თირის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია
ხაზი 1:
[[ფაილი:Tiri Monastery, Georgia 01.jpg|მინიატიურა|თირის მონასტერი]]
'''თირის მონასტერი''', ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი ცხინვალის ჩრდილოეთ-დასავლეთით 8 კმ-ზე, ისტორიულ [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]]. კომპლექსის შენობათაგან ყველაზე ადრინდელია XIII საუკუნის II ნახევრის ღვთისმშობლის ეკლესია. თავდაპირველად გეგმით სწორკუთხა დარბაზული ტიპის ნაგებობა ყოფილა, სწორკუთხედშივე მოქცეული საკურთხეველის [[აფსიდი]]თ, რომელსაც ნავისაგან ეკლესიის თანადროული [[კანკელი]] გამოყოფდა (კანკელმა ჩვენამდე პირველანდელი სახით ვერ მოაღწია, იგი ხელმეორედ უსისტემოდ არის აწყობილი ძველი ფრაგმენტებისაგან), საკურთხეველში შემორჩენილია XIV-XV საუკუნეების მოხატულობის ნაშთი. XV საუკუნის 20-იან წლებში ეკლესიას მიაშენეს კარიბჭე (ახლა დანგრეულია) და ეგეტერი. წარწერის მიხედვით, ჩრდილოეთ მინაშენი XVV საუკუნის 80-იანი წლებისაა, ფასადები მდიდრულად არის გაფორმებული. აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთი ფასადები დაგვირგვინებულია პროფილირებული, თავიდან ბოლომდე მოჩუქურთმებული ლავგარდნით. ასევე უხვად არის მოჩუქურთმებული კარ-სარკმელთა საპირეებიც. ეკლესიისავე თანადროულია სატრაპეზო, "საიკონომოსო" (ნედლეულის საწყობი), კლდეში ნაკვეთი სენაკები, კოშკი და გალავნის ნაწილი. სამრეკლო XIV საუკუნის ბოლო მეოთხედს მიეკუთვნება. 1682 წელს ეკლესიას ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით საძვალე მიაშენეს.