
კუნძული სიგრძეა დაახლოებით 1300 კმ, ხოლო სიგანე მერყეობს 50-230 კმ-ს შორის. მისი საერთო ფართობია 230.500 კმ² და შეადგენს იაპონიის საერთო ტერიტორიის 60%-ს. ფართობით ის ოდნავ ჩამორჩება [[დიდი ბრიტანეთი (კუნძული)|დიდი ბრიტანეთის კუნძულს]]. ჰონსიუს 5450 კმ სიგრძის სანაპირო აქვს.
 
რელიეფი მეტწილად დაბალ- და საშუალომთიანია. ჩრდილოეთით სამი გასწვრივი ქედია. აქ ძირითადია [[ოუს ქედი]]. ცენტრალურ ნაწილში, სადაც ჰონსიუ გადაკვეთილია ფოსა-მაგნის ტექტონიკური ღრმულით, ვრცელდება ჰიდის, კისოს და აკაისის ქედები, რომელთა სიმაღლეა 2500-3000 მ და აქვთ რელიეფის ალპური ფორმები. ტერიტორია მეტად სეისმურია. მთაგორიან და ვულკანურ კუნძულს ხშირი მიწისძვრები ახასიათებს (დიდი კანტოს მიწისძვრამ ძლიერ დააზიანა [[ტოკიო]] [[1923]] წლის სექტემბერში); ჰონსიუს უმაღლესი პიკია აქტიური ვულკანური მთა [[ფუძიამა]] (3776 მ). სამხრეთ-დასავლეთით დადაბლებაში არის ჰონსიუსიაპონიის უდიდესი ტბა [[ბივა]] და შეჭრილია [[ოსაკის ყურე]]. სანაპიროს გასწვრივ პატარ-პატარა ვაკეებია. ჰავა ოკეანურია, მუსონური, ჩრდილოეთით — ზომიერი, ხოლო სამხრეთით — სუბტროპიკული. [[ატმოსფერული ნალექებისნალექები]]ს რაოდენობა 1000-3000 მ წელიწადში. ხშირია [[ტაიფუნი]]. კუნძულზე მიედინება მრავალი მდინარე, რომელთაგან აღსანიშნავია [[სინანო]] — იაპონიის უგრძესი მდინარე.
 
[[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] სანაპიროზე ბევრი ყურე და უბეა; [[იაპონიის ზღვა|იაპონიის ზღვის]] სანაპირო კი ნაკლებად არის შეჭრილ-შემოჭრილი.
 
2005 წლის აღწერით კუნძულზე ცხოვრობდა 103,000,000 ადამიანი. კუნძულზე მდებარე ქალაქებიდან აღსანიშნავია: [[ტოკიო]], [[იოკოჰამა]], [[კიოტო]], [[ოსაკა]], [[კობე]], [[ჰიროსიმა]], [[სენდაი]] და [[ნაგოია]]. ჰონსიუ ნომინალურად ხუთ რეგიონად არის დაყოფილი და მოიცავს 34 პრეფექტურას, ტოკიოს მეტროპლიის ჩათვლით.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://slovari.yandex.ru/~книги/БСЭ/Хонсю/ ჰონსიუ — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია] {{ru icon}}
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/271139/Honshu ჰონსიუ — ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
 
{{ესკიზი-იაპონია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰონსიუ“-დან