არგონავტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც (3) using AWB
ხაზი 49:
იოლკოსის მეფე [[კრეთევსი|კრეთევსმა]] ცოლად შეირთო მშვენიერი ასული ტირო, რომლისგანაც შეეძინა სამი შვილი: [[ესონი]], [[ამითაონი]] და [[ფერესი]]. ტიროს მანამდეც ჰყავდა [[პოსეიდონი]]საგან ორი შვილი: [[ნელევსი]] და [[პელიასი]]. პელიასმა ჯერ საკუთარი ძმა განდევნა, ხოლო კრეთევსის სიკვდილის შემდეგ თავის ნახევარძმას, ესონს, წაართვა კანონიერი ტახტი. ესონი მხოლოდ დედის ვედრებამ გადაარჩინა სიკვდილს. პელიასს ძალიან ეშინოდა ორი წინასწარმეტყველების. ერთი წინასწარმეტყველების თანახმად, მას ეოლოსის შთამომავალი მოკლავდა, მეორეს მიხევით კი, საფრთხე ცალსანდლიანი კაცისაგან ელოდა. ესონმა ცოლად შეირთო [[ალკიმედე]] და მათ ვაჟიშვილი ეყოლათ, რომელსაც პელიასი მოკლავდა, რომ არა ბავშვის მშობლები, რომლებმაც ხმა გაავრცელეს თითქოს ბავშვი დაიღუპა. სინამდვილეში კი კენტავრ ქირონს მიაბარეს აღსაზრდელად, რომელმაც ბავშვს [[იასონი]] ანუ „განმკურნებელი“ უწოდა.
[[ფაილი:Argo Navis Hevelius.jpg|thumb|left|200px|[[არგო]]]]
იასონმა ქირონის გამოქვაბულში გაატარა სიყმაწვილის წლები. ის იზრდებოდა სხვა გმირებთან ერთად. როდესაც იასონმა მიატოვა ქირონი და გაემართა საგმირო საქმეთა აღსასრულებლად, გზად მიადგა მდინარე ანავროსს. ხშირი წვიმების გამო მდინარე საოცრად ადიდებულიყო. ესონის ძეს მდინარესთან შემოხვდა მოხუცი ქალი, რომელიც შეებრალა, მხრებზე შეისვა და ისე გადაიყვაგადაიყვანა მეორე ნაპირზე. ამ გადასვლის დროს, იასონმა სრულიად შემთხვევით დაკარგა ცალი სანდალი. მოხუცი ქალის სახე თავად ქალღმერთ [[ჰერა]]ს ჰქონდა მიღებული, რომელიც მდინარესთან კაცთა სიკეთეს ამოწმებდა. ამის შემდეგ ჰერა მუდამ მფარველობდა იასონს.
[[ფაილი:NAMA Pélée, Achille & Chiron.jpg|thumb|right|200px|არგონავტებთან წასასვლელად გამზადებული [[პელევსი]] თავის ვაჟს, [[აქილევსი|აქილევსს]] აღსაზრდელად ბრძენ კენტავრ [[ქირონი|ქირონს]] უტოვებს. შავფიგურიანი ლეკითოსი. დაახლ. ძვ.წ. 500წ.]]
იასონის იოლკოსში შესვლა დაემთხვა დიდ რელიგიურ დღესასწაულს. თავად პელიასი ასრულებდა [[პოსეიდონი]]ს საკურთხეველთან მსხვერპლშეწირვას. იასონმა ქალაქში შესვლისთანავე მიიქცია ყურადღება. როდესაც ეტლით მისულმა პელიასმა დაინახა ცალსანდლიანი ჭაბუკი, შიშმა მოიცვა. მან იასონს ვინაობა გამოკითხა და შეიტყო, რომ ესონის ძე ტახტის დასაბრუნებლად იყო მისული. პელიასი საკმაოდ ეშმაკი კაცი იყო. მან იასონთან სპეციალურად ჩამოაგდო საუბარი [[ოქროს საწმისი|ოქროს საწმისზე]] და დაარწმუნდა ძმისშვილი, თითქოს [[ფრიქსე]]ს სულმა მოუწოდა ოქროს საწმისის დაბრუნება. თუკი იასონი შესძლებდა ამ დავალების შესრულებას, მაშინ ის ტახტს მიიღებდა. პელიასი დაწმუნებული იყო დავალების განუხორციელებაში, მაგრამ იასონმა მშვიდად მიიღო ეს დავალება. იასონის თხოვნით, არესტორის ვაჟმა, არგოსმა ააგო ორმოცდაათნიჩბიანი გემი, რომელსაც „[[არგო]]“ ეწოდა. მის ცხვირში თავად [[ათენა]]მ ჩაარჭო მეტყველი მორი. ეს იყო აქაველთა პირველი მნიშვნელოვანი საზღვაო ექსპედიცია, რომლის მეთაურად არგონავტებმა იასონი აირჩიეს. დანარჩენი არგონავტების რაოდენობასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ვერსია. აპოლოდორეს მიხედვით მათი რიცხვი ორმოცდახუთია.<ref>Псевдо-Аполлодор. Мифологическая библиотека I 9, 18 далее</ref>. დიოდორე კი მათ არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მათი რაოდენობა ორმოცდათოთხმეტია.<ref>[[დიოდორე სიცილიელი]] – ისტორიული ბიბლიოთეკა, IV 41, 2</ref>. თეოკრიტე ამბობს, რომ ისინი იყვნენ 60 <ref>Феокрит. Идиллии XIII 74</ref>, სხვა ავტორების აზრით არგოზე 50 არგონავტი იმყოფებოდა <ref>Лукиан. О пляске 52; Орфическая аргонавтика 118-129; Цец. Комментарий к «Александре» Ликофрона 175</ref>. საბოლოოდ, ყველა ბერძენი მწერალი ერთად ასახელებს 90–მდე არგონავტის სახელს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არგონავტები“-დან