ჰიდროსფერო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bot: 59 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q83169)
[[ფაილი:Watercycleguess.jpg|მინი|300პქ|წყლის ბრუნვა ჰიდროსფეროში]]
'''ჰიდროსფერო''' ([[ძველი ბერძნული ენა|ძვ. ბერძნ]]. – Yδωρ – [[წყალი]] და σφαῖρα – სფერო) — [[დედამიწა|დედამიწის]] წყლის გარსი, რომელიც წყვეტილად არის განლაგებული [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფეროსა]] და [[დედამიწის ქერქი|დედამიწის ქერქს]] შორის; წარმოადგენს [[ოკეანე]]ების, [[ზღვა|ზღვებისა]] და [[ხმელეთი]]ს ზედაპირული წყლების ერთობლიობას. ფართო
გაგებით, მოიცავს აგრეთვე მიწისქვეშა წყლებს, არქტიკისა და ანტარქტიკის ყინულსა და თოვლს, აგრეთვე ატმოსფეროში და ცოცხალ ორგანიზმებში მყოფ წყალს. ჰიდროსფეროს საშუალო ქიმიური შედგენილობა უახლოვდება ზღვის წყლის საშუალო ქიმიურ შედგენილობას. ჰიდროსფეროს წყალი მუდმივად ურთიერთქმედებს [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფეროსთან]], [[დედამიწის ქერქი|დედამიწის ქერქთან]] და [[ბიოსფერო]]სთან.ჰიდროსფერო წყლის გარსია , წყალი კიდიდ როლს ასრულებს გეოგრაფიულ გარსში. ზღვის წყალში გახსნილია ყველა ის ქიმიური ელემენტი, რომელიც ცნობილია დედამიწაზე. მათგან ძირითადია:ჟანგბადი (85.8%), წყალბადი (10.67%), ქლორი (2%) და ნატრიუმი (1.07%).წყალში ბინადრობს ცხოველთა 160 ათასზე მეტი და წყალმცენარეთა 100 ათასზე მეტი სახეობა.
 
ჩვენი პლანეტის წყლის 98%-ზე მეტი [[ოკეანე]]ებსა და [[ზღვა|ზღვებშია]]. ხმელეთის წყლებზე მოდის 2%-ზე ნაკლები. მ შ. ჰიდროსფეროს დაახლოებით 2% მტკნარი წყალია. დანარჩენი წყალი მლაშეა. მტკნარი წყლების 2%-ს ჯერჯერობით კაცობრიობა იყენებს ყველა საჭიორებისათვის — მრეწველობაში, სოფლის მეურნეობასა და ყოფაცხოვრებაში.
2

რედაქტირება