ტყე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 6:
შედარებით მოზრდილ ტერიტორიაზე ტყე არაერთგვაროვანია. ტყეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სახეობათა შემადგენლობით (წმინდა — ერთი სახეობისაგან ან შერეული — რამდენიმე სახეობისაგან შემდგარი), ფორმით (მარტივი ანუ ერთიარუსიანი და რთული — მრავალიარუსიანი), ხნოვანებით (ერთხნოვანი და ნაირხნოვანი), წარმოშობით (თესლით და ვეგეტატიური), სიხშირით, ბონიტეტით ანუ პროდუქტიულობით.
 
ტყე თვისითავისი შემადგენლობით, ადგილსაარსებო პირობებით, განახლების პროცესით, წარმადობით და განვითარებით სხვადასხვაგვარია, რაც საფუძვლად უდევს ტყის ტიპებად დაყოფას. ტყის ტიპებს გამოყოფენ ტყის შემქმნელი მთავარი სახეობისა და ადგილსაარსებო პირობების ამსახველი ინდიკატორის (გაბატონებული ბალახის ან ქვეტყის ბუჩქის) მიხედვით, მაგ. ჩითისთვალიანი წიფლნარი, წყავის ქვეტყიანი ნაძვნარი და სხვა. განასხვავებენ ძირეულს და წარმოებულ ტყის ტიპებს. უკანასკნელი წარმოიქმნება ადამიანისა და სხვა ფაქტორების (ტყის მავნებლები, ხანძარი, ქარქცევა და სხვა) ზემოქმედების შედეგად. მთის ტყეებში ტყის ტიპების გამოყოფას ხშირად აძნელებს რელიეფის სირთულე, რაც იწვევს ადგილსაარსებო პირობების მოკლე მანძილზე ცვლას და ამის შედეგად ტყის ტიპის ხშირ მონაცვლეობას.
 
ტყის [[მცენარეები|მცენარეულობა]] როგორც სახეობრივი შემადგენლობით, ისე ეკოლოგიური თავისებურებებით მკვეთრად იცვლება გეოგრაფიული განედებთან დაკავშირებით, ე. ი. ჰორიზონტალური ზონების მიხედვით. ტროპიკულ სარტყელში გავრცელებულია ტროპიკული „წვიმის ტყეები“, რომელსაც ახასიათებს სახეობრივი შემადგენლობის მრავალფეროვნება, მრავალიარუსიანობა, ეპიფიტების ფართო მონაწილეობა.ამ სარტყლის კონტინენტურ ნაწილში, ნალექების არათანაბარი განაწილების პირობებში სავანის ტყე ტროპიკული სარტყლის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ზღვის სანაპიროებზე, გავრცელებულია სუბტროპიკული ტყეები, სადაც გვხვდება ფოთლოვანი (ფოთლოვანი და მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი), ისე წიწვოვანი სახეობები.
 
ტყე [[დედამიწა|დედამიწის]] [[ეკოლოგია|ეკოლოგიურ]] სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. ის დედამიწაზე ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი აკუმულატორია, რომელიც აკავებს [[ბიოსფერო]]ში მთელ რიგ [[ქიმიური ელემენტები|ქიმიურ ელემენტებსა]] და [[წყალი|წყალს]], აქტიურად ურთიერთქმედებს [[ტროპოსფერო]]სთან და განსაზღვრავს [[ჟანგბადი]]სა და [[ნახშირორჟანგი]]ს ბალანსის დონეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტყე“-დან