ალბერტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
|ვიკისაწყობი =
}}
'''ალბერტი''' ({{lang-en|Lake Albert}}) — ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში, [[უგანდა]]სა და [[კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა|კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]. მდებარეობს ცენტრალური აფრიკის გრაბენის ფარგლებში, ტექტონიკურ ღრმულში, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 615 მ სიმაღლეზე. ფართობი 5300 კმ², მაქსიმალური სიღრმე 58 მ. ტბაში ჩაედინება მდინარეები [[სემლიკი]] და [[ვიქტორია-ნილოსი]], გამოედინება [[ალბერტ-ნილოსი]]. ნაპირები სუსტად არის დანაწევრებული; მეტწილად ციცაბოა; ფსკერი ბრტყელია. საშუალო წლიური [[ტემპერატურა]] შეადგენს 26°C-ს, [[ატმოსფერული ნალექები]]ს რაოდენობა საშუალოდ 864-1016 მმ წელიწადში. გეოლოგიური თვალსაზრისით მოქცეულია ალბერტინის რიფტულ ხეობაში. წარმოადგენს მდინარე ნილოსის ზემოთის წყალსატევების რთული სისტემის ნაწილს. უხვადაა თევზი, რომელთაგან აღსანიშნავია [[ნილოსის ქორჭილა]]. მთავარი ნავსადგურებია [[ბუტიაბა]] და [[კასენი]].

ალბერტი აღმოაჩინა 1864 წელს ინგლისელმა მკვლევარმა [[სემიუელ უაით ბეიკერი|სემიუელ უაით ბეიკერმა]]. სახელი ეწოდა ინგლისის დედოფალ ვიქტორიას მეუღლის პატივსაცემად. უგანდაში ეწოდება ნიამცის ტბა.
 
1973 წელს ზაირისა და უგანდის პრეზიდენტების ურთიერთმოლაპარაკების შედეგად და აგრეთვე მეგობრობის ნიშნად ტბას ზაირის პრეზიდენტის — მობუტუს სახელის მიხედვით ეწოდა მობუტუ-სესე-სეკო. 1997 წლიდან კვლავ ალბერტი ეწოდება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალბერტი“-დან