ჯაინიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Robot: en:Jainism is a good article)
 
ჯაინიზმის კიდევ ერთ განმასხვავებელ ასპექტად ითვლება [[ანეკანტავადა]] — სწავლება ობიექტთა და ფენომენთა სხვადასხვა სუბიექტთა მიერ განსხავებული ხედვის არსებობის შესახებ.
 
ჯაინიზმის თანახმად სამყარო შედგება ექვსი სუბსტანციისაგან, ესენია: ჯივა დრავია – სული, დჰარმასტიკაია – მოძრაობის გამტარი, ადჰარმასტიკაია – უძრაობის გამტარი, კალა – დრო, აკაშა – სივრცე და აჯივა ანუ პუდგალა – მატერია, ეს სუბსტანციები მარადიულები, უსაწყისოები და უსასრულოები არიან, მათ არ გააჩნიათ არც დასაბამი და არც დასასრული.
არსებობს მრავალი ტატვა, პირველი ექვსი ტატვა ესენია: ჯივა – სული, აჯივა – მატერია, ასრავა – ნაკადი, ბანდჰა – შებოჭვა, სამვარა – შეჩერება, ნირჯარა – ჩამოცილება და მუქტი – განთავისუფლება.
მართალი რწმენა – სამიაგ დარშანა, მართალი ცოდნა – სამიაგ ჯნანა და მართალი საქციელი – სამიაგ ჩარიტრა ერთად შეადგენენ გზას სულიერი ხსნისაკენ. მართალი რწმენა არის ორნაირი: ბუნებითი და შეძენილი.
ჯაინიზმის თანახმად არსებობს სამოთხისა და ჯოჯოხეთის ურიცხვი სამყარო.
ჯაინიზმის მიხედვით არსებობენ ოთხი სახის ღმერთები: ბჰავანავასა – სრასასახლეებში მცხოვრები ღმერთები, ვიანტარა – შუასამყაროს ღმერთები, ჯიოტიშკა – კოსმიურ სხეულთა, მზეების, პლანეტებისა და მთვარეების ღმერთები და ვიმანიკა – კოსმიურ ხომალდებში მცხოვრები ღმერთები.
ჯაინიზმის თანახმად ადამიანის ჯივა დრავიას ანუ სულს, რომელიც დასაზღვრულია სივრცესა და დროში, აქვს პულსირების, შეკუმშვისა და გაფართოების უნარი, სული ხან იკუმშება და ხანაც ფართოვდება, ამასთან ის სივრცე რომელსაც იკავებს სული, სულთან ერთად იკუმშება და ფართოვდება ანუ სულს აქვს დროსივრცული კონტინიუმის დავიაციის უნარი.
ჯაინიზმის თანახმად მატერიის დაყოფა უსასრულოდ შეიძლება. მატერიასა და სივრცეში სივრცული წერტილების რაოდენობა უსასრულოა.
ადამიანი იბოჭება კარმული ენერგიის რვა ფორმით, ესენია: ცოდნის დაბინდვა – ჯნანა ვარანია, აღქმის დაბინდვა – დარშანა ვარანია, გრძნობათა წარმომშობი – ვედანია, შეცდომილებაში შემყვანი – მოხანია, კარმა რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკური სიცოცხლის ხანგრძლივობას – აიუ, სტატუსის განმსაზღვრელი – გოტრა და წინააღმდეგობრივი – გატრა.
ჯაინიზმის მიხედვით ადამიანს აქვს ხუთი სხეული: აუდარიკა შარირა – ფიზიკური სხეული, ვაიკრია შარირა – ტრანსფორმაციის სხეული, ახარაკა შარირა – ტელეპორტაციის სხეული, ტაიჯასა შარირა – ცეცხლის სხეული და კარმანა შარირა – კარმული ენერგიის სხეული.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
ანონიმური მომხმარებელი