ლუკა ასათიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
clean up, replaced: როცა → როდესაც (3) using AWB
ხაზი 29:
დაიბადა [[1836]] წელს [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის]] მახლობლად, სოფელ [[ქვიტირი|ქვიტირში]]. ხელმოკლე [[აზნაური|აზნაურის]] ოჯახმა, სიღარიბის მიუხედავად [[ქუთაისის რეალური სასწავლებელი|ქუთაისის ოთხკლასიან სასწავლებელში]] მისი ჩარიცხვა მოახერხა თუმცა, მამის მოულოდნელად გარდაცვალების გამო სწავლაში წინსვლის გეგმები ჩაეშალა.„ლუკა ასათიანს არ მიუღია არც მაღალი სწავლა და არც მაღალი პრინციპები, მაგრამ იმისათვის მიუცია ბუნებას კარგი გონება და კეთილი ზნე.“-[[გიორგი წერეთელი]].
== [[ბაქო|ბაქოსა]] და [[ერევანი|ერევანში]] მუშაობის წლები ==
მცდელობებისა და დიდი მონდომების წყალობით, ლუკა ბაქოში საოლქო [[სასამართლო|სასამართლოში]] მწერლად იწყებს მუშაობას, მოგვიანებით ის [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის]] საოლქო სასამართლოში წევრად გადმოდის, მექრთამეობას შეუგუებლობა და არასასურველი სამუშაო გარემო აიძულებს [[ერევანი|ერევანში]] გადავიდეს გუბერნიის სამმართველოში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე სამუშაოდ. [[დავით კლდიაშვილი|დავით კლდიაშვილის]] თქმით: „ერთადერთი საჯარო მოხელე იყო ლუკა ასათიანი, ყოველი ბრალდებისაგან თავისუფალი, წმინდა და პატიოსანი მოსამსახურე.“ სწორედ ამ თვისებებმა გადაარჩინა ის მაშინ, როცაროდესაც ერევნის გუბერნიაში ათობით მოხელე იქნა დაკავებული მოვალეობის უკანონოდ შესრულებისა და მექრთამეობის გამო.
== [[ქუთაისის მაზრა|ქუთაისის თვითმმართველობის]] დაფუძვნება და ქალაქის თავის არჩევნები ==
ქუთაისის საქალაქო თვითმმართველობა [[1875]] წელს დაფუძნდა და ხმოსან სტეფანე აკოფაშვილის კერძო სახლში დაიდო ბინა. ქალაქის თავად დაინიშნა ნიკოლოზ სამსონის ძე აბაშიძე, ხოლო [[1978]] წელს თვითმმართველობამ პირველი ქალაქის თავი აირჩია და ის იყო ლუკა ასათიანი. ქუთაისი იმ პერიოდში დიდ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიდა. [[1888]] წელს, როცაროდესაც ლუკა ასათიანი ალესანდრე მესამეს შეხვდა, ამ სიტყვებით მიმართა მას: :“ჩვენ არ გვაქვს ბათუმის ლაჟვარდი, ბაქოს ცეცხლი და თბილისის ოქრო, სამაგიეროდ ვფლობთ  სიყვარულით სავსე გულებს და ეს ერთადერთია, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ”…
== ლუკა ასათიანის საქამიანობა ქუთაისში ==
„[[1879]] წელს ქალაქისთავმა ლუკა ასათიანმა სოფლის მსგავსი ქუთაისის ჩაიბარა, მაგრამ მან შეძლო მიეცა მისთვის ცოტად თუ ბევრად შესაფერი სახე“ - წერდა ქალაქის იმდროინდელი ხმოსანი ცნობილი ექიმი და მეცნიერი დიმიტრი ნაზარიშვილი. ქალაქ ქუთაისის წინსვლას და ქალაქის თვითმმართველობის წარმატებულ ფუნქციონირებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა ლუკა ასათიანის პირადი ინიციატივები, მის სახელს უკავშირდება ბევრი ცვლილება, რაც იმდროინდელ ქუთაისს ახალ მნიშვნელობას სძენდა:
ხაზი 49:
ქალაქის სათათბიროს მეორე არჩევნები [[1898]] წელს გაიმართა. ქალაქის თავად კვლავ ლუკა ასათიანი აირჩიეს, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო [[ბათუმის ოკრუგი|ბათუმის]] განაშენიანებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ჭაობის ამოშრობა, კაპიტალურად გაყვანილი სანიაღვრე კანალიზაციის არხები (მათ შორის ჟილინსკისა და ივანოვის არხები), რომლებმაც მთელი ქალაქი გადაკვეთეს. პარალელურად წარმოებდა ქალაქის დადაბლებული ადგილების ხრეშითა და გრუნტით მოზვინვა. ყოველივე ამან განაპირობა ქალაქში ჭაობიანი ადგილების დაშრობა და მეტად საშიში ავადმყოფობის მალარიის მოსპობა. შედეგად შესაძლებელი გახდა ახალი ქუჩების გაყვანა და ნაწილის კეთილმოწყობა.
ლუკა ასათიანის პირადი ინიციატივით დაიწყო [[ბათუმი|ბათუმის]] საბჭოს შენობის აგება, რომელიც დღესაც ამშვენებს ქალაქს. მისივე მმართველობის პერიოდშია აშენებული ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც აჭარის მოსახლეობას დღესაც ემსახურება. ლუკა ასათიანი დიდ ყურადღებას უთმობდა ბათუმში განათლების აღმავლობის საქმეს. მისი ინიციატივით ქალაქში უმოკლეს ვადაში ყველა ეროვნებისათვის მათ ენაზე დაწყებითი კლასები გაიხსნა.
ლუკას ხშირად ბათომის მოურავადაც მოიხსენებდნენ. დ. მესხსი თავის მოგონებებში (1940 წელი) წერს ქალაქის მოურავ ლუკა ასათიანს თავის კარგი ხასიათით, პატიოსნებითა და მუყაითი საქმიანობით დიდი პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული, „ნათათრი“, ვითომ „ქალაქი“ ბათომი მინგრეულ-მონგრეული, ჭუჭყიანი, მალე აღორძინდა, გაშენდა, გალამაზდა... ქალაქის თვითმართველობას, როცაროდესაც იქ ლუკა ასათიანი, გრ. ვოლსკი (პოეტი უმწიფარიძე) და [[ივანე მესხი]] მსახურობდნენ და ხმოსნებად დიდი ნაწილი ქართველები იყვნენ, თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის ბათომის ფერისცვალების საქმეში.
 
== გარდაცვალება ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუკა_ასათიანი“-დან