დიდი სქიზმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 94:
 
[[XVI საუკუნე|XVI საუკუნიდან]] რომის ეკლესიამ წამოიწყო „გაერთიენების“ პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მიზეზით უკმაყოფილო ჯგუფები აღმოსავლეთის ცალკეულ ეკლესებში რომის მისიონერებმა დაარწმუნეს, ეღიარებინათ პაპი და დაეტოვებინათ თავიანთი დედაეკლესია. ასეთ ჯგუფებს, კათოლიკურ რწმენაზე გადმოსვლის სანაცვლოდ, ნება დართეს დიდწილად ან სრულად შეენარჩუნებინათ თანიანთი ლიტურგია და ტრადიციები. ამგვარმა „გათიშე და იბატონეს“ პრონციპზე აგებულმა სტრატეგიამ, რა თქმა უნდა, დიდი აღშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია დანარჩენ მართლმადიდებლებსა და ეკლესიის მეთაურებში: ისინი პაპის მისიონერებს აღიქვამდნენ არა როგორც გამაერთიანებლებს, არამედ როგორც გამთიშველებს, დამანაწევრებლებს. აღმოსავლეთის ეკლესიის ზოგიერთი წინამძღვარი თავის მხრივ ცდილობდა ახლად წარმოქმნილ პროტესტანტებთან დაახლოვებას, თუმცა სხვა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ეს მცდელობები მკაცრად გააკრიტიკეს.
 
რომაულ-კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შედეგიანი ურთიერთობა მხოლოდ 500 წლის შემდეგ მოხერხდა. [[1965]] წლის [[7 დეკემბერი|7 დეკემბერს]], [[ვატიკანის მეორე კრება|ვატიკანის მეორე კრების]] ბოლოს, პაპმა [[პავლე VI]]-მ და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა [[ათინაგორა]]მ უკან წაიღეს ერთმანეთის მიმართ [[ანათემა|ანათემები]].
 
წესთან და ლიტურგიის ფორმებთან დაკავშირებული განსხვავებები, რომლებმაც [[XI საუკუნე|XI]]—[[XIV საუკუნე]]ებში გარკვეულ როლს თამაშობდა, დღეს ორივე მხარისათვის დაძლეულ პრობლემას წარმოადგენს თეოლოგიაში, თუმცა შემდგომი დაახლოებისათვის მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის შემდეგი საკითხები:
 
* [[პაპის პრიმატი|პაპის პრიმატთან]] დაკავშირებული კითხვა;
* „გაერთიანების“ პოლიტიკის შედეგად შექმნილი [[აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესია|აღმოსავლური წესის კათოლიკური ეკლესიების]] ბედი;
* ჯერ კიდევ მძაფრი წყენები და ცრურწმენები, რომლებიც ნაწილობრივ გაუნათლებლობას უკავშირდება;
* რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ აღმოსავლეთის ეკლესიათა კანონიკურ ტერიტორიაზე, ძირითადად რუსეთში, საეკლესიო სტრუქტურების ხელახლა ჩამოყალიბება;
* [[რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია|რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის]] მიერ რომის ეკლესიის წინააღმდეგ წაყენებული პროზელიტიზმისა და უნიატიზმის ბრალდება, რაც ძირითადად [[უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია|უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის]] საქმიანობას უკავშირდება.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_სქიზმა“-დან