The Lamb Lies Down on Broadway: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: კონცეფტუალური → კონცეპტუალური using AWB
ხაზი 25:
}}
 
'''''The Lamb Lies Down on Broadway''''' — ჯგუფ [[ჯენესისი|ჯენესისის]] ორმაგი [[კონცეპტუალური ალბომი]], რომელიც გამოვიდა [[1974]] წლის [[29 ნოემბერი|29 ნოემბერს]]. ეს არის ჯგუფის რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი და უკანასკნელი, ჩაწერილი [[პიტერ გებრიელი]]ს მონაწილეობით.
 
ალბომში მოთხრობილია [[პუერტო რიკო|პუერტო რიკოელი]] ახალგაზრდის, რაელის [[სიურრეალიზმი|სიურრეალისტური]] ამბავი, რომელიც ვითარდება ნიუ-იორკის ქუჩებსა და მიწისქვეშეთში. მიწისქვეშ რაელი აღმოაჩენს თავის გარდაცვლილ ძმა ჯონს. სხვადასხვა მოგზაურობისას იგი სიურრეალისტურ სამყაროში ამოჰყოფს თავს. საბოლოოდ, იგი საკუთარ ბედს შეეგუება და მოულოდნელად მიხვდება, რომ უკვე დიდი ხნის მკვდარია.
 
ალბომის კონცეფცია [[პიტერ გებრიელი|პიტერ გებრიელს]] ეკუთვნის. დღემდე ეს მისი ტექსტობრივად ყველაზე რთული ნაწარმოებია. ''The Lamb Lies Down on Broadway'' ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კონცეპტუალურ ალბომად.
ხაზი 41:
შემდეგ ადგილი ჰქონდა ლირიკის შექმნასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაგრამ გებრიელმა კვლავ დაარწმუნა კოლეგები - ამჯერად იმაში, რომ სჯობდა, ყველა ტექსტი მისთვის ენდოთ. თავის ინტერვიუებში იგი იხსენებდა:
 
{{ციტატა|1974 წელი იყო, პანკამდე ხდებოდა ყველაფერი. დარწმუნებული ვიყავი, რომ სიუჟეტის გმირი უნდა ყოფილიყო თანამედროვე ფიგურა და არა - ფანტაზია. 70-იანების სუპერჯგუფების ხანაში შევდიოდით და არ მსურდა, რომ ამ „ტიტანიკს“ ჩავყოლოდი ფსკერზე. ამ ალბომში მე ნაწილობრივ ჩემი პირადი ემოციური განცდები შევიტანე, ასე რომ არ მსურდა, რომ ვინმე სხვას მათი საკუთარი ვერსია შეექმნა. შედეგად, ალბომზე არის ნაწილები, რომლებიც თითქმის გაუგებარი ან აღსაქმელად რთულია, რომლებიც არც ისე წარმატებულია. გარკვეულწილად, ეს მეტად ტრადიციული კონცეფტუალურიკონცეპტუალური ალბომი იყო - რაღაც „ოდისეის“ მსგავსი, მაგრამ ქუჩური ხასიათის მატარებელი, ტყავის ქურთუკით და სამუშაო კოსტუმით. რაელი ალბათ პანკი იქნებოდა, ყველაფერი 76 წლის შემდეგ რომ დატრიალებულიყო. [[Ramones]] ჯერ კიდევ არ იწყებდა, მაგრამ New York Dolls უკვე არსებობდა, მაგრამ ეს უფრო გლემ-როკი იყო.<ref name="The Annotated Lamb Lies Down on Broadway - ალბომის კონცეფციის განხილვა">http://www.bloovis.com/music/lamb.html</ref>
}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/The_Lamb_Lies_Down_on_Broadway“-დან