მუცელფეხიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Taqoz1-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Addbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
შინაარსი შეიცვალა ' უსიყვარულოდ მზე არ სუფევს მზის კამარაზე<br /...'-ით
ხაზი 1:
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს მზის კამარაზე<br />
{{ტაქსოდაფა
სიო არ დაჰქრის მზე არ კრტება სასიხარულოდ<br />
| სახელი =მუცელფეხიანები
უსიყვარულოდა არ არსებობს არც სილამაზე
| სურათის ფაილი =Weinbergschnecke.jpg
| სურათის წარწერა =Helix pomatia
| სურათის აღწერა =Helix pomatia
| სამეფო = ცხოველები
| ტიპი = [[მოლუსკები]]
| კლასი = '''მუცელფეხიანები'''
| ლათ =Gastropoda
| არეალის რუკა =
| ვიკისახეობები =Gastropoda
| commons = Category:Gastropoda
}}
'''მუცელფეხიანები''' (Gastropoda), [[უხერხემლოები|უხერხემლოთა]] კლასი [[მოლუსკები]]ს ტიპისა. მუცელფეხიანების სხეული შედგება თავის, ტანისა და ფეხისაგან. თავზე ერთი ან ორი წყვილი საცეცია. ფეხი სხეულის ქვედა (მუცლის) მხარეზეა, ფეხს ქვეშ ლანჩა აქვს. ტანის ანუ შიგნეულობის პარკის ძირი მანტიითაა გარემოცული. მანტიისა და შიგნეულობის პარკს შორის არის მანტიის ღრუ, რომელშიც მოთავსებულია გული, სასუნთქი პრგანოები, თირკმელი, შიგნეულობის პარკი — საჭმლის მომნელებელი და სასქესო ორგანოები. მუცელფეხიანების მანტია კანის თხელი ნაოჭია, რომლის ჯირკვლები გამოყოფენ ნიჟარის წარმოსაქმნელ ნივთიერებებს. [[ნიჟარა]] სხვადასხვა ფორმისაა.
 
[[საქართველო]]ში გავრცელებული მუცელფეხიანების ნიჟარები მრავალფეროვნებით ხასიათდება. ნიჟარა არა აქვთ უნიჟაროებს ანუ ლოქორიებს, იგი რედუცირებულია და პატარა ფირფიტის სახით მანტიის ქვეშაა მოთავსებული. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა. გული ორსაკნიანია — წინაგული და პარკუჭი (იშვიათად წინაგული). სუნთქავენ ლაყუჩებით ან ფილტვებით. საქართველოში მობინადრე სახეობების უმეტესობა ფილტვით მსუნთქავია. გამომყოფი სისტემაა ერთი, იშვიათად ორი, თირკმელი, რომლის სადინარი უკანა ნაწლავს გასდევს და საკუთარი ხვრელით ანალური ხვრელის მახლობლად იხსნება. ნერვული სისტემა შედგება რამდენიმე (5-6) წყვილი ნერვული კვანძისა და მისგან გამომავალი ნერვებისაგან. გავრცელებული არიან თითქმის ყველგან, გარდა უდაბნოების და მუდმივი ყინულით დაფარული ადგილებისა. გვცვდებიან ოკეანეებში, ზღვებში, მლაშე და მტკნარ წყლებში, ნაწილი ხმელეთზე.
 
მუცელფეხიანების კლასი შეიცავს 85.000-ზე მეტ სახეობას, რომლებიც გაერთიანებულია 3 ქვეკლასში: [[წინალაყუჩებიანები]], [[უკანალაყუჩებიანები]], [[ფილტვიანებ]]ი. საკმაოდ მდიდარია ცხოველთა ამ ჯგუფით საქართველო, აქ მარტო ხმელეთის მუცელფეხიანების 230-ზე მეტი სახეობა გვხვდება.
 
წინალაყუჩებიანების ქვეკლასში გაერთიანებული სახეობების უმეტესობა გაყოფილსქესიანია, ფილტვიანები — ორსქესიანი. მუცელფეხიანების უმრავლესობა კვერცხებით მრავლდება, არიან ცოცხლადმშობნიც. ზოგი მუცელფეხიანები ფიტოფაგია, ზოგი პოლიფაგი (არიან მტაცებლებიც და პარაზიტებიც).
 
მუცელფეხიანების ზოგი სახეობა პარაზიტული ჭიების შუალედური მასპინძელია და ხელს უწყობს შენაური ცხოველების სხვადასხვა დაავადების გავრცელებას, ზოგი სასოფლო-სამეურნეო მცენარეებისა და კულტურული ნაგრავების სერიოზული მავნებელია. მუცელფეხიანების ნიჟარები წარმოადგენენ სახელმძღვანელო ნამარხებს გეოლოგიური ერების დადგენისათვის. მუცელფეხიანების ზოგი სახეობის ხორცი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს და ყუათიან საკვებად ითვლება. ზოგი მარგალიტის მკეთებელია. საქართველოში გავრცელებული Helicella derbentina-ს ნიჟარის ფხვნილით ([[კალციუმი]]ს მარილების შემცველობის გამო) ზოგიერთ მეფრინველეობის ფერმაში [[ფრინველები|ფრინველებს]] კვებავენ.
 
== ლიტერატურა ==
* ''გ. ლეჟავა'', ქსე, ტ. 7, გვ. 227, თბ., 1984
 
[[კატეგორია:მუცელფეხიანები|*]]
 
{{Link FA|sl}}