ტყე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→მთის ტყეები: დაემატა ახალი ცნობები |
|||
ხაზი 15:
აღმოსავლეთ საქართველოში მშრალი რაიონების დაბლობებსა და მთისწინა კალთებზე ([[შირაქი]], [[ელდარი]], [[მცხეთა|მცხეთის]] მიდამოები და სხცა) , ზღვის დონიდან 400-დან 600 [[მ]]-მდე, გავრცელებულია არიდული ანუ ნათელი ტყეები, რომლებშიც ჭარბობს [[კევის ხე]], [[ღვია|ღვიები]], ზოგან [[აკაკი (მცენარე)|აკაკი]], [[ბერყენა]], [[ქართული ნეკერჩხალი]], ბუჩქებიდან — [[თრიმლი]], [[თუთუბო]], [[ბროწეული]], [[ძეძვი]] და სხვა. მთის ქვედა სარტყელში (500-იდან — 900—1000 მ-მდე) წაბლისა და მუხის ტყეებია. წაბლნარი გვხვდება როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებში ([[კახეთი]]). დასავლეთ საქართველოს კირიან ნიადაგებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში ([[ქართლი]], [[გარეკახეთი]]) წაბლნარის ნაცვლად [[მუხნარი]], მუხნარ-რცხილნარი და [[რცხილნარი]]ა გავრცელებული. ქვეტყეში იზრდება [[ზღმარტლი]], [[კუნელი]], [[თხილი]], [[შინდი]], [[თრიმლი]] და სხვა. მთის შუა სარტყელში (900—1000-იდან 1500—1600 მ-მდე) ნაირხნოვანი, მაღალი წარმადობის წიფლნარია, როგორც წმინდა, ისე შერეული რცხილასთან, [[მინდვრის ნეკერჩხალი|მინდვრის ნეკერჩხალთან]], [[ბოყვი (მცენარე)|ბოყვთან]], [[ცაცხვი|ცაცხვთან]], [[ნაძვი|ნაძვთან]] და სხვა. საქართველოში წიფლის ტყის სარტყელი არ არის მხოლოდ მეხეთ-ჯავახეთში. მის ადგილს აქ იკავებს სოჭთან შერეული [[ნაძვნარი]], ნაძვნარ-ფიჭვნარი და წმინდა ფიჭვნარი. მთის ზედა სარტყელი წარმოდგენილია მუქწიწვოვანი ტყეებით.
ტყე [[დედამიწა|დედამიწის]] [[ეკოლოგია|ეკოლოგიურ]] სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. ის დედამიწაზე ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი აკუმულატორია, რომელიც აკავებს [[ბიოსფერო]]ში მთელ რიგ [[ქიმიური ელემენტები|ქიმიურ ელემენტებსა]] და [[წყალი|წყალს]], აქტიურად ურთიერთქმედებს [[ტროპოსფერო]]სთან და განსაზღვრავს [[ჟანგბადი]]სა და [[ნახშირორჟანგი]]ს ბალანსის დონეს.
|