აკაკი მგელაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 36:
დაიბადა სოფელ [[მელექედური|მელექედურში]] 1910 წელს. შემდოგომში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა [[გუდაუთა]]ში. იყო საქართველოს ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის (კომსომოლის) წევრი 1927 წლიდან. კომუნისტური პარტიის წევრი გახდა [[1932]] წელს. [[1930]]-[[1938]] წლებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები კომსომოლში: გუდაუთის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, აფხაზეთის ობკომის მასობრივი-ეკონომიკური განყოფილების გამგე, აფხაზეთის ობკომის მეორე მდივანი, აფხაზეთის ობკომის პირველი მდივანი, საქართველოს სსრ კომსომოლის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის კომსომოლის ცენტრალური კომიტეტის ახალგაზრდული განყოფილების გამგე.
 
1938 წელს იყო რეპრესირებული და მერე რეაბილიტირებული. [[1938]]-[[1942]] წლებში იყო ”საქნავთობის” ტრესტის მმართველი, [[1942]]-[[1943]] - ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის სამმართველოს სამხედრო კომისარი, უფროსი ბატალიონური კომისარი, ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის უფროსის მოადგილე, პოდპოლკოვნიკივიცე-პოლკოვნიკი. [[1943]]-[[1951]] - საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის სოხუმის ქალაქკომის და [[აფხაზეთი]]ს ობკომის პირველი მდივანი. ამ პერიოდში მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა ქალაქ [[სოხუმი]]ს განაშენების სამუშაოები.
 
[[1951]]-[[1952]] წლებში იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის [[ქუთაისი]]ს ქალაქკომის პირველი მდივანი. [[1951]]-[[1953]] წლებში კი - საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭოს წევრი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკაკი_მგელაძე“-დან