ასლან I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 1:
'''ასლან I ჯაყელი''' (გ. [[1679]]) — [[ახალციხის საფაშო|ახალციხის]] [[ახალციხის ფაშების სია|ფაშა]] [[1659]]-[[1679]] წლებში. [[როსტომ-ფაშა]]ს ძე. მისი მმართველობის დროს გახშირდა მესხთა ზედაფენების ოჯახთა გამაჰმადიანება. ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოს მმართველობა ოსმალეთს [[ახალციხის საფაშო]]სთვის ჰქონდა დავალებული. ასლან I-თან ხშირად ჩადიოდნენ [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის მთავრები და ფეოდალები. ტახტზე ასვლისთანავე ასლან I იმერეთის საქმეების მოსაგვარებლად გაემგზავრა და [[ქუთაისი]]ს ციხეში თავისი გარნიზონი ჩააყენა. ტახტიდან ჩამოგდებული [[ბაგრატ IV (იმერეთის მეფე)|ბაგრატ IV]] ისევ აღადგინა, მაგრამ ქრთამის მოყვარე ფაშამ სამეფოში სიმშვიდე მაინც ვერ დაამყარა. შემდგომში, როცაროდესაც იმერეთში ქართლიდან მოწვეული [[არჩილ II]] გამეფდა, ასლან I-მა მასთან გააბა ურთიერთობა, რაც სულთნის კარმა საშიშად მიიჩნია. ამ ეჭვიანობის ნიადაგზე ასლან I სიკვდილით დასაჯეს. მისი ერთი ქალიშვილი, ელენე სპარსეთის დეოფლი იყო, ხოლო მეორე, თამარი [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს მეუღლე.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასლან_I“-დან