ძირტკბილა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის vls:Kalissie; cosmetic changes
No edit summary
ხაზი 17:
[[ფაილი:Glycyrrhiza glabra MHNT.BOT.2011.3.43.jpg|thumb|''Glycyrrhiza glabra'']]
 
'''ძირტკბილა (Glycyrrhyza glabra)''' — მრავალწლოვანი ბალახოვანი [[მცენარე]] [[პარკოსანთა ოჯახი]]სა, რომლის სამშობლოა სამხრეთი [[ევროპა]] და, ნაწილობრივ, [[აზია]]. აქვს კენტფრთისებრი [[ფოთოლი]], [[ფესურა]], იისფერი [[ყვავილი]], ზომით 0,8 - 1,2 სანტიმეტრი, [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]] — 2-3 სანტიმეტრის სიგრძის პარკი, რომელშიც 1-8 [[თესლი]]ა. იზრდება 1 მეტრამდე სიმაღლისა. გავრცელებულია უმთავრესად [[სტეპი]]ს, [[ნახევრად-უდაბნო]]სა და [[უდაბნო]]ს ზონებში. ძირტკბილას ფესურა და ნაყოფი შეიცავს [[გლიკოზიდები|გლიკოზიდებს]], [[საქაროზა]]ს, ფლავონოიდებს, ეთეროვან ზეთებს, C ვიტამინს, მინერალურ მარილებსა და სხვ. ძირტკბილას მიწისზედა ნაწილებს იყენებენ [[თივა]]დ და სილოსად. 100 [[კილოგრამი]] თივა შეიცავს 41,2 საკვებ ერთეულს, 1,1 კილოგრამ ნედლ პროტეინს. ძირტკბილას უძველესი დროიდან იყენებენ [[მედიცინა]]ში, აგრეთვე [[ლუდის წარმოება]]ში, [[კულინარია]]ში, [[საკონდიტრო საქმე]]ში. ძირტკბილას ძირებს იყენებენ საღებავად. 1 [[ჰექტარი]] ძირტკბილას კარგი [[შალდამი]]დან შეიძლება 10-20 [[ტონა]] მზა [[ნედლეული]]ს მიღება.
 
ძირტკბილას გვარის ლათინური სახელი (Glycyrrhyza) წამოსულია ბერძნულიდან γλυκύρριζα (glukurrhiza), რაც ნიშნავს "ტკბილ ფესვს", სიტყვებიდან γλυκύς (glukus), "ტკბილი" + ῥίζα (rhiza), "ფესვი". ამ სახელწოდებას გვაწვდის დიოსკორიდე<ref>Maud Grieve, Manya Marshall - A modern herbal: the medicinal, culinary, cosmetic and economic properties, cultivation and folk-lore of herbs, grasses, fungi, shrubs, & trees with all their modern scientific uses, Volume 2 Dover Publications, 1982 & Pharmacist's Guide to Medicinal Herbs Arthur M. Presser Smart Publications, 1 Apr 2001 2012-05-19</ref>. ძირტკბილას ფესვის სიტკბო მოდის ნივთიერებისაგან [[გლიცირიზინი]], რომელიც შაქარზე უფრო ტკბილია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძირტკბილა“-დან