ფრიდრიხ V (პფალცის კურფიურსტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
== ბიოგრაფია ==
ფრიდრიხ V-მ პფალცის საკურფიურსტო მიიღო მემკვიდრეობით მამის გარდაცვალების შემდეგ, [[1610]] წლის [[19 სექტემბერი|19 სექტემბერს]]. [[1618]] წელს დაიწყო ჩეხური აჯანყება იმპერატორ [[ფერდინანდ II (სრი)|ფერდინანდ II-ის]] წინააღმდეგ (ე.წ. [[ჩეხური წარჩინებული ფენების აჯანყება]]). ეს აჯანყება გადაიზარდა [[ოცდაათწლიანი ომი|ოცდაათწლიან ომში]]. [[1618]] წლის [[28 სექტემბერი|28 სექტემბერს]] მეამბოხეებმა ფრიდრიხს ჩეხეთის გვირგვინი შესთავაზეს, როგორც ლიდერს [[ევანგელისტური უნია|ევანგელისტური უნიისა]], რომელიც მამამისმა დააარსა საღვთო რომის იმპერიაში პროტესტანტიზმის დასაცავად.
 
ფრიდრიხმა მიიღო შემოთავაზება და გვირგვინი დაიდგა [[1619]] წლის [[4 იანვარი|4 იანვარს]], თუმცა მალევე დამარცხდა [[თეთრი მთის ბრძოლა]]ში ([[1620]] წლის [[8 ნოემბერი]]), სადაც მიიღო ზედმეტსახელი ''ზამთრის მეფე''. იგი ნომინალურად რჩებოდა ბოჰემიის მეფედ [[1620]] წლის [[13 ნოემბერი|13 ნოემბრამდე]]. ამის შემდეგ იმპერიის ჯარი შეიჭრა მის მთავარ სამფლობელოში — [[კურპფალცი|პფალცში]]. საიმპერიო ედიქტით [[1623]] წელს მას ჩამოერთვა სამფლობელოები და ტიტული. სიცოცხლის ბოლომდე იგი ოჯახთან ერთად განდევნაში იმყოფებოდა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==