ნიკოლოზ აზაროვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 120:
2009 წლის 9 ივნისი — რეგიონების პარტიის პოლტსაბჭომ აზაროვი დანიშნა ვიქტორ იანუკოვიჩის საარჩევნო შტაბის უფროსად.
 
მიკოლა აზაროვი არის იანუკოვიჩის მთავრობის ეკონომიკური გეგმის მთავარი ავტორი. 2006 წლის დეკემბერში, უმაღლეს რადაში გამოსვლისას აზაროვმა განაცხადა, რომ ის არის უკრაინის დამოუკიდებლობის პერიოდის 14 ბიუჯეტის ავტორი.
 
აზაოროვი მხარს უჭერს ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექნას რუსეთთან, ყაზახეთთან და ბელორუსის რესპუბლიკასთან ერთად.
 
2010 წლის 24 აპრილი — რეგიონების პარტიის ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ.
 
=== პრემიერ-მინისტრობა ===
2010წლის მარტში რეგიონების პარტიამ უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიკოლა აზაროვის კანდიდატურა წარადგინა; 11 მარტს უკრაინის რადამ 245 ხმით დაამტკიცა მისი კანდიდატურა.
 
2010 წლის 25 მარტს რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, აზაროვმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყება.
 
2010 წლის 28 აპრილს აზაროვმა განაცხადა, რომ იულია ტიმოშენკოს ქმედებებმა უკრაინას 100 მლრდ. გრივნის ოდენობით ზარალი მოუტანა. მან გამოვიდა მოწოდებით დაიწყოს ტიმოშენკოს და მისი მთავრობის წევრების საქმიანობის გამოძიება.
 
2012 წლის 3 დეკემბერს ახალი პარლამენტის არჩევასთან ერთად აზაროვის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.
 
2012 წლის 9 დეკემბერს ახლადარჩეულ უკრაინის რადაში პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა, კვლავ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიკოლა აზაროვი წარადგინა. 13 დეკემბერს უმაღლესმა რადამ განიხილა და პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა მისი კანდიდატურა.
 
=== ევრომაიდანი ===
2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა, მიკოლა აზაროვის ხელმძღვანელობით, გამოსცა დადგენილება უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შეჩერების შესახებ, რამაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო მიტინგი, [[ევრომაიდანი]] გამოიწვია.<ref>უკრაინამ მთავრობის დადგენილებით ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.http://www.newposts.ge/?l=G&id=23975 </ref>
 
2014 წლის 22 იანვარს აზარვმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა და მათი პასუხისმგებლობა მოითხოვა.
 
2014 წლის 28 იანვარს გადადგა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, რაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური კომპრომისისთვის დამატებით ბერკეტად დაასახელა.
 
== გადადგომის შემდეგ ==
გადადომიდან რამდენიმე საათში მიკოლაი აზაროვმა კერძო თვითმფრინავით ვენაში გაემგზავრა. ვენის ერთ-ერთ ელიტურ უბანში, აზაროვის შვილზე, ალექსეი აზაროვზე გაფორმებულია ბინა. ამ ბინაში ცხოვრობს მიკოლა აზაროვის ოჯახი.
 
ავსტრიული გაზეთის „Kronen-Zeitung“-ის ინფორმაციით, მიკოლა აზაროვი ავსტრიაში დიდი ხნით აპირებს დარჩენას.
 
== მეცნიერული საქმიანობა ==
[[გეოლოგია]]-[[მინერალოგია|მინერალოგიის]] მეცნიერებათა დოქტორი (1986), [[დონეცკი|დონეცკის]] ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის [[პროფესორი]] (1991), მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (2009), უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის [[წევრ-კორესპონდენტი]] (1997)
 
უკრაინის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერების და ტექნიკის დარგში (2004).
 
მიკოლა აზაროვი არის 112-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.
 
== კრიტიკა ==
მიკოლა აზაროვის რუსული წარმომავლობა ხშირად უკრაინელი ნაციონალისტების კრიტიკის მიზეზი ხდება, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ აზაროვი ცუდათ ფლობს [[უკრაინული ენა|უკრაინულ ენას]].
 
ხშირად კრიტიკის ობიექტი აზაროვი პოლიტიკური მოღვაწეობა ხდება, განსაკუთრებით მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი.
 
== ოჯახი ==
* ვაჟი, '''ალექსეი აზაროვი''' (დ. 13.07.1971) არის პროფესიით ინჟინერი, ამჟამად ბიზნესმენი უკრაინასა და ავსტრიაში. 2002—2003 წლებში იყო პრემიერ-მინისტრ იანუკოვიჩის მრჩეველი. დააფუძნა და 2012 წლამდე იყო ავსტრიული კომპანია „Sustainable Ukraine gemeinnützige Forschung GmbH“-ის ოფიციალური მმართველი.
* რძალი, '''ლილია აზაროვა''', (ქალიშვილობისას ფახტულინა, დ. 1976 წ.), ავსტრიელი მეწარმე და გამომცემელი. მის მფლობელობაშია ჟურნალ „Vienna Deluxe Magazine“-ის 50% წილი და სამხატვრო გალერეა ვენაში.
** შვილიშვილები: დარი (დ. 2002 წ.), ალიონა (დ. 2007 წ.), მიკოლა (დ. 2010 წ.)
* დედა, '''ეკატერინა კვასნიკოვა''' 2010 წლამდე ცხოვრობდა კალუგაში.
== სქოლიო ==
<references/>