ბალადა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ბალადა''' ([[ფრანგული ენა|ფრანგ]]. ''ballade'', [[პროვანსული ენა|პროვანსული]] ''balada'' < გვიანდელი [[ლათინური ენა|ლათ]]. ''ballo'' - ვცეკვავ), [[პოეზია|პოეზიისა]] და [[მუსიკა|მუსიკის]] ჟანრი. ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში სრულყოფილი სახით ბალადა XIX საუკუნემდე თითქმის არ გვხვდება. ქართული ხალხური ბალადა კი გაცილებით ადრე უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ამას ააშკარავებს სვანური, რაჭული, ხევსურული და საქართველოს ბარის ზოგიერთ კუთხეში შემონახული ბალადადების ნიმუშთა რიტმული სტრუქტურა და გამომსახველობითი ხერხები. ბალადის ცნება ყველას ერთნაირად არ ესმის: ქართულ ფოლკლორისტიკაში ბოლო წლებში დამკვიდრებული შეხედულებით, ბალადა ლირიკულ-ეპიკური ფორმის სიუჟეტიანი ლექსია, რომელშიც გმირის ცხოვრების რაიმე არაჩვეულებრივი ეპიზოდია გადმოცემული. ბალადა შეიძლება შეიცავდეს [[დიალოგი|დიალოგს]] ("ია მთაზედა"), [[მონოლოგი|მონოლოგს]] ("შემომეყარა ყივჩაღი") ან ეპიკურ თხრობას ("თავფარავნელი ჭაბუკი"). მისი სიუჟეტი ყოველთვის დრამატულია. გვხვდება საწესჩვეულებო, სამონადირეო, საგმირო, სატრფიალო და საყოფაცხოვრებო ბალადის ნიმუშები. მათგან ზოგი ძველი თქმულებებისა და გადმოცემებს ეფუძნება, ნაწილი კი ორიგინალური პოეტური გარდასახვის ნაყოფია. ლექსი უმთავრესად 16-მარცვლიანი [[შაირი|შაირით]] არის გაწყობილი, გვხვდება ურითმო "[[ფისტიკაური|ფისტიკაურის]]" რამდენიმე ნიმუშიც. ხალხური ბალადის მოტივებისაგრძნობია [[ჭავჭავაძე, ილია|ი. ჭავჭავაძის]], [[წერეთელი, აკაკი|ა. წერეთლის]], [[ვაჟა-ფშაველა|ვაჟა-ფშაველას]] და სხვების პოეზიაში.
 
ქართულ ხალხურ სასიმღერო შემოქმედებაში ბალადის ჟანრი უძველესი დროიდან გვხვდება საწესჩვეულებო, საგმირო, სატრფიალო და სხვა ხასიათის მძაფრსიუჟეტიანი სიმღერების სახით ("ხოგაის მინდია", "[[თავფარავნელი ჭაბუკი]]", "ბეთქილი", "დალი კლდეში მშობიარობს", "ავთანდილ გადინადირა"). ხალხური ვოკალური ბალადის იშვიათი ნიმუშია "სიმღერა ვეფხისა და მოყმისა".
 
ბალადის ჟანრი გვხვდება თანამედროვე ქართულ პროფესიულ მუსიკაშიც გმირულ-ეპიკური ხასიათის ვოკალური და საკრავიერი ნაწარმოებების სახით ([[ბალანჩივაძე, ანდრია|ა. ბალანჩივაძე]], [[მაჭავარიანი, ალექსი|ა. მაჭავარიანი]], [[ჩიმაკაძე, არჩილ|ა. ჩიმაკაძე]]).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბალადა“-დან