წალკის წყალსაცავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 2 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q3495441
No edit summary
ხაზი 32:
'''წალკის წყალსაცავი''' — სარკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავი, [[წალკის მუნიციპალიტეტი|წალკის მუნიციპალიტეტში]], [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1506 მ სიმაღლეზე, მდინარე [[ხრამი]]ს [[ხეობა]]ში. სარკის ფართობი 33,7 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 1060 კმ². წყლის მოცულობა 312 მლნ. მ³. მაქსიმალური სიღრმე 25 მ, საშუალო სიღრმე 9,3 მ. წაგრძელებულია [[დასავლეთი]]დან [[აღმოსავლეთი]]საკენ. ნაპირები უმეტეს ნაწილში დაბალი და დამრეცია, სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე — ციცაბო და მაღალი. საზრდოობს [[ხრამი]]სა და სხვა პატარა მდინარეთა წყლით, აგრეთვე [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა]], [[თოვლი]]სა და [[წვიმა|წვიმის]] წყლით. შექმნილია ბეტონის კაშხალით ლავურ სერში გამომუშავებულ ვიწრო და ღრმა [[ხეობა]]ში, ენერგეტიკული მიზნებისათვის [[1946|1946 წელს]]. სეზონური რეგულირებისაა. დაბალი დონე აქვს [[თებერვალი|თებერვალ]]-[[მარტი|მარტში]]. წყლის დაგროვება იწყება [[აპრილი|აპრილში]] და გრძელდება [[ივლისი|ივლისამდე]], შემდეგ ხდება წყლის ხარჯვა. დონე ინტენსიურად იკლებს [[ნოემბერი|ნოემბრიდან]], როდესაც ჰესები მთელი სიმძლავრით მუშაობს. წყლის დონის რყევის საშუალო წლიური ამპლიტუდა 891 [[სმ]]-ია. წყალსაცავზე გაედინება მდინარე [[ქცია]]-[[ხრამი]].
 
წყალი ყველაზე ცივია [[თებერვალი|თებერვალში]] (0,2°C), თბილი [[აგვისტო]]ში (18,7°C). [[დეკემბერი|დეკემბრიდან]] [[მარტი]]ს ბოლომდე იქმნება ყინულნაპირისი, ყინულსაფარი და სხვ. ყინულოვანი მოვლენების საშუალო ხანგრძლივობა 82 დღეა. ყინულსაფრის სისქე [[თებერვალი|თებერვალში]] ზოგჯერ 80 სმ აღწევს. წყალსაცავი ემსახურება 2 ჰესს: — [[ხრამჰეს I]], [[ხრამჰეს II]]. განვითარებულია [[თევზი]]ს რეწვა. სანაპიროსთან გაშენებულია ქალაქი [[წალკა]], ხოლო სიახლოვეს არის სოფლები, გადის გზები. რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს [[ხადიკის ტბა]], [[სანთის ტბა]] და სხვსხვა.<ref>[http://wikimapia.org/8722249/Tsalka-Reservoir წალკის წყალსაცავი. მდებარეობა, კოორდინატები]</ref>
 
==იხილეთ აგრეთვე==