ფაბიანელთა საზოგადოება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎თანამედროვე ფაბიანიზმი': clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
clean up, replaced: როცა → როდესაც (2) using AWB
ხაზი 8:
ფაბიანელთა საზოგადოების დაარსებასა და სახელის შერჩევაში დიდი როლი ითამაშა ფრენკ პოდმორმა, სპეციალობით ფსიქოლოგმა. სახელი ფაბიანელებს ჰქვიათ კვინტუს ფაბიუსის მაქსიმუს ვერუკოზუსის (არ უნდა აგვერიოს იულიუს კეისრის თანამებრძოლში, ქვინტუს ფაბიუს მაქსიმუს სანგაში) მიხედვით, რომელიც ცნობილი იყო მეორე პუნიკურ ომში კართაგენის წინააღმდეგ დაყოვნების პოლიტიკის სწორი გამოყენებით, რისთვისაც შეერქვა მეტსახელი „კუნქტატორი“ (დამყოვნებელი).
 
საზოგადოების სიმბოლოა კუ წითელ ან ვარდისფერ ფონზე, რომელსაც თათი აუწევია დასარტყმელად და ამბობს: "When I strike, I strike hard" (სიტყვების თამაშია: "როცაროდესაც მე ვარტყამ, მე ვარტყამ მაგრად", ანდა "როცაროდესაც მე გავიფიცები, მე გავიფიცები მაგრად"). ფაქტობრივად, კუ ასიმბოლირებს საზოგადოების მიზანს, სოციალიზმის თანდათანობით ექსპანსიას.
 
„ფაბიანელთა საზოგადოება“ დაარსდა [[1884]] წლის 4 იანვარს, როგორც განშტოება საზოგადოებისა „ახალი სიცოცხლის ამხანაგობა“, რომელიც დაარსებული იყო 1883 წელს<ref>^ Edward R. Pease, A History of the Fabian Society. New York: E.P. Dutton & Co., 1916.</ref>. ამხანაგობის წევრები იყვნენ პოეტები ედვარდ კარპენტერი და ჯონ დევიდსონი, სექსოლოგი ჰეივლოკ ელისი და მომავალი ფაბიანელთა მდივანი ედვარდ რ. პიზი. მათ საზოგადოების გარდაქმნა სურდათ, მაგალითს აძლევდნენ სხვებს სისპეტაკისა და გამარტივებული ცხოვრების, რათა გაყოლოდნენ მათ, მაგრამ როდესაც ზოგიერთმა წევრმა გამოთქვა სურვილი, გამხდარიყო პოლიტიკურად აქტიური, რათა დახმარებოდა საზოგადოების გარდაქმნას, გადაწყვიტეს რომ ცალკე საზოგადოება, „ფაბიანელთა საზოგადოებაც“ უნდა შექმნილიყო. ყველა წევრს შეეძლო დასწრებოდა ორივე საზოგადოების შეკრებებს. „ფაბიანელთა საზოგადოება“ დამატებით მხარს უჭერდა დასავლეთ ევროპის რენესანსის ეპოქის იდეების განხორციელებასა და მათ საჯაროდ გამოცხადებას მთელ მსოფლიოში.