'''მარკერმერი''' ({{lang-nl|Markermeer}}) — ტბა [[ნიდერლანდი|ნიდერლანდებშინიდერლანდში]]. ზეიდერზეეს ყოფილი ყურის ნაწილი. მდებარეობს [[ჩრდილოეთი ჰოლანდია|ჩრდილოეთი ჰოლანდიისა]] და [[ფლევოლანდი]]ს პროვინციების ტერიტორიაზე. ჩრდილოეთით [[ეისელმერი|ეისელმერის ტბიდან]] გამოყოფილია [[ჰაუტრიბდეიკის ჯებირი]]თ. ფართობი 700 [[კმ²]], მაქსიმალური სიღრმე 3-5 მ. სახელი ეწოდა მცირე კუნძულის მიხედვით, რომელიც დღეისათვის [[ნახევარკუნძული]]ა და ვრცელდება ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მარკერმერის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში ქალაქ [[ჰოორნი|ჰოორნთან]] არის ჰორნსე-ჰოპის ყურე. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს ეიმერი ეწოდება — წარსულში იმ ადგილას, ზეიდერზეეს, მდინარე [[ეი]] ერთვოდა. ზეიდერზეეს პროექტის ფარგლებში ჯებირის აშენების შემდეგ, რომელმაც [[ჩრდილოეთის ზღვა|ჩრდილოეთის ზღვის]] გარკვეული ნაწილი გადააქცია მტკნარწყლიან ტბად, მიმდინარეობდა მიწების დაშრობის ცდები. აგრეთვე დაგეგმილი იყო მარკერვარდის პოლდერის შექმნა. ჰაუტრიბდეიკის ჯებირის მშენებლობის დასრულების შემდეგ, [[1976|1976 წელს]] შეიქმნა ფინანსური პრობლემები. [[1980]]-იან წლებში სამუშაოები შეწყდა გაურკვეველი ვადით. ამის შემდეგ ტბა გახდა ეკოლოგიური და რეკრეაციული მნიშვნელობის ობიექტი. [[2003]] წლის [[გვალვა|გვალვიანობის]] დროს მარკერმერი გამოიყენებოდა [[ამსტერდამის არხები|ამსტერდამის არხების]] წყლის დონის რეგულირებისათვის.