დიდი სქიზმა: განსხვავება გადახედვებს შორის

* აღმოსავლეთში კი მეტი მნიშვნელობა კლასიკურ განათლებას ენიჭებოდა, მათ შორის [[ანტიკური ფილოსოფია|კლასიკურ ფილოსოფიას]], [[რიტორიკა]]ს, [[საბუნებისმეტყველო მეცნიერებები|საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს]] ([[ორიგენე]], [[ბასილი დიდი]], [[გრიგოლ ღვთისმეტყველი]]). ამიტომაც აღმოსავლური თეოლოგია უფრო მეტად ისეთ სიღრმისეულ ფილოსოფიურ საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა [[ქრისტოლოგია]].
 
მწვალებლობებიც აღმოსავლეთსა და დასავლეთში სხვადასხვაგვარი საფუძვლებით აღმოცენდებოდა ხოლმე: დასავლეთში [[დონატიზმი]]ს მწვალებლობის საფუძველი უპირველესად საეკლესიო სამართლებრივი შეუთანხმებლობა იყო, ხოლო აღმოსავლური მწვალებლობები — მაგალითად, [[არიანელობა]] და [[მონოფიზიტობა]] — დაკავშირებული იყო ქრისტოლოგიურ კითხვებთან და რწმენისა და დასავლურისაერო ფილოსოფიის ურთიერთობასთან.
 
აღმოსავლეთში, ტრადიციულად, მრავალი განათლებული საერო პირი იყო, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საეკლესიო ცხოვრებასა და თეოლოგიურ მოღვაწეობაში; ზოგიერთი მათგანი, მაგალითად [[ფოტიოს I]], მოგვიანებით პატრიარქიც კი გახდა. დასავლეთში კი პირიქით, პოლიტიკური განვითარების შედეგად, ეკლესია დაახლოებით [[V საუკუნე|V საუკუნის]] მიწურულიდან განათლების სფეროში მონოპოლიას ფლობდა — შემდგომი პერიოდის ყველა კლერიკოსს განათლების მიღება მხოლოდ ეკლესიის შიგნით შეეძლო, საერო პირები კი საერთოდ ძალიან იშვიათად იყვნენ განათლებულნი.