დიდი სქიზმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 95:
[[XVI საუკუნე|XVI საუკუნიდან]] რომის ეკლესიამ წამოიწყო „გაერთიენების“ პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მიზეზით უკმაყოფილო ჯგუფები აღმოსავლეთის ცალკეულ ეკლესებში რომის მისიონერებმა დაარწმუნეს, ეღიარებინათ პაპი და დაეტოვებინათ თავიანთი დედაეკლესია. ასეთ ჯგუფებს, კათოლიკურ რწმენაზე გადმოსვლის სანაცვლოდ, ნება დართეს დიდწილად ან სრულად შეენარჩუნებინათ თანიანთი ლიტურგია და ტრადიციები. ამგვარმა „გათიშე და იბატონეს“ პრონციპზე აგებულმა სტრატეგიამ, რა თქმა უნდა, დიდი აღშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია დანარჩენ მართლმადიდებლებსა და ეკლესიის მეთაურებში: ისინი პაპის მისიონერებს აღიქვამდნენ არა როგორც გამაერთიანებლებს, არამედ როგორც გამთიშველებს, დამანაწევრებლებს. აღმოსავლეთის ეკლესიის ზოგიერთი წინამძღვარი თავის მხრივ ცდილობდა ახლად წარმოქმნილ პროტესტანტებთან დაახლოვებას, თუმცა სხვა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ეს მცდელობები მკაცრად გააკრიტიკეს.
 
რომაულ-კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შედეგიანი ურთიერთობა მხოლოდ 500 წლის შემდეგ მოხერხდა. [[1965]] წლის [[7 დეკემბერი|7 დეკემბერს]], [[ვატიკანის მეორე კრება|ვატიკანის მეორე კრების]] ბოლოს, პაპმა [[პავლე VI]]-მ და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა [[ათინაგორა I|ათინაგორა]]მ უკან წაიღეს ერთმანეთის მიმართ [[ანათემა|ანათემები]].
 
წესთან და ლიტურგიის ფორმებთან დაკავშირებული განსხვავებები, რომლებმაც [[XI საუკუნე|XI]]—[[XIV საუკუნე]]ებში გარკვეულ როლს თამაშობდა, დღეს ორივე მხარისათვის დაძლეულ პრობლემას წარმოადგენს თეოლოგიაში, თუმცა შემდგომი დაახლოებისათვის მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის შემდეგი საკითხები:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_სქიზმა“-დან