ტყე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
No edit summary
ხაზი 8:
ტყე თავისი შემადგენლობით, ადგილსაარსებო პირობებით, განახლების პროცესით, წარმადობით და განვითარებით სხვადასხვაგვარია, რაც საფუძვლად უდევს ტყის ტიპებად დაყოფას. ტყის ტიპებს გამოყოფენ ტყის შემქმნელი მთავარი სახეობისა და ადგილსაარსებო პირობების ამსახველი ინდიკატორის (გაბატონებული ბალახის ან ქვეტყის ბუჩქის) მიხედვით, მაგ. ჩითისთვალიანი წიფლნარი, წყავის ქვეტყიანი ნაძვნარი და სხვა. განასხვავებენ ძირეულს და წარმოებულ ტყის ტიპებს. უკანასკნელი წარმოიქმნება ადამიანისა და სხვა ფაქტორების (ტყის მავნებლები, ხანძარი, ქარქცევა და სხვა) ზემოქმედების შედეგად. მთის ტყეებში ტყის ტიპების გამოყოფას ხშირად აძნელებს რელიეფის სირთულე, რაც იწვევს ადგილსაარსებო პირობების მოკლე მანძილზე ცვლას და ამის შედეგად ტყის ტიპის ხშირ მონაცვლეობას.
 
ტყის [[მცენარეები|მცენარეულობა]] როგორც სახეობრივი შემადგენლობით, ისე ეკოლოგიური თავისებურებებით მკვეთრად იცვლება გეოგრაფიული განედებთან დაკავშირებით, ე. ი. ჰორიზონტალური ზონების მიხედვით. ტროპიკულ სარტყელში გავრცელებულია ტროპიკული „წვიმის ტყეები“, რომელსაც ახასიათებს სახეობრივი შემადგენლობის მრავალფეროვნება, მრავალიარუსიანობა, ეპიფიტების ფართო მონაწილეობა.ამ სარტყლის კონტინენტურ ნაწილში, ნალექების არათანაბარი განაწილების პირობებში სავანის ტყე ტროპიკული სარტყლის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ზღვის სანაპიროებზე, გავრცელებულია სუბტროპიკული ტყეები, სადაც გვხვდება ფოთლოვანი (ფოთლოვანი და მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი), ისე წიწვოვანი სახეობები. ისინი ტროპიკუო ტყეებთან შედარებით უფრო ღარიბია მერქნიანი ჯიშებით. ზომიერი ჰავის სარტყელში ფოთოლმცვვანი ფართოფოთლოვანი ([[მუხა]], [[წიფელი]], [[ცაცხვი]], [[რცხილა]] და სხვა) და წიწვოვან-ფართოფოთლოვანი ([[ნაძვი]]ს, [[სოჭი]]ს, [[ფიჭვი]]ს მონაწილეობით) ტყეებია. ასეთი ტყეები გვხვდება მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მათთვის დამახასიათებელია დიდი სიხშირე და მრავალიარუსიანობა. უფრო ჩრდილოეთით გავრცელებულია მარად მწვანე წიწვოვანი ტყეები, რომლებიც ტყის პოლარულ საზღვარს აღწევს. ისინი სახეობათა შემადგენლობით ღარიბია — ძირითადი სახეობებია ნაძვი, ფიჭვი, [[ლარიქსი]]. მათ შორის ერთ-ერთი სახეობა წამყვანია და ტყეც მის სახელს ატარებს.
==მთის ტყეები==
მთის ტყეებს უკავიათ მრავალ ქედის ფერდობი მთისწინეთიდან დაწყებული ალპურ სარტყლამდე და მთის ტუნდრამდე. მთებში სიმაღლის მატებასთან ერთად იცვლება სითბური რეჟიმი, ტენიანობა და სხვა ფაქტორები, რაც განსაზღვრავს მთის სარტყლიანობის სტრუქტურას. ყველაზე უფრო მკვეთრად ეს ვლინდება ტროპიკებში. კარგადაა გამოხატული იგი ზომიერი ჰავის პირობებშიც ([[კავკასია]], [[კარპატები]], [[ყირიმი]]).
 
საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, ამიტომ აქ ტყეები თითქმის მთლიანად (97,7%) მთის ფერდობებზეა. დასავლეთ საქართველოში ტყეები იწყება [[ზღვის დონე|ზღვის დონიდანვე]] და ფარავს დაბლობებსა და მთისწინა კალთებს ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლემდე. დაბლობ ჭაობიან ადგილებში გვხვდება [[მურყნარი]], სადაც შერეულია [[ხვალო]], [[ოფი]], [[ტირიფი|ტირიფები]], [[ლაფანი]], ზოგან [[იმერული მუხა]] და [[რცხილა]]. შემაღლებული ადგილები და მთისწინები დაფარულია კოლხური ტიპის ტყეებით. მათ ძირითადად ქმნის რცხილა, [[ჰარტვისი]]სა და იმერული მუხები, [[იფანი]], [[ძელქვა]], [[წიფელი]]. ქვეტყეში ხარობს [[წყავი]], [[შქერი]], [[თაგვისარა]], [[მოცვი]] და სხვა, უხვადაა ხვიარა მცენარეები: [[ეკალღიჭი]], [[კოლხური სურო]], [[კრიკინა]], [[ვაზი]], [[ღვედკეცი]] და სხვა.
 
 
 
ტყე [[დედამიწა|დედამიწის]] [[ეკოლოგია|ეკოლოგიურ]] სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. ის დედამიწაზე ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი აკუმულატორია, რომელიც აკავებს [[ბიოსფერო]]ში მთელ რიგ [[ქიმიური ელემენტები|ქიმიურ ელემენტებსა]] და [[წყალი|წყალს]], აქტიურად ურთიერთქმედებს [[ტროპოსფერო]]სთან და განსაზღვრავს [[ჟანგბადი]]სა და [[ნახშირორჟანგი]]ს ბალანსის დონეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტყე“-დან