რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
'''საქართველო-რუსეთის ურთიერთობები''' მოიცავს ურთიერთობას [[საქართველო]]ს და [[რუსეთის ფედერაცია]]ს შორის ([[1991]] წლიდან). ისტორიული თვალსაზრისით ურთიერთობებს, ერთი მხრივ: [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]], [[კახეთის სამეფო|კახეთის]], [[ქართლის სამეფო|ქართლის]], [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთის]] სამეფოებს, [[აფხაზეთის სამთავრო|აფხაზეთის]], [[გურიის სამთავრო|გურიის]], [[სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო|სამეგრელოს]], [[სვანეთის სამთავრო|სვანეთის]] სამთავროებს და [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას]], ხოლო, მეორე მხრივ: [[მოსკოვის დიდი სამთავრო|მოსკოვის სამთავროს]], [[რუსეთის სამეფო]]ს, [[რუსეთის იმპერია]]ს, [[ყუბანის სახალხო რესპუბლიკა]]ს და [[რსფსრ|რუსეთის სფსრ]] და [[სსრკ]]-ს შორის. ასევე, ზოგადად, [[ქართველები|ქართველ]] და [[რუსები|რუს]] ერებს შორის. ორი ერის ურთიერთობებს გააჩნია მრავალსაუკუნოვანი და რთული ისტორია.
 
== ურთიერთობები 1491-1783 წლებში == Mar <3
[[ფაილი:Kakheti_COA.JPG|მინი|კახეთის სამეფოს დროშა (1466-1762) წ.წ.]]
[[საქართველო]]ს და [[რუსეთი|რუსეთს]] შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა [[XV საუკუნე]]ში, კერძოდ [[1491]] წელს, როდესაც [[კახეთი]]ს მეფე [[ალექსანდრე I (კახეთის მეფე)|ალექსანდრე I]]-მა მოსკოვის მთავარს [[ივანე III (რუსეთი)|ივანე III]]-ს დახმარების თხოვნით მიმართა და მუსლიმი დამპყრობლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. [[მოსკოვი]]ს მთავარმა უარყო ალექსანდრეს შეთავაზება, რამაც ხანგრძლივი დროით საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების შეწყვეტა გამოიწვია.<br />