სული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის de:Seele; cosmetic changes
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:SoulCarriedtoHeaven.jpg|მინი|250პქ|right|სულის ზეცაში წაღება, [[უილიამ ბუგერო]]]]
'''სული''' ([[ბერძნ.pneuma, [[ლათ.spiritus[[სანსკრიტ. atman [[ ებრ. ruah).
'''სული''' ([[ბერძნ.]] psyche ან აგრეთვე pneuma, [[ლათ.]] anima) ფილოსოფიური ცნება, რომელსაც იყენებდნენ სხეულისაგან განსხვავებული, მაგრამ მასთან დაკავშირებული ობიექტის აღსანიშნავად. სული განიხილებოდა როგორც აქტიური და სიცოცხლის მატარებელი საწყისი.
 
 
'''იხილეთ ფრაგმენტები ღვთისავარ ჩაბრავას ეზოთერული ნაშრომიდან "მსოფლიოს მოძღვრებები":'''
 
აბრაამულ რელიგიებში ზოგან არის '''ტრიქოტომიის''' იდეა ანუ იდეა იმის შესახებ, რომ ადამიანი შედგება სამი ნაწილისაგან: სული, საფშვინველი და სხეული. ზოგან კი არის დიქოტომიის იდეა ანუ ის, რომ ადამიანი შედგება ორი ნაწილისაგან, მხოლოდ საფშვინველისა და სხეულისაგან. აბრაამულ რელიგიებში ცხოველებს არ აქვთ უკვდავი სული, ხოლო მათი საფშვინველი მოკვდავია.
 
„ატმანი
 
მეტაფიზიკა წარმოადგენს იმის განხილვას, რაც გამოცდილების შედეგად მიღებული ფაქტებით ივარაუდევა. ის დაკავებულია არა ცნობიერების ფაქტების დაკვირვებითა და რეგისტრაციით, არამედ იმის გამორკვევას თუ, რას წარმოადგენენ არსებული ფაქტები რეალობის ბუნების თვალსაზრისით. შანკარა არ ანიჭებს მნიშვნელობას, არც ფსიქიკურ არც ბუნებრივ ფაქტებს, მაგრამ უფრო სიღრმისეულ საკითხს სვამს - ამ ფაქტების წინაპირობაზე; ის უდგება ამ პრობლემას როგორც სუბიექტური ასევე ობიექტური მხარეებიდან, რომლებიც საბოლოო ჯამში ერთმანეთთან ახლოს არიან. ვედანტა სუტრას თავისი კომენტარების შესავალში შანკარა სვამს შემდეგ კითხვას: არის თუ არა გამოცდილებაში რაიმე ისეთი, რაც შეიძლება განვიხილოთ როგორც მიზეზობრივი და დასაბამიერი და არის თუ არა აზრი იმისა რომ გამოცდილების ყველა ფაქტორი განვიხილოთ როგორც ამ როლზე პრეტენზიის მქონენი? ჩვენმა გრძნობებს შეუძლიათ რომ მოგვატყუონ, ხოლო მეხსიერება შეიძლება იყოს ილუზია. წარსული და მომავალი შესაძლოა აღმოჩნდნენ აბსტრაქციები. სამყაროს ფორმები შესაძლოა აღმოჩნდნენ წმინდა წყლის ფანტაზიები და მთელი ჩვენი ცხოვრება შესაძლოა წარმოადგენდეს ტრაგიკულ ილუზიას. არაფერი არ გვიშლის ჩვენ ხელს რომ განვიხილოთ სიფხიზლის დროს მიღებული გამოცდილება, სიმზრების სამყაროსთან ანალოგიაში, სადაც ჩვენ აგრეთვე ვართ სასახლეებში, გვაქვს საქმე აჩრდილებთან, ვებრძვით სულებს და გვახსოვს ყველა ჩვენი თავგადასავალი და ისტორია ზღაპრულ ქვეყანაში ყოფნისას თავს გადამხდარი. თუ სიმზრები ესენია ფაქტები, მაშინ ფაქტები სრულებით შეიძლება აღმოჩნდნენ სიმზრებად. თუმცაღა შემეცნების ყველა ობიექტი შესაძლოა იყოს რწმენის საგანი და ამიტომაც ექვემდებარება დაეჭვებას მათ რეალურობაში, თუმც გამოცდილებაში, როგორც ჩანს უნდა არსებობდეს კიდევ რაღაც სხვა ტრანსცენდენტური, მის საზღვრებს გარეთ მყოფი. თუ ვინმე საკუთარ თავში აღმოაჩენს რაღაც ისეთ რაც არ წარმოადგენს გარემომცველი მატერიალური ბუნების პროდუქტს, არამედ მის შემოქმედსა და მაფორმირებელს, თუ თვით შემეცნების შესაძლებლობასა და გრძნობადი სამყაროს შეფასებაში იგულისხმება ის, რაც ვერანაირად ვერ იქნება გამოყვანილი გრძნობადი სამყაროდან, მაშინ ლოგიკა ითხოვს ამ ტრანსცენდენტური, საკუთარ არსებაში ჩაბუდებული სუპრარეალობის აღიარებას. სკეპტიციზმი შეზღუდულია მე-თი რომლითაც ჩვენ უშუალოდ ვიმეცნებთ. თითოეული აცნობიერებს საკუთარი მე-ს არსებობას და არავინ არ ფიქრობს: „მე არ ვარსებობ“. დეკარტის მსგავსად შანკარა პოულობს ჭეშმარიტების საფუძველს მე-ს უშუალო სარწმუნებაში, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ ეჭვებს, რომლებიც ეხებიან სხვა საგნებს. თუ ჩვენი მე-ს არსებობა ცნობილი არ იქნებოდა, მაშინ თითოეული იფიქრებდა: „მე არ ვარსებობ“, რაც სხვათაშორის არასწორია. მე არის ჭეშმარიტებისა და სიცრუის, რეალობისა და ილუზიის, სიკეთისა და ბოროტების ცნებათა სუპრაუნივერსალური წინამორბედი.
 
„შემეცნების ყველა მეთოდი (პრამანა) არსებობენ მხოლოდ საკუთარი მე-ს შეგრძნებასთან დაკავშირებით და რამეთუ ამგვარი შეგრძნება შეადგენენ საკუთარ პირად მტკიცებულებას, მაშინ აღარაა აუცილებლობა საკუთარი მე-ს არსებობის დამტკიცებაში“. „თავად აზროვნების ქონა და მისი ფუნქციები ვარაუდობს გონიერებას, რომელიც ცნობილია როგორც მე, რომელიც განსხვავდება აზროვნების ფუნქციისგან, ის თავად ამტკიცებს თავის არსებობას და ფუნქციებიც მას ემორჩილებიან.
თითოეული ფუნქცია და უნარი, ნივთიერი სხეული და სასიცოცხლო სუნთქვა, გრძნობები და შინაგანი ორგანო, აგრეთვე ემპირიული მე ჩნდება მხოლოდ ატმანთან კავშირის საფუძველზე. ყოველივე ეს მათი მიზნის გარეთ მყოფებს ემსახურება და დამოკიდებულია რაღაც უფრო სიღრმისეული ფუძისაგან სამყაროული არსებობისა. ატმანი შეუძლებელია ეჭვქვეშ იქნეს დაყენებული, „რამეთუ ეს არსებობა არის იმის ბუნება, ვინც მას უარყოფს“. შანკარა ამტკიცებს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მე-ს შემეცნება აზროვნების მეშვეობით, იმდენად რამდენადაც თავად აზრი წარმოადგენს იმ ნაკადის ნაწილს, რომელიც არა-მე-ს სფეროს განეკუთვნება. თუ ჩვენ შევიმეცნებთ მას კრიტიკისა და განმარტებების ჩვენი უნარების დაძინების გზით, ჩვენ აღმოვჩნდებით ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ მოვახერხებთ სასურველ ფორმაში შემეცნებას და ამისდა მიუხედავად ჩვენ არ შეგვიძლია ვიაზროვნოთ მე-ს გარეშე, რამეთუ მის გარდა შეუძლებელია რაიმენაირი სხვა ცნობიერებისა და გამოცდილების არსებობა. თუმცაღა მე თავისუფალია შემეცნებისაგან, მაგრამ არა მთლიანად. მე - ესაა მე-ს გაგების ობიექტი, ამასთან ცნობილია, რომ ის არსებობს როგორც საკუთარი უშუალო წარმოდგენა. ის დაუმტკიცებადია, იმდენად რამდენადაც წარმოადგენს ყოველგვცარი მტკიცებულების ფუძეს და დგინდება ყოველგვარ მტკიცებულებამდე. ლოგიკურად მე - ესაა პოსტულატი. ჩვენ უნდა მივიღოთ ის როგორც თავისთავად ნაგულისხმევი.
 
შანკარა ცდილობს გამოჰყოს ჭეშმარიტი მე ობიექტისაგან ამტკიცებს რა, რომ სუბიექტი და ობიექტი ურთიერთსაწინააღმდეგონი არიან, როგორც სინათლე და წყვდიადი და რომ ამიტომაც სუბიექტი ვერასდროს შეძლებს გახდეს ობიექტი. მეტაფიზიკის თვალსაზრისით „თვითმყოფადობა“ ე.ი. „თვითარსებობა“ საკუთარ თავში მარადისობის, უცვლელობისა და სისავსის იდეას შეიცავს. ჭეშმარიტი რეალობა არის ყოფიერება თავის თავში და საკუთარი თავისათვის, ასე რომ ატმანის ანუ პერმანენტული მე-ს რეალურობის მტკიცება, ნიშნავს მარადიული ბრაჰმანის რეალურობის მტკიცებას, ატმა ჩა ბრაჰმა. ბრაჰმანის რეალურობა მტკიცდება მითითებით იმაზე, რომ ის წარმოადგენს თითოეული მე-ს საფუძველს.
 
თუმცაღა ჩვენ ვიცით, რომ მე არსებობს, მაგრამ ჩვენთვის უცნობია, თუ რას წარმოადგენს ის, - წარმოადგენს თუ არა ის სასრულს ან უსასრულოს, ცოდნას თუ ნეტარებას; ის არსებობ როგორც ერთადერთი მე თუ როგორც ერთერთი მრავალ მსგავს მე-ს შორის, როგორც უბრალო მოწმე ან ის ვინც ცხოვრებით ტკბება ან არც ერთი არც მეორე. რამეთუ არსებობს წინააღმდეგობები მე-ს ბუნების შესახებ, შანკარა ამტკიცებს, რომ მე შეცნობადიცაა და შეუცნობადიც. საჭიროა მე-ს არა მე-სგან განსხვავება, რომელიც საკუთარ თავში შეიცავს არამარტო გარემომცველ სამყაროს, სხეულსა და ორგანოებს, მაგრამ აგრეთვე აზროვნებისა და გრძნობების მთელი მექანიზმი. ჩვენ გონებრივ მდგომარეობებს ჩვეულებრივი გაგებით განვიხილავთ როგორც სუბიექტურ და ფიზიკურ მდგომარეობებს - როგორც ობიექტურებს. თუმცაღა მეტაფიზიკური გაგებით ორივე სფერო, როგორც მოვლენათა, ასევე მატერიალური, აგრეთვე გონებრივი, თანაბრად ობიექტურნი არიან. მატერიალისტები მე-ს აიგივებენ სხეულთან და მის გრძნობებთან. მაგრამ ცნობიერება და მატერია წარმოადგენენ რეალობის სხვადასხვა ფორმებს, რომლებიც ერთმანეთზე ვერანაირად ვერ დაიყვანებიან. ასევე ჩვენ არ შეგვიძლია გავაიგივოთ მე სხეულთან ან გრძნობებთან, რამეთუ მაშინ იქნებოდა იმდენად მრავალი მე, რამდენიც გარეგანი ორგანოები და რეზულტატში ინდივიდის იდენტურობის შეცნობა გადაიქცეოდა მთელ პრობლემად. ამას გარდა, თუ მე-ს შეადგენენ სხვადასხვაგვარი გრძნობები, მაშინ უნდა იყოს ერთდროული გამოყენება მხედველობის, სმენის, გემოს და ა.შ. იოგაჩარების სწავლების თანახმად არის სხვა არაფერი თუ არა არამდგრადი გონებრივი მდგომარეობების მთელი რიგი. მაგრამ ამ თეორიის თანახმად ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ მხედველობაში ფაქტები და შემეცნება.
 
შუნიავადა თვლის რომ მუდმივი მე არ არსებობს და აქვე წინააღმდეგობაში მოდის შანკარას ფილოსოფიის უპირველეს და უმთავრეს პოსტულატთან რომ ატმანის არსებობა უდავოა და უეჭველი. იმ შემთხვევაშიც კი თუ მთელს სამყაროს მარტოოდენ სიცარიელედ (არარაობად) გამოვაცხადებთ, მაშინ ეს სიცარიელე გულისხმობს მის შემცნობს. სიზმრების გარეშე ძილის დროსაც კი არსებობს მე, რამეთუ როდესაც ვინმე ფხიზლდება ძილის შემდეგ, აცნობიერებს რომ მას უშფოთველად ეძინა, სიზმრების გარეშე. ეს მან იცის თავისი მეხსიერებიდან. იმდენად რამდენადაც მეხსიერება შედგება მხოლოდ წარმოდგენებისაგან, ნეტარებისა და არარაობის მდგომარეობები უნდა გაჩნდნენ ძილის დროს. თუ ამტკიცებენ, რომ უშფოთველობისა და შემეცნების არარსებობას ძილის დროს მარტო ასკვნიან მდგომარეობათა გაგებისაგან ძილამდე და მდგომარეობის აღქმაზე ძილის შემდეგ, მაშინ ამგვარ მტკიცებაზეც იქნება პასუხი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ იმაზე რაც არ იყო სახეზე.
 
თუ ამტკიცებენ რომ უარყოფითი გაგება არ შეიძლება აღქმულ იქნეს შესაბამისი ფორმით და რომ ამიტომ შემეცნების და უშფოთველობის არ არსებობის შესახებ შეიძლება განვსაჯოთ მარტოოდენ მენტალური დასკვნის გამოტანის გზით, მაშინ პასუხად ამგვარ მტკიცებაზე მიუთითებენ, რომ შემეცნების არარსებობა და ა.შ. რათა იქნეს გამოტანილი დასკვნის სახით, უნდა იყოს შეცნობადი ესე იგი უშუალოდ უნდა აღიქმებოდეს მისი არყოფნის (არარსებობის) დროს. ასე რომ სიზმრების გარეშე ძილის დროს ჩვენ გვაქვს საქმე შემეცნებისა და შფოთვის შეუძლებლობის უშუალო გაცნობიერებას. ამგვარ მდგომარეობაში ემპირიული გონი პასიურია (ლატენტური) და არსებობს, მყოფობს მარტოოდენ სუფთა ცნობიერება. მე არ უნდა იგივდებოდეს შინაგან გრძნობასთან, რომელსაც თან ახლავს დროში განვითარებადი გუნებაგანწყობილებათა მთელი რიგისგან შემდგარი მარად ცვალებადი დინამიური ცვლილებებით ჩვენი ინტელექტუალური შეხედულებებისა ანუ ემპირიული „მე-სი“. თუმცაღა თვითცნობიერება (ახანკარა) არის აქტივობის წინამორბედი მაგრამ ის არ არის ჭეშმარიტი მე, იმდენად რამდენადაც არ არის შემეცნების წინამორბედი, რადგანაც თავად თვითცნობიერება თავისთავად წარმოადგენს შემეცნების ობიექტს. ცნობიერების ნაკადზე, კონტინიუმზე ან მდგომარეობათა ცვალებადობაზე მე-ს გატოლება, იქნებოდა ცნობიერების დასაბამის მის შემადგენელ ფრაგმენტებში აღრევის მანიშნებელი. მგრძნობელობათა მასა და ცნობიერების ნაკადი მაღლდებიან და ეცემიან, ჩნდებიან და ქრებიან.
 
თუ ყველა ეს გამოცდილების შემცველობის ცვალებადობები უნდა იქნენ დაკავშირებულნი, მაშინ აუცილებელია საყოველთაო სამყაროული ცნობიერების არსებობა, რომელიც მათ ყველას თან ახლავს.
 
„როდესაც ამბობენ: მე ახლა იმეცნებს, რა არსებობს კონკრეტულად აწმყოს დროში, მე-მ იცის თუ რა იყო აქამდე, მე გაიგებს თუ რაიქნება მომავალში, - ეს სიტყვები ნიშნავენ იმას, რომ შეცნობის ობიექტის ცვლილების აღიარების შემთხვევაშიც კი შემცნობი სუბიექტი (ჯნატა) არ იცვლება, რამეთუ ის - ერთი და იგივეა წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც, რამეთუ მისი არსი (სუვსტანცია) მუდამ სახეზეა“.
 
ჩვენ შეგვიძლია შევიცნოთ მოვლენათა მთელი რიგი, როგორც ერთგვარი სერია, თუ მხოლოდ ფაქტები ერთიანდებიან რაღაც არსებულის, თითოეული მათგანისათვის და საკუთარი თავისათვის ერთიანისთვის და ამიტომაც დროისა და სივრცის კონტინიუმის მიღმა მყოფისა. მე არაა ბუნებრივი სამყაროს რაღაცნაირი წარმონაქმნი იმ მარტივი მიზეზისდაგამო რომ ჩვენ მივიღებთ ატმანის შესახებ წარმოდგენას, თუ მოვახდენთ საკუთარი გონის აბსტრაქციას მთელი გარემომცველი ბუნებისაგან, თუ გამოვყოფთ მას სხეულებრივი გარსისაგან , რომელთანაც ის დაკავშირებულია და გავანთავისუფლებთ ყველაფრისაგან რაც მიწიერ გამოცდილებაში გვაქვს მიღებული. ჩვენ ლოგიკურად მომზადებულ გონებებს შესაძლოა მოეჩვენოთ, რომ ჩვენ დავიყვანთ ატმანის ცნებას ცარიელ პოტენციურ აზრამდე, თუ საერთოდ სრულ უსასრულო არარაობად არა. თუმცაღა რაღაც გაგებით უკეთესია ატმანი ასე განვიხილოთ, ვიდრე ისეთი რამ როგორც რაღაც მთლიანი, შემდგარი ფრაგმენტებისაგან, თვისებებით დაჯილდოვებული საგნად ან ატრიბუტებიანი სუნსტანცია. ატმანი არის მხოლოდ არადიფერენცირებული ცნობიერება (ნირვიშეშაჩიტმატრა), რომელიც რჩება ხელშეხებლად მაშინაც კი როდესაც სხეული მტვრად, ფერფლად იქცევა, ხოლო (ფიზიკური, მატერიალური) გონებრივი უნარები ქრებიან.
 
ყოველგვარი ფილოსოფიისათვის რთულ მომენტს წარმოადგენს ის, რომ ჩვენი გრძნობათა ორგანოები და ორგანიზმში ნერვული სისტემის ცხოველმოქმედება, რომლებიც არსებობენ დროსა და სივრცეში, როგორც ჩანს, წარმოშობენ ცნობიერებას. ის რაც არ ფლობს ცნობიერებას, რაღათქმაუნდა არ შეიძლევა იყოს ცნობიერების მიზეზი. ხოლო ცნობიერება ყველა შემთხვევაში უნდა იყოს იმის მიზეზი რაც განძარცვულია ცნობიერებისაგან, გონი და განსჯის უნარი არ ფლობენ (საყოველთაო ზესამყაროული ყოვლისმომცველი ინტრაკოსმიური სუპრაცნობიერი არსის, სუვსტანციის - ატმანბრაჰმანისაგან) დამოუკიდებელი არსებობის უნარს.
 
„მოქმედება ამ ორგანოთა მოითხოვენ უპალაბდხის, რომელიც ატმანს ეკუთვნის... რომლის ბუნაბაც თავად არის მარადიული შემეცნება“.
 
მაგრამ ეს ცნობიერება, რომელიც შეადგენს არაცნობიერის მიზეზს, არის არა სასრული, არამედ, პირველადი სუპრაცნობიერება, რამეთუ ყოველთვის არსებობს იმდენად ბევრი ობიექტი და მოვლენა, რომ მათგან ზოგიერთნი არ არსებობენ ამა თუ იმ სასრულ ცნობიერებაში, მაგრამ მაინც არსებობენ რეალობაში. ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ არსებობს პირველადი ცნობიერება, რომლის ნაწილსაც შეადგენს სასრული ცნობიერება. დასაბამიერი ცნობიერება საფუძველი - ყველა რეალობის საფუძველი - არარანირად უნდა ავურიოთ ადამიანურ ცნობიერებასთან, რომელიც ჩნდება, ალბათ, შედარებით გვიან, სამყაროს ევოლუციის პროცესში. წარმოდგენები ექვემდებარებიან გაჩენასა და გაქრობას, ისინი - არ არიან თვითმნათები და შეცნობადნი არიან მარტო ატმანის შუქზე, რომლის ბუნების არსებობა თვითნათებაა. ატმანი ესაა სუფთა ცნობიერება (ჩაიტანიამ) ანუ უბრალოდ ცნობიერობა [awareness] „უმაღლესი საწყისი, რომელშიც არაა დიფერენციაცია შემცნობზე, შეცნობასა და შესამეცნებელზე, უსასრულოზე და ტრანცენდენტურზე, როგორც აბსოლუტური შემეცნების არსები“.
 
ყველაფერი ეს დამახასიათბელია არაობიექტური ცნობიერების ბუნებისათვის .
 
„ატმანი ყველა მიმართებით არის სხვა არაფერი თუ არა, გონიერება, გონიერება არის მისი უნიკალური ბუნება, იმის მსგავსად როგორც მარილის გემო შეილება განსაზღვრულ იქნეს მისი მწიკვით“.
 
სულს არ შეუძლია არ გააჩნდეს სულიერი ბუნება. საკუთარი ყოფიერების კანონისდა მიხედვით სული მარადის ბრწყინავს. როგორც მზე ანათებს მაშინაც კი, როდესაც გასანათებელი არაფერია, რადგანააც ატმანი ფლობს ცნობიერებას იმ შემთხვევაშიც კი თუ არანაირი ობიექტი არაა. ესაა სუფთა სინათლე, ცხადი გამოსხივება, ესაა არა უბრალოდ საფუძველი ჩვენი შემეცნების უნარისა, არამედ სინათლე მთელი ჩვენი შემცნობლობისა.
 
შანკარა უარყოფს ნიაიას და ვიშიშტადვაიტას შეხედულებას რომლის თანახმადაც მე - ესაა მოაზროვნე გონიერი სუბსტანცია და უდგება ცნობიერებას როგორც სუბსტანცია - ატრიბუტს. გონიერებასა და მე-ს შორის ურთიერთკავშირი უნდა იყოს ურთიერთმიმართება ან იდენტურობა ან განსხვავება ან იდენტურობა განსხვავებაში. თუ გონიერება თავისი ბუნებით უნდა განსხვავდებოდეს მე-სგან, მაშინ მათ შორის არ შეიძლება იყოს სუბსტანციისა და ატრიბუტის ურთიერთმიმართება. ამას გარდა, განსხვავებულ ობიექტებთან მიმართებაში ურთიერთკავშირი შეიძლება იყოს რაიმე გარეგანი კავშირი (სანიოგა), ან შინაგანი (სამავაია). მარადიული კავშირი მყარდება ორ სხეულებრივ საგანს შორის, მაგრამ მე და გონიერება არ წარმოადგენენ ერთი და იგივეს და თუ მე-სა და გონიერებას შორის იქნებოდა რაღაც შინაგანი კავშირი, სამავაია, მაშინ ეს კავშირი თავისთავად უნდა უკავშირდებოდეს ატმანს (მე-ს), ეს მეორე კავშირიც უნდა აგრეთვე დაუკავშირდეს მე-ს და ასე უსასრულობამდე.
 
მაშ ასე, თუ მე და გონიერება განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაშინ შეუძლებელია მათ შორის როგორც სუბსტანციისა და ატრიბუტის ურთიერთკავშირის დამტკიცება. ხოლო თუ ისინი იდენტურნი არიან, მაშინ მტკიცება რომ ერთერთი მათგანი წარმოადგენს მეორის ატრიბუტს, უაზროა. წინააღმდეგობრიბი იქნებოდა, რომ ზოგიერთი საგანი იდენტურია და ამავდროულად განსხვავებულია სხვისგან. ასე და ამგვარად მე უნდა განვიხილოთ როგორც იდენტობა გონიერებასთან.
 
ჩაიტანია ანუ ატმანი, არ უნდა იქნეს აღრეული ლოგიკურ წარმოდგენასთან , რამეთუ ასეთ შემთხვევაში ის შეწყვეტს ყოფნას პირველად რეალობად, რომელიც უნდა იქნეს წარმოდგენილი საკუთარ ტერმინებში და ხდება შედეგი სუბიექტისა და ობიექტისა. თუ შემეცნება მიიღწევა ამ დონეზე, რომელზეც ის ქმნის თავის ობიექტს, მაშინ მაინც ამგვარ შემეცნებაშიც არის ფარული განსხვავება სუბიექტსა და ობიექტს შორის და ეს შეზღუდულობა წარმოადგენს ამგვარს უბრალოდ იმიტომ რომ ის თვით შემეცნების მიერაა დადგენილი. ჭეშმარიტი არსებობა და გონიერება განაპირობებენ ერთმანეთს. ატმანი ვერ იარსებებს გონიერების გარეშე, ხოლო გონიერება არსებობის (ჩაიტანიამ) გარეშე. ყოველივე ეს აგრეთვე განეკუთვნება ნეტარების ნიშანთვისებას. ანანდა არის არის ყოველგვარი ტანჯვისაგან განთავისუფლება. ატმანი არაფერს კარგავს და არაფერს იძენს, აგრეთვე მისთვის არ არსებობს არანაერი წყვდიადი და ქაოსი. შანკარა უარყოფს ატმანში აქტიურობის არსებობას, რამეთუ აქტივობა თავისი ბუნებით მარადიული არაა.
 
„მე-ს არ შეუძლია იყოს რაიმენაერი მოქმედების შემცველი, რადგანაც მოქმედება არ შეიძლება არსებობდეს იმის ცვლილების გარეშე, რაშიც არის“.
 
ყოველგვარი მოქმედება ვარაუდობს თვითშეგრძნებას და იმდენად რამდენადაც ჩვენ ვაცნობიერებთ , რომ ის ვლინდება ძალისხმევის ფორმით და მისი მოტივირება ხდება სურვილით. აქტივობა და ტკბობა დამოკიდებულნი არიან დუალისტურ წარმოდგენებზე, რომლებიც უმაღლეს ჭეშმარიტებას არ წარმოადგენენ. არ არსებობს ისეთი მოქმედება, რომელიც არ შეზღუდავდა ატმანს სხეულით და ა.შ. ხოლო ყოველგვარი შეზღუდვა განძარცვულია რეალურობისაგან. ატმანი თავისთავად როგორც ასეთი თავისუფალია ყოველგვარი ქმედითობისაგან. შანკარა ატმანს მიაწერს ჭეშმარიტობას, რომელიც დამოკიდებულია საკუთარ სიდიადეზე, ყველგანსუფევასა და ნიშანთვისებაზე - იყოს საყოველთაო აბსოლუტური „მე“. ის ატმანს თვლის ერთიანად, საყოველთაოდ და უსასრულოდ იმავე გაგებით რა გაგებითაც, რა გაგებითაც ჰეგელი რომელმაც თავის იდეას უსასრულოს უწოდებდა. ატმანი არსად არაა შეზღუდული თავისი ანტითეზებით, წინააღმდეგობებით ან რაიმე სხვათი, რაც არაა, მაგრამ რომლის მეშვეობითაც დგინდებიან შეზღუდვები. ატმანი მუდამ თავის საკუთარ სფეროში იმყოფება. ცნობიერება უსასრულოა, რამეთუ ბარიერთა არსებობის გაცნობიერება გვაჩვენებს რომ ის შეზღუდვებზე მაღლა დგას. თუ ცნობიერებისათვის რაიმე ბაარიერი იარსებებდა, მაშინ ის სხვა საგნებით შეზღუდული, ვერ იქნებოდა წინაღობათა ცნობიერება (გაცნობიერება). თავისი ბუნებით ცნობიერება და წინაღობა ანტითეზები არიან. წინაღობ არის საგნის ბუნება, მაგრამ ცნობიერება არაა საგანი '''(სარვეპალი რადხაკრიშნანი – "ინდური ფილოსოფია").
'''
 
ანიმისტურ–შამანისტურ მოძღვრების თანახმად არსებობენ ე.წ. სულები, კეთილი სულები და ბოროტო სულები, არსებობს უამრავი სულთა სამყარო, ზოგიერთ ანიმისტურ–შამანისტურ მოძღვრებაში მიღებულია რეინკარნაცია, ზოგში კი არა.
 
კოსმიური ყოფიერება როგორც ასეთი, ყოფიერების მთელი სისავსე, ფლობს ორ განზომილებას: ვირტუალურს ანუ ილუზორულსა და პნევმატიკურს (სპირიტუალურს) ანუ რეალურს, სულიერს. რეალობა ანუ ჭეშმარიტი სინამდვილე, ესაა - პნევმა ანუ ატმანი იგივე ბრაჰმანი. ატმანი არის უზენასი ღვთაებრივი სინათლე და უნივერსალური კოსმიური ღვთაება - მსოფლიო სული. იგი არა მარტო უნივერსალურია, არამედ იმანენტური, ტრანსცენდენტური, ინტრაკოსმიური, ჰარმონიული, არადიფერენცირებული და უსასრულო. ატმანს ანუ პნევმას გააჩნია მენტალური, ინტელიგიბელური და ფსიქიკური მშვინვიერი იპოსტასები ანუ ემანაციები (გამომდინარეობები) და რადიაციები (გამოსხივებები). ქრისტიანულ მოძღვრებაში არის ერთი მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ფილოსოფიურ-მეტაფიზიკური დოქტრინა - ტრიქოტომიის დოქტრინა ანუ ადამიანის არსების სამწევროვნების დოქტრინა, რომლის თანახმადაც ადამიანის არსება შედგება სამი წევრისაგან, სამი ელემენტისაგან, ესენია: სული, საფშვინველი (სამშვინველი) და სხეული. ეს დოქტრინა ჭეშმარიტია, მაგრამ უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ეზოთერიკოსები და მართლმადიდებელი ეგზოთერიკოსები მას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. ეზოთერიკებს გააჩნიათ მართებული აღქმა ამ დოქტრინისა, ხოლო მართლმადიდებელ დოგმატიკოს-ორთოდოქსებს აქვთ ინვერსიული, მცდარი და გამრუდებული აღქმადობა ტრიქოტომიისა.
ეზოთერიკული იდეალისტური ფილოსოფიის შუქზე, ტრიქოტომიის დოქტრინის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანის არსების ანთროპოლოგიური ანატომიის პრინციპი, ტრიქოტომიური კონცეფცია ადამიანური არსების დაყოფისა, ვრცელდება მთელ სამყაროზე, უკლებლივ ყველა კოსმიურ სხეულზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სამყაროში ყოველივე სულიერია და მშვინვიერი, რომ მთელი სამყარო ესაა უზარმაზარი და უსასრულო სულიერი არსება. მარტო ადამიანები როდი არიან სულიერი არსებები. სულიერი და მშვინვიერი საწყისები გააჩნიათ არა მარტო ადამიანებს, არამედ მთელს სამყაროს. კოსმიური სხეულები, ვარსკვლავები ანუ მზეები, უზარმაზარი პლაზმური ცეცხლოვანი სფეროები, პლანეტები - მძიმე ლითონებისგან ფორმირებული მყარი სფეროსებრი სხეულები და მთვარეები - პლანეტათა ბუნებრივი თანამგზავრები, მკვდარი ვარსკვლავები - შავი ხვრელები და გალაქტიკები -- ყველანი ისინი ცოცხალი, მოაზროვნე, ცნობიერი, სულიერი არსებები არიან. ტრიქოტომიის დოქტრინა მათზეც ვრცელდება, ისინიც მსგავსად ადამიანისა შედგებიან სამი წევრისაგან: სულისაგან, საფშვინველისა და სხეულისაგან. სული ესაა უზენაესი აბსოლუტი, თვისებებისა და ატრიბუტების არმქონე არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული, არადისკრეტული, უსასრულო, უსაზღვრო, ყოვლისმომცველი, ყოვლისგამჭოლი, ყველგან, ყველასა და ყველაფერში მყოფი და მსუფევი იდეალური ზეცნობიერი სუპრაკოსმიური ზესული, რომელსაც გააჩნია ორი მხარე, ორი იპოსტასი: მამრობითი (სანსკრიტ. ინდუისტური პურუშა ანუ ბუდისტური ადიბუდა სამანტაბჰადრა.ვალენტინე ალექსანდრიელის მიხედვით ბიტუს ანუ სიღრმე,ბარბელიოტების თანახმად კი უსახელო მარადიული მამა - უზენაესი მარად მამრობითი პირველეონი პირველმამა) და მდედრობითი (სანსკრიტ. ინდუისტური პრაკრიტი ანუ ბუდისტური ადიბუდა სამანტაბჰადრი. ვალენტინე ალექსანდრიელის სწავლებით იგივე სიგი ანუ მდუმარება. ბარბელიოტების მოძღვრებით კი მარადიული ქალწული დედა ეონი - ბარბელო). ამ ორი, მამრობითი და მდედრობითი იპოსტასების ერთობლიობა და ერთსულოვნება არის უზენაესი სუპრაკოსმიური ანდროგენი ზესული, ჰემაფროდიტი სუპრაღვთაება, უთვისებო და უატრიბუტო - ნირგუნა ბრაჰმანი.
ძველი ბერძნები უზენაეს მამრობით სულს უწოდებდნენ - ურანოსს, სამყაროს ზეციურ მამას, ხოლო მდედრობით ზესულს - გეას, დედაბუნებას, ინდოელები მამრობით ზესულს უწოდებენ - პურუშას, სულიერ ცნობიერებას, ხოლო მდედრობითს - პრაკრიტის, ზესულიერ არაცნობიერ ძალას, დედაბუნებას, ყოფიერების ელემენტების დედამატრიცას, ვალენტინიანელი გნოსტიკოსები მამრობით ზესულს მოიხსენიებდნენ სიღრმის ე.ი. ბიტუსის სახელით, ხოლო მდედრობითს - მდუმარების ე.ი. სიგის სახელით, მამრობითი ზესული ბარბელიოტი გნოსტიკოსებისათვის იყო - უსახელო მარადიული პირველმამა, ხოლო მდედრობითი - მარადიული ქალწული სული (ეონი) - ბარბელო, მაჰაიანურ ბუდიზმში და ტანტრისტულ ბუდიზმში ზესულიერი აბსოლუტი აგრეთვე ორმაგია, ბინარული, ისინიც ბინარულად ხედავდნენ და ხედავენ ზესულიერ აბსოლუტს, მამრობით იპოსტასს ზესულისა ბუდისტები უწოდებენ - ადიბუდა სამანტაბჰადრას, ხოლო მდედრობით იპოსტასს - ადიბუდა სამანტაბჰადრის, არც კაბალისტური მოძღვრებისათვის ყოფილა უცხო სამყაროს მამისა და სამყაროს დედის კონცეფცია, ანდროგენული ჰერმაროდიტი აბსოლუტის კონცეფცია, კაბალისტურ სწავლებაში მამაკაცური სქესის ზესულს ეწოდება - ეინ სოფი, რაც ნიშნავს უსასრულო არარაობას ანუ არაფერს, ხოლო დედაკაცურ ზესულს ეწოდება - შეხინა ანუ შხინა (შეკინა, შკინა), რაც ნიშნავს გასხივოსნებას, განათლებას, მარადიული ყოფიერებას, სუფევას. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოება არის სახელი ჰერმაფროდიტი, იგი იშიფრება შემდეგნაირად - ჰერმესი - სიბრძნე და აფროდიტა - სიყვარული, ჰერმესი განასახიერებს მამრობით საწყისს, ხოლო აფროდიტა მდედრობით საწყისს, ამ ორის ერთობლიობა არის ანდროგენი ანუ ჰერმ-აფროდიტი, ბინარული ორსქესიანი სულიერი ღვთაება. უზენაესი ზესულიერი იდეალური სუპრაკოსმიური ანდროგენული ჰერმაფროდიტი ღვთაება (პირველეონი) საკუთარ თავში მოიცავს მშვინვიერი ღვთაებრივი იპოსტასების უსასრულო მირიადებს. საფშვინველი, ტრიქოტომიის მეორე წევრი იყოფა სამად, რამეთუ არსებობს სამი სახის საფშვინველი - 1)სულიერი საფშვინველი ანუ სულიერი ინტელექტი, ღვთაებრივი საფშვინველი - ბუდჰი, სულის სინათლით გაბრწყინებული შეურყვნელი ზემშვინვიერი ინტელიგიბელური საწყისი, 2) მენტალური საფშვინველი ანუ ადამიანური საფშვინველი, დიალექტიკური გონება - მანასი (მოაზროვნე გონი) ანუ კშეტრაჯნა (ველისმცოდნე) და 3) ფსიქიკური საფშვინველი ანუ ვიტალური საფშვინველი, ცხოველური საფშვინველი - ნეფეშ ანუ ფსიხეია, იგივე კამარუპა, ტრიქოტომიის მესამე წევრიც, სხეული, იყოფა სამ ნაწილად, ესენია: 1) სულიერი სხეული ანუ კაუზიური სხეული, 2) მშვინვიერი სხეული ანუ ასტრალური სხეული და 3) ხორციელი სხეული ანუ ფიზიკური სხეული, კაუზიური სხეული განეკუთვნება არუპალოკას განზომილებათა სისტემას, კაუზიურ რეალობას, ასტრალური სხეული რუპალოკას განზომილებათა სისტემას, ასტრალურ რეალობას, ხოლო ფიზიკური სხეული მიეკუთვნება კამალოკას განზომილებათა სისტემის უმდაბლეს რეალობას, ფიზიკურ მაკროკოსმოსს - ბჰურლოკას. სულიერი რეალობა ერთია და ერთადერთი, უზენაესი და უმაღლესი, შემდგარი ორი იპოსტასისაგან, მამრობითისაგან და მდედრობითისაგან, მშვინვიერი რეალობა სამია ე.ი. სამსახოვანია, სამსახოვანია აგრეთვე მატერიალურიც. არის კაუზიური რეალობა, არის ასტრალური და არის ფიზიკური. სამივე რეალობა არის უზენაესი აბსოლუტის მდედრობითი იპოსტასის - პრაკრიტის ილუზორული მოდიფიკაცია, შექმნილი პროექციის ძალის ვიკშიპა შაკტის, უმეცრების ძალის - ავარანა შაკტის, აზრის ძალის - კრიაშაკტის, ნების ძალის - იჩხაშაკტის და ცოდნის ძალის - ჯნანაშაკტის მეოხებით, სამივე რეალობა წარმოადგენს დადებითი და უარყოფითი, პოზიტიური და ნეგატიური, ღვთაებრივი და დემონური ძალების სინერგიულ წარმონაქმნს.მატერიალური ბუნების გამოვლინების პირველი პლანი - კაუზიური პლანი, ესაა არადიფერენცირებულობის პლანი, სადაც მატერია არაა დიფერენცირებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ იგი რეალურია, მეორე პლანი - ასტრალური არის სუსტად დიფერენცირებული, ხოლო მესამე - ფიზიკური ძლიერ, მკვეთრად დიფერენცირებული. მატერია და ენერგია, დრო და სივრცე უსასრულოდ დაყოფადები არიან და ამიტომაც არ არიან რეალურები, მატერიალური ბუნება მთლიანობაში რეალური იმიტომ არ არის რომ ის მარადიული არ არის, მარადიული იმ გაგებით რომ ის უცვლელი და არაცვალებადი, სტატიკური და სტაციონარული არ არის, არამედ პირიქით, დინამიკური და კინეტიკური, მატერიალური კოსმოსი მუდმივ გარდასახვებშია, მუდმივ ტრანსფორმაციებსა და ცვლილებებში, მატერიალურ კოსმოსში არაფერი არაა მუდმივი და უცვლელი, არაფერი არ ნარჩუნდება მუდმივად, ყველაფერი სულ იცვლება და რაღაც სხვად გარდაისახება, აქედან გამომდინარეობს დასკვნა - მატერიალური ბუნება არათუ წააგავს, არამედ არის კიდეც სხვა არაფერი თუ არა სიზმარი გონებისა და ინტელექტის წიაღში (სვაპნამაია). ჭეშმარიტი რეალობა და სინამდვილე არის ის რაც არ განიცდის მუდმივ გარდასახვებს და ტრანსფორმაციებს, ის რასაც მუდამ ერთი სრულყოფილი და სრულფასოვანი „სახე“ აქვს ე.ი. ის რაც მუდმივად ჰომოგენური უსხეულო არსია, ასეთი კი არის მარტო უზენაესი სული, რომელსაც ყავს იპოსტასების მთელი მირიადები. სამი საფშვინველიდან რეალური და იდეალური არის მხოლოდ სულიერი საფშვინველი და მენტალური საფშვინველი, ფსიქიკური (ვიტალური) საფშვინველი ილუზორული, წარმოსახვითი და დეფექტურია, დიფერენცირებული და ქმნად-დაყოფადი, ის არასტაბილური და არასტაციონარულია, ის არამდგრადია, ეს იმიტომ რომ მარტივად რომ ვთქვათ იგი წარმოადგენს ფსიქიკური ვნებისმიერი იმპულსების, ხორციელი გულისთქმების ფანტომების კომბინაციას და მეტს არაფერს, მაშინ როცა გონება - მანასი (მენტალური საფშვინველი) და ინტელექტი - ბუდჰი (სულიერი საფშვინველი) იდეალური ნათელი ღვთიური სუბსტანციები არიან, მენტალური საფშვინველი და სულიერი საფშვინველი ზესულიერი აბსოლუტის იდეალური რეალური იპოსტასებია, ფსიქიკური საფშვინველი კი მხოლოდ და მხოლოდ დროებითი ილუზორული სამოსელია სულიერი ტრიადისა - სული, ინტელექტი, გონება.
მთელი მატერიალური ბუნება არის ილუზორული მატრიცა, წარმოსახვითი ილუზია, ილუზორული ძილბურანი, წარმოსახვის ძალით გენერირებული სიზმარი.
„ატმანი არის უზნაესი სინათლე, ხოლო მაია - დიადი წყვდიადი“ წერია პაშუპატა ბრაჰმა უპანიშადაში, ინდუისტურ წმინდა ტრაქტატში, ხოლო იოანეს სახარების პირველი თავის მეხუთე სტროფში წერია „ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“, იოანე მოციქულის პირველი ეპისტოლეს პირველი თავის მეხუთე სტროფში წერია „ღმერთი არის სინათლე და არავითარი სიბნელე არ არის მასში“, რას ნიშნავს ეს“? იმას, რომ სინათლე ესაა სულიერი ღვთაება, აბსოლუტი თავისი იპოსტასებით, ხოლო სიბნელე არის ილუზია ატმანის იპოსტასების წარმოსახვაში გაჩენილი. ჭეშმარიტი რეალობა არის მხოლოდ ღმერთი, სხვა არაფერი, ესე იგი არ არსებობს არაფერი ღმერთის გარდა. არის სამყაროული ღვთაების ორი მხარე, ორი პლანი - სუბიექტური და ობიექტური, გამოუვლენელი და გამოვლენილი, გამოვლენილი ღვთაება არის - ნირგუნა ბრაჰმანი, ხოლო გამოვლენილი ღვთაება - სარგუნა ბრაჰმანი, სარგუნა ბრაჰმანი ეს არის ღვთაებრივი იპოსტასების უსასრულო მირიადების უსასრულო ერთობლიობა, განსხვავებით მართლმადიდებელთაგან, რომლებიც ამტკიცებენ რომ ღმერთი შედგება მხოლოდ სამი იპოსტასისაგან, ეზოთერიკული სწავლებით ღმერთი, გამოვლენილი ღვთაება არის ცოცხალი იპოსტასების უსასრულო მირიადების უსასრულო ერთობლიობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ გამოვლენილ ღმერთში (უფალში) იპოსტასების რაოდენობა უსასრულოა, შეუზღუდავი. თითოეული კოსმიური სხეული, თითოეული ადამიანი, თითოეული ცოცხალი არსება, თითოეული ატომი თუ სუბატომი ესაა ცოცხალი მოაზროვნე სულიერი არსება-იპოსტასი. სამყაროში ყველაფერი სულიერია, ყოველივე. ღვთაებრივი ბუნება არის ყველაფერში, ისაა აბსოლუტური რეალობა, თითოეულ ცოცხალ არსებაში არის ღვთიური ძალის პოტენციალი.
 
თითოეული ცოცხალი ადამიანი ესაა კეთილი და ბოროტი, ღვთაებრივი და დემონური ალტერ-ეგოების უსასრულო მირიადების ერთობლიობა. კეთილი და ბოროტი ალტერ-ეგოები მუდამ ერთმანეთს ებრძვიან და იწვევენ ფსიქომენტალურ ძვრებს. ზოგჯერ კეთილი ალტერ-ეგოებიც ებრძვიან ერთმანეთს, ოღონდაც არ სძულთ ერთმანეთი და ებრძვიან არა იმიტომ რომ ერთნი სიკეთისა და სინათლის არსს წარმოადგენენ, ხოლო მეორენი წყვდიადისა და ბოროტების არსს, არამედ უბრალოდ მთლიან სხეულზე თუნდაც დროებითი დომინირებისათვის. დომონირება კი შესაძლოა ნებისმიერ მათგანს თავისი კონკრეტული მისიის აღსასრულებლად სურდეს. თითოეული ალტერ-ეგო ფლობს ფშვინიერ ძალთა მთელს თაიგულს. თითოეულ ალტერ-ეგოს უამრავი და მძლავრი ფშვინიერი ენერგიები (კვანტური ძალები) გააჩნია. თითოეული ენერგია ესაა ცოცხალი არსება, ცოცხალი არსებების, მენტალური ფშვინიერი სუბსტანციების უსასრულო მირიადების უსასრულო ერთობლიობა. თითოეული ენერგია ესაა კვანტური ნაწილაკების - შეკრული მარყუჟების უსასრულო მირიადების უსასრულო ერთობლიობა და მათი კოლექტიური ცნობიერება. ენერგიის ნაწილაკების უსასრულო მირიადების ნაკადის მსგავსად არსებობს იდეების ანუ ეიდოსების უსასრულო მირიადების კოსმიური ნაკადი და არსებობს ერთი უმაღლესი პირველიდეა, ზესული, ზესუბსტანცია - ალაია-ვიჯნანა ანუ ეინ სოფი, დასაბამი ფშვინიერი ეიდოსებისა.
 
თითოეულ ობიექტს რომელიც კი არსებობს მატერიალურ ბუნებაში წარმოადგენს მიღმიერი სულიერ-ფშვინიერი იდეის ანუ ეიდოსის ინვერსიულ ანარეკლს, სინამდვილეში მთელი ფიზიკური სამყარო ესაა იდეების ერთობლიობა, როლებიც ვლინდებიან ილუზორული მოდიფიკაციების სახით, თითოეული იდეა ანუ ეიდოსი ესაა მანას-ბუდჰი ანუ კაუზალური მე, მატერიალური რეალობის თითოეულ მოლეკულას, ატომს და სუბატომს გააჩნია საკუთარი საფშვინველი, საკუთარი გონება და ინტელექტი, თითოეული ნაწილაკი მატერიალური სუბსტანციისა დაჯილდოვებულია პერსონალური ინდივიდუალური ფშვინიერი მე-თი, მატერიის დაყოფა უსასრულოდ შეიძლება, ნებისმიერი მატერიალური ობიექტის დაშლა შეიძლება კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებად და ასე უსასრულოდ, ასე და ამგვარად გამოდის რომ თითოეულ ადამიანს ისევე როგორც ყველა ცოცხალ არსებას, ინდივიდს გააჩნია ინდივიდუალური ღვთაებრივი ფშვინიერი მე-ების უსასრულო მირიადები, უსასრულო რაოდენობა თვითშემცნობი, თვითცნობიერი, გონიერი და ინტელექტუალური მე-ებისა, ოკულტური მოძღვრების თანახმად მატერიის თითოეული ნაწილაკი ესაა ფშვინიერი მე-ს, ეიდოსის მატერიალიზაცია და გამოვლინება, მატერიის თითოეული ნაწილაკი (ამშა) ანუ ფრაგმენტი ესაა მატერიალური ფორმა ინდივიდუალურ საფშვინველთა, საფშვინველი ატომარულია ბუნებით, ატომარული და ამორფული, გააჩნია საკუთარი ნათება და შეუძლია დროისა და სივრცის დეფორმაცია, საფშვინველი იკავებს დროსირვცის - კონტინუუმის გარკვეულ მონაკვეთს, რადგანაც მარადიული კი არის, მაგრამ არა აბსოლუტური და უსასრულო, უფორმო და უსაზღვრო, როგორც სული - ატმანი.
ატმანი ერთია, მაგრამ საფშვინველები - ანიმები იმდენი არიან რამდენიც მატერიის ნაწილაკები, ისინი ერთგვარ ეიდოსურ მოდუსებს წარმოადგენენ.
თითოეულ საფშვიველს გააჩნია ორი იპოსტასი, ქალური და მამაკაცური.
ცნობიერება ისეთი რამაა რაც არსებობს მატერიალურ ობიექტთან სინერგიის გარეშეც.
ჭეშმარიტება მუდამ ერთია, ხოლო მასთან მისასვლელი გზები მრავალი, თეოსოფია ანუ ბრაჰმავიდია, გუპტავიდია ანუ ოკულტიზმი და ადვაიტა ვედანტა, აგრეთვე შუნიავადა ბუდიზმი, ვიჯნანავადა ბუდიზმი, ვაჯრაიანა ბუდიზმი, მანტრაიანა ბუდიზმი, შუდხაადვაიტა ვედანტა და ქრისტიციზმი ეს ის სწავლებებია, რომლებიც ყველაზე ახლოს მივიდნენ ჭეშმარიტებასთან, თუმცაღა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ სხვა სწავლებებში არ არის ჭეშმარიტების თუნდაც ერთი მარცვალიც კი, არა, მაგრამ ზოგი მოძღვრება შედარებით უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, ზოგიერთი კი შედარებით უფრო შორს, ამისდა მიუხედავად ჭეშმარიტება - ალატეია, მუდამ ერთიანი და ერთადერთი რჩება.
საფშვინველი სინამდვილეში არ იყოფა უსასრულოდ და საერთოდაც არ იყოფა, უბრალოდ ერთი საფშვინველის წიაღში არსებობენ სხვა საფშვინველები, მაგ. ერთი მენტალური საფშვინველის წიაღში არსებობენ შინაგან სიღრმულ საფშვინველთა უსასრულო მირიადები.
თითოეულ კოსმიურ სხეულს გააჩნია საკუთარი ცოცხალი მენტალური საფშვინველი, რომლის წიაღშიც არსებობენ სიღრმული ინტრა-საფშვინველების მთელი მირიადები, რომელთა წიაღშიც აგრეთვე უფრო მომცრო სიღრმული საფშვინველებია და ასე უსასრულოდ.
ყველა საფშვინველი, ესაა უმაღლესი სულის ღვთაებრივი გამოვლინება, სამყაროული ყოფიერების საფეხურების გამოვლინების სქემა ამგვარია: თავდაპირველად არ არსებობს არაფერი გარდა არაფრისა და არა-რაობისა, რომელიც აგრეთვე არის ყველაფერი და სუპერ-რაობა, ის არც არსებობს და არც არ არსებობს, არც ერთი და არც მეორე, არც მარტო პირველი, არც მარტო მეორე და არც ორივე ერთად, აგრეთვე არც არ არსებობს და არც არ არ არსებობს, მარტო პირველი, მარტო მეორე ან ორივე ერთად, ის უფორმოა, უსახელო, უსახო და იმპერსონალური, ჰიპერუნივერსალური, დრო დროის გარეშე, დრო დროის მიღმა, მარადისობა სადაც არ არის დროის მდინარება,ისაა უზენააესი სულიერი ცნობიერება და მამრობითი საწყისი, მას ყავს მეუღლე და მეწყვილე; ქალური იპოსტასი რომელიც მისგან განუყოფელია, ესაა უზენაესი, არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული და არადისკრეტული, არამატერიალური, უსახო და იმპერსონალური პირველძალი, პირველენერგია, თუ მამრობითი იპოსტასი ესაა ზე-ცნობიერება, მაშინ ქალური (ზე შაკტი) ესაა არაცნობიერი არამატერიალური მეტაფიზიკური ჰიპერ-ენერგია. უმაღლესი ორსქესიანი ყოფიერება, საკუთარ თავში შეიცავს ორ ლატენტურ, ფარულ, გონიერ და მოაზროვნე ინტრა-სუბსტანციას; უნივერსალურ კოსმიურ სულიერ საფშვინველს და უნივერსალურ კოსმიურ მენტალურ საფშვინველს, როგორც პირველს, ასევე მეორეს გააჩნია ორი ასპექტი, ზედა და ქვედა, ზედა ასპექტი არის აბსოლუტურად არადიფერენცირებული და ერთიანი, ხოლო ქვედა ასპექტი დიფერენცირებული მაგრამ კოლექტიური, კოალიციური, სხვაგვარად რომ ვთქვათ მაკროკოსმიური და მიკროკოსმიური, პირველძალის როგორც ენერგეტიკული მატრიცის წიაღში არსებობს ციკლური გამოვლინების ანუ ილუზორული შემოქმედების მარადიული და უქმნელი, უშობელი ჰიპერპროგრამა, რომელიც დაკავშირებულია ცნობიერებასთან, მამრობით საწყისთან, მამრობითი საწყისი და მდედრობითი საწყისი „ერთდებიან“ ანუ ერთმანეთს „ეხებიან“ და მათ შორის იწყება რექცია, ენერგეტიკული და სუპრამენტალური ჰიპერრეაქცია, შედეგად აბსოლუტურად გამოუვლენელი და უსახო ყოფიერებიდან, ვლინდება ჯერ უნივერსალური კოსმიური სულიერი საფშვინველი - სამუდრაარნავა (ორივე ასპექტითურთ), მერე კი უნივერსალური კოსმიური მენტალური საფშვინველი, ეს ორი კოსმიური პრინციპი, უნივერსალური სულიერი საფშვინველი და უნივერსალური მენტალური საფშვინველი, მათი ზედა და ქვედა ასპექტები ანუ ერთიანი სუბსტანცია და მისი ემანაციები, ინდივიდუალური ღვთაებრივი და მოაზროვნე გონიერი საფშვინველები, ანიმები ანუ მონადები ახდენენ სულიერი სამყაროების ფორმირებას ილუზორული შემოქმედებითი ენერგიების, უმაღლესი პირველძალის მოდიფიკაციების მეოხებით. თანდათან აბსოლუტური სიკეთის სულიერი სინათლის პირველწყაროსაგან ანიმები, მონადები ანუ ეონები უფრო და უფრო შორს მიდიან, თანდათან მათში ვითარდება მენტალური დეფორმაციები, რაც ბადებს აზრს აბსოლუტისაგან დამოუკიდებელი არსებობით ტკბობის შესახებ, მაგრამ ამას თავისი ფასი აქვს, ეონებს თანდათან აკლდებათ ძალები, მათი სულიერი სინათლე და ძალა, პირველწყაროსაგან განშორების ე.ი. უფრო და უფრო დაბალ განზომილებებში ჩაშვების პარალელურად უფრო და უფრო კლებულობს, საბოლოოდ პირველწყაროსაგან, აბსოლუტური სინათლის ორმაგი პირველეონისაგან ძალიან დაშორებული ეონების საფშვინველთა წიაღში ხდება სიკეთისა და სინათლუს ინვერსია და სიკეთე და სინათლე გარდაისახებიან ბოროტებად და წყვდიადად, არასუბსტანციურ ილუზიად, ისინი ხდებიან ბოროტები და იმტერებიან უმაღლეს კეთილ ეონებს, ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, შექმნან საკუთარი სამყარო, რასაც საბოლოოდ აკეთებენ კიდეც, ისინი ქმნიან უმდაბლეს, ყოველგვარ სინათლესა და სიკეთეს, ჰარმონიასა და სიმშვიდეს მოკლებულ სამყაროებს (ჯოჯოხეთსა და ადამიანთა სამყაროს), ატყვევებენ ზეციურ ეონთაგან, კეთილ ეონთაგან ყველაზე სუსტებს და ამწყვდევენ უმდაბლეს მატერიალურ სხეულებში, ამასთან უშლიან მეხსიერებას და აიძულებენ სხეულიდან სხეულში გადასვლას ანუ გადანაცვლებას მილიონობით და მილიარდობით წლის განმავლობაში, ამისათვის ისინი იყენებენ ანანკეს ანუ კარმის უნივერსალურ კანონს, რომლის თანახმადაც დაცემა აუცილებელია და საჭირო, რათა ეონმა გამოცადოს რა არის აბსოლუტისაგან განყენებული და განცალკევებული მდგომარეობა, რა არის ტანჯვა და ბოროტება, გააცნობიეროს მისი სიცრუე და ილუზორულობა, სძლიოს მას, დათრგუნოს მატერია, მიიღოს უფრო მეტი ენერგია, გამოანთავისუფლოს შინაგანი ენერგიები და შეუერთოს ინდივიდუალური საფშვინველი მსოფლიო საფშვინველს, ხოლო მსოფლიო საფშვინველი უმაღლეს სულს.
ინდივიდუალური ეიდოსები, ჯივები და იშვარები, არიან პასიური აბსოლუტის, მარადიული ბინარული ბიპოლარული ანდროგენული მამრობით-მდედრობითი ზესულის - პარამაშივა-სარვაშაკტის ანუ პურუშა-პრაკრიტის ნაწილობრივი, ფრაგმენტული ფორმები და ფრაგმენტული ღვთაებრივი მანიფესტაციები.
 
თავდაპირველ კოსმიურ სულს გააჩნია ორი იპოსტასი, მამრობითი და მდედრობითი. ამ ორი იპოსტასიდან თითოეული ვლინდება თავდაპირველად, როგორც სამი ღვთაება, შემდეგ კი იპოსტასების უსასრულო მირიადების სახით. პარაბრაჰმანისა და პარაპრაკრიტის წიაღიდან გამოვლენილი ექვსი მანიფესტაცია, ექვსი იპოსტასი, სამი მამრობითი და სამი მდედრობითი, ესენია პირველდაწყებითი ბინარული (ორმაგი) სამება.
 
რეალურად არსებობს ოთხი რეალური და ჭეშმარიტი სუბსტანცია:არაცნობიერი პირველენერგია (პარამაშაკტი) ცნობიერი სული (პარამატმანი), ინტელექტი (ბუდჰი) და გონება (მანასი), ესაა ღვთაებრივი ოთხეული, სხვა ყველაფერი ილუზიაა.
 
 
 
 
 
 
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სული“-დან