ტყე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎მთის ტყეები: დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 12:
მთის ტყეებს უკავიათ მრავალ ქედის ფერდობი მთისწინეთიდან დაწყებული ალპურ სარტყლამდე და მთის ტუნდრამდე. მთებში სიმაღლის მატებასთან ერთად იცვლება სითბური რეჟიმი, ტენიანობა და სხვა ფაქტორები, რაც განსაზღვრავს მთის სარტყლიანობის სტრუქტურას. ყველაზე უფრო მკვეთრად ეს ვლინდება ტროპიკებში. კარგადაა გამოხატული იგი ზომიერი ჰავის პირობებშიც ([[კავკასია]], [[კარპატები]], [[ყირიმი]]).
 
[[საქართველო]] მთაგორიანი ქვეყანაა, ამიტომ აქ ტყეები თითქმის მთლიანად (97,7%) მთის ფერდობებზეა. დასავლეთ საქართველოში ტყეები იწყება [[ზღვის დონე|ზღვის დონიდანვე]] და ფარავს დაბლობებსა და მთისწინა კალთებს ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლემდე. დაბლობ ჭაობიან ადგილებში გვხვდება [[მურყნარი]], სადაც შერეულია [[ხვალო]], [[ოფი]], [[ტირიფი|ტირიფები]], [[ლაფანი]], ზოგან [[იმერული მუხა]] და [[რცხილა]]. შემაღლებული ადგილები და მთისწინები დაფარულია კოლხური ტიპის ტყეებით. მათ ძირითადად ქმნის რცხილა, [[ჰარტვისის მუხა|ჰარტვისისა]] და იმერული მუხები, [[იფანი]], [[ძელქვა]], [[წიფელი]]. ქვეტყეში ხარობს [[წყავი]], [[შქერი]], [[თაგვისარა]], [[მოცვი]] და სხვა, უხვადაა ხვიარა მცენარეები: [[ეკალღიჭი]], [[კოლხური სურო]], [[კრიკინა]], [[ვაზი]], [[ღვედკეცი]] და სხვა.
 
აღმოსავლეთ საქართველოში მშრალი რაიონების დაბლობებსა და მთისწინა კალთებზე ([[შირაქი]], [[ელდარი]], [[მცხეთა|მცხეთის]] მიდამოები და სხცა) , ზღვის დონიდან 400-დან 600 [[მ]]-მდე, გავრცელებულია არიდული ანუ ნათელი ტყეები, რომლებშიც ჭარბობს [[კევის ხე]], [[ღვია|ღვიები]], ზოგან [[აკაკი (მცენარე)|აკაკი]], [[ბერყენა]], [[ქართული ნეკერჩხალი]], ბუჩქებიდან — [[თრიმლი]], [[თუთუბო]], [[ბროწეული]], [[ძეძვი]] და სხვა. მთის ქვედა სარტყელში (500-იდან — 900—1000 მ-მდე) წაბლისა და მუხის ტყეებია. წაბლნარი გვხვდება როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებში ([[კახეთი]]). დასავლეთ საქართველოს კირიან ნიადაგებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში ([[ქართლი]], [[გარეკახეთი]]) წაბლნარის ნაცვლად [[მუხნარი]], მუხნარ-რცხილნარი და [[რცხილნარი]]ა გავრცელებული. ქვეტყეში იზრდება [[ზღმარტლი]], [[კუნელი]], [[თხილი]], [[შინდი]], [[თრიმლი]] და სხვა. მთის შუა სარტყელში (900—1000-იდან 1500—1600 მ-მდე) ნაირხნოვანი, მაღალი წარმადობის წიფლნარია, როგორც წმინდა, ისე შერეული რცხილასთან, [[მინდვრის ნეკერჩხალი|მინდვრის ნეკერჩხალთან]], [[ბოყვი (მცენარე)|ბოყვთან]], [[ცაცხვი|ცაცხვთან]], [[ნაძვი|ნაძვთან]] და სხვა. საქართველოში წიფლის ტყის სარტყელი არ არის მხოლოდ მეხეთ-ჯავახეთში. მის ადგილს აქ იკავებს სოჭთან შერეული [[ნაძვნარი]], ნაძვნარ-ფიჭვნარი და წმინდა ფიჭვნარი. მთის ზედა სარტყელი წარმოდგენილია მუქწიწვოვანი ტყეებით.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტყე“-დან