ჯაია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| გამოთქმა =
}}
'''ჯაია''' ({{lang-id|Jaya;}} ან '''პუნჩაკ-ჯაია''') — მწვერვალი [[ინდონეზია]]ში, კუნძულ [[ახალი- გვინეა|ახალი გვინეის]] დასავლეთ ნაწილში, [[სუდირმანის ქედი|სუდირმანის ქედზე]]. [[ოკეანეთი]]ს უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 4884 მ. აგებულია ულტრაფუძე მაგმატური ქანებით. 4500 მ ზევით დაფარულია მარადი თოვლითა და მყინვარებით, რომელთა საერთო ფართობია დაახლოებით 15 კმ². გეოლოგიური თვალსაზრისით, მდებარეობს [[ავსტრალიის ფილაქანი]]ს ფარგლებში. აღმოაჩინა ნიდერლანდელმა ზღვაოსანმა [[იან კარსტენსი|იან კარსტენსმა]] გემის ბორტიდან 1623 წელს. მოგვიანებით მწვერვალს მისი სახელი ეწოდა — კარსტენს-ტოპენი ანუ კარსტენსის მთა. 1965 წელს ინდონეზიის პრეზიდენტის [[აჰმედ სუკარნო]]ს პატივსაცემად უწოდეს სუკარნო. 1969 წლიდან ეწოდება ჯაია, რაც ქართულ თარგმანში დაახლოებით „გამარჯვებას“ ნიშნავს. ზოგჯერ მწვერვალს უწოდებენ აგრეთვე „კარსტენსის პირამიდას“. მწვერვალის სიახლოვეს მდებარეობს მაღალმთიანი კარიერი [[გრასბერგი]], საიდანაც მოიპოივებენ [[ოქრო]]ს, [[ვერცხლი|ვერცხლსა]] და [[სპილენძი|სპილენძს]]. ჯაია შედის [[ლორენცის ეროვნული პარკი]]ს შემადგენლობაში. მწვერვალზე პირველი ასვლა განხორციელდა 1962 წელს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://dic.academic.ru/dic.nsf/enc_geo/6301/%D0%94%D0%B6%D0%B0%D1%8F ჯაია — გეოგრაფიული ენციკლოპედია] {{ru icon}}
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/301898/Jaya-Peak ჯაია — ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
* [http://peakware.com/peaks.html?pk=333 ჯაია — ინფორმაცია] {{en}}
* [http://www.summitpost.org/puncak-jaya-and-surrounding-mountains/580755 ჯაია — ინფორმაცია] {{en}}
 
{{შვიდი მწვერვალი}}
[[კატეგორია:ინდონეზიის მთები]]
{{Link FA|fr}}