ციცერონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
178.134.121.203-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McCleanBot-ის მიერ რედაქტირებული ვ...
ხაზი 23:
=== ციცერონის გაძევება ===
 
ძვ. წ 60 რომში მოქმედებდა [[პირველი ტრიუმვირატი]] (სამი უძლიერსი პიროვნების კავშირი - კეისრის, კრასუსის და პომპეუსის). ამ კავშირს მათმა დიდმა მოწინააღმდეგე ციცერონმა "სამთავიანი ურჩხული" შეარქვა. 58 წ. კეისრის ხელშეწყობით სახალხო ტრიბუნად დაინიშნა [[პუბლიუს პულხერი]] - ციცერონის პირადი მტერი და პოლიტიკური მოწინააღმდეგე. მან [[კომიცია|კომიციებს]] დაამტკიცებინა კანონპროექტი, რომელიც გაძევებით ემუქრებოდა ყველას, ვინც სასამართლოს გარეშე დასაჯა რომაელი მოქალაქე (კატილინას შეთქმულების მონაწილეები ციცერონმა მხოლოდ სენატის დადგენილების, და არა [[სასამართლო განაჩენი]]ს საფუძველზე დასაჯა). [[კანონპროექტი]], ცხადია, პირადად ციცერონის წინააღმდეგი იყო მიმართული. სენატი უძლური აღმოჩნდა წინააღმდეგობა გაეწია ტრიუმვირატისათვის; კლოდიუსმა შეიარაღებული რაზმით სენატის შენობას ალყა შემოარტყა. ბევრმა სენატორმა და მხედართა წოდების წარმომადგენელმა სამგლოვიარო ტანსაცმელი ჩაიცვეს და რომში უბან-უბან იწყეს სიარული ხალხისადმი მუდარით, რომ როგორმე დაეცვათ ციცერონი. ყოველივვე უშედეგო აღმოჩნდა და ციცერონმა რომი ნებაყოფლობით დასტოვა. კლოდიუსმა [[კომიცია|კომიციებში]] გაატარა ქონების კონფისკაციის [[კანონი]]ც; ციცერონის ყველა [[აგარაკი]] დაანგრია, ხოლო მისი სახლი პალატინზე დაწვა და მის ადგილზე [[თავისუფლების ტაძარი (რომი)]] ააგო.
 
=== ციცერონის სიცოცხლის უკანასკნელი წლები და ტრაგიკული აღსასრული ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ციცერონი“-დან