Röyksopp: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებ გვერდი → საიტი (2) using AWB
clean up, replaced: ვიდეოკლიპი → მუსიკალური ვიდეო (3) using AWB
ხაზი 25:
მიუხედავად იმისა, რომ ბრუნდტლანდი და ბერგე ერთ სკოლაში სწავლობდნენ მშობლიურ ქალაქ ტრომსოში და ელექტრონული მუსიკით ადრეული 1990-იანი წლებიდან იყნენ გატაცებული, როიკსოპი მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა, როდესაც ისინი ბერგენში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ქალაქი იმჟამად ანდეგრაუნდ ელექტრონული მუსიკის მნიშვნელოვანი სცენა იყო და ჯგუფი სხვა ნორვეგიელ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა (მათ შორის Frost, [[Kings of Convenience]]-ის გიტარისტ/მომღერალ ერლენდ ეიესთან, Those Norwegians და Drum Island, რომელთაც ზოგადად ნორვეგიულ ტალღას უწოდებდნენ). ჯგუფის პირველი სინგლები ადგილობრივი დამოუკიდებელი ლეიბლის Tellé-ს მხარდაჭერით გამოვიდა, ხოლო მათი პირველი ალბომი „Melody A.M“ ბრიტანული ლეიბლის — Wall of Sound. ამ ალბომში შესულ სინგლებს შორის იყო „Eple“, „Poor Leno“, „Remind Me“ და „Sparks“.
 
დუეტის მუსიკას დიდი პოპულარიზაცია გაუწია რამდენიმე გრაფიკულად ექსპერიმენტულმა მუსიკალურმა კლიპმა. ერთ-ერთმა — ინფოგრაფული სტილის ვიდეოკლიპიმუსიკალური ვიდეო გადაღებული ფრანგული კომპანია H5-ის მიერ ტრეკისთვის „Remind Me“ — 2002 წლის [[MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოება|MTV ევროპის მუსიკალურ დაჯილდოებაზე]] საუკეთესო მუსიკალური ვიდეოკლიპისთვისმუსიკალური ვიდეოსთვის ჯილდო მიიღო. ამავე დაჯილდოებაზე დუეტი სამ კატეგორიაში იყო წარდგენილი ნომინაციით: „საუკეთესო სკანდინავიური შესრულება“, „საუკეთესო ახალი ხელოვანი“ და „საუკეთესო საცეკვაო შესრულება“.
 
ჯგუფის ბევრი სიმღერა გამოყენებული იქნა რეკლამაში და მუსიკალურ თანხლებაში, სხვადასხვა გადაცემაში. მაგალითად, „Eple“-ს იყენებდა კომპანია [[ეპლი]], ოპერაციული სისტემის [[მაკ ოს X]] Panther რეკლამაში (იგი ჟღერდა სისტემის ჩატვირთვისას). მოგვიანებით სხვადასხვა სიმღერა, მაგალითად, Circuit Breaker და Only This Moment გამოიყენებოდა დანიური ტელევიზიის გადაცემებში.
 
ჯგუფის მეორე სტუდიური ალბომი ''[[The Understanding]]'' გამოვიდა [[2005]] წლის 12 ივლისს. მას წინ უძღვოდა სინგლი „[[Only This Moment]]“ (2005 წლის 27 ივნისი). სინგლისათვის გადაღებული ვიდეოკლიპიმუსიკალური ვიდეო დაფუძნებულია 1968 წლის პარიზულ დემონსტრაციებზე. მეორე სინგლი, „[[49 Percent]]“ გამოვიდა [[2005]] წლის 26 სექტემბერს. აშშ-ში ალბომის პოპულარობა უზრუნველყო შეზღუდული რაოდენობით გამოცემულმა სინგლმა „Follow My Ruin“, რომელიც 2006 წლის [[ფიფა 2006]]ის კომპიუტერული თამაშის რეკლამაში გამოიყენებოდა. აგრეთვე პოპულარული იყო ჯგუფის სინგლი „[[What Else Is There?]]“, რომელშიც ვოკალი ჯგუფის [[The Knife]] ვოკალისტ [[კარინ დრეიერი|კარინ დრეიერს]] ეკუთვნის.
 
[[2006]] წელი აღინიშნა ჯგუფის მიერ საკონცერტო დისკის „[[Röyksopp's Night Out]]“ გამოცემით. მასში შეტანილია ცოცხლად ჩაწერილი ცხრა კომპოზიცია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Röyksopp“-დან