ტიბეტის მთიანეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 14 თებერვალი, 2014}}
{{ინფოდაფა ქედი
| სახელწოდება = ტიბეტის მთიანეთი
Line 22 ⟶ 21:
| ამგებელი ქანები =
}}
'''ტიბეტის მთიანეთი''' ({{lang-zh|青藏高原}}) — მთიანეთი [[ცენტრალური აზია|ცენტრალურ აზიაში]], უმთავრესად [[ჩინეთი|ჩინეთში]]. ფართობი დაახლოებით 2 მლნ. კმ². საშუალო სიმაღლე 4-5 ათ. მ. დასავლეთით ესაზღვრება [[ყარაყორუმი]], ჩრდილოეთით [[კუნლუნი]], აღმოსავლეთით [[ჩინეთ-ტიბეტის მთები]] (ზოგჯერ ამ მთათა სისტემებსაც აერთიანებენ ტიბეტის მთიანეთში), სამხრეთით — [[ჰიმალაი|ჰიმალაის მთები]]. ტიბეტის მთიანეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში (ადგილობრივი სახელწოდება ჩანგტანი) 4600-5200 მ სიმაღლეზე მდებარე სუსტად ბორცვოვან და ბრტყელ ვაკეებს ცვლის განედური და სუბგანედური მიმართულების მოკლე ქედები (სიმაღლე 6000 მ-მდე). მიუხედავად დიდი სიმაღლისა, ჩანგტანს აქვს საშუალომთიანეთის სახე. ცალკეული მწვერვალები აღმართულია [[თოვლის მიჯნა]]ზე მაღლა, სადაც განვითარებულია [[ალპური ტიპის რელიეფი|რელიეფის ალპური ფორმები]] და [[მყინვარი|მყინვარები]]. [[ტროგი|ტროგული ხეობები]], [[მორენა|მორენები]] და [[კარრი|კარები]] 4500 მ სიმაღლემდე ეშვება. ტიბეტის მთიანეთის კიდეებზე პერიფერიული ქედების კალთები ციცაბოა და ხეობებით არის დანაწევრებული.
 
ტიბეტის მთიანეთი მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის გეოსინკლინურ სარტყელში. წარმოადგენს [[შუალედი მასივი]]ს იერის წარმონაქმნს. ტიბეტის მთიანეთში გამოყოფენ სხვადასხვა გეოლოგიური განვითარების ისტორიის მქონე რაიონებს. ჩრდილო ტიბეტი უმთავრესად აგებულია ზედა პალეოზოური კარბონატული და ცარცული წითელი ფერის ქანებით; ყარაყორუმ-ტანგლის რაიონში გავრცელებულია [[პერმული სისტემა|პერმული]] და [[ტრიასული სისტემა|ტრიასული ასაკის]] ზღვიური ნალექები; დიდი ტბების რაიონში ვრცელი ფართობი უკავია [[იურული სისტემა|იურულ]], კონტინენტურსა და ცარცულ ზღვიურ ნალექებს; განდისიშანის რაიონი (ტრანსჰიმალაი) აგებულია კარბონული და პერმული ქვიშა-ფიქლოვანი ქანებით, ცარცული ვულკანური ქანებითა და [[გრანიტი|გრანიტებით]]; ცანგპოსა და ინდის ზემოთის რაიონი აგებულია ცარცულ-პალეოგენური ქვიშა-ფიქლიანი ქვიშით. [[კაინოზოური ჯგუფი|კაინოზოური ერის]] შუა ხანამდე ტიბეტის მთანეთი უმთავრესად განიცდიდა დაძირვას და მისი დიდი ნაწილი ზღვას ეკავა. აზევება მან გვიანდელ [[კაინოზოური ჯგუფი|კაინოზოურ ერაში]] განიცადა. ამჟამად ტიბეტის მთიანეთი ახალგაზრდა ვულკანიზმის არეა, ბევრია თერმული წყარო, ახასიათებს დიდი [[სეისმურობა]]. ტიბეტის მთიანეთში არის [[ოქრო]]ს, [[კასიტერიტი]]ს, [[პოლიმეტალების მადნებისა]] და [[ქვანახშირი]]ს საბადოები. გაუმდინარე ტბებში სოდისა და ბორაკის დიდი მარაგია.
Line 33 ⟶ 32:
 
ცხოველებიდან ტიბეტის მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ბინადრობენ გარეული ჩლიქოსნები: [[იაკი]], ანტილოპები — [[ორონგო]] და [[ადა]], [[კიანგი]], [[კუკუიამანი]], [[არხარი]]; ბევრია [[კურდღელი]], [[მგლინავა]], [[მემინდვრია]]. მტაცებლებიდან გვხვდება [[დათვი]], [[მგელი]], [[მელა]], [[ტურა]], [[ჯიქი]]; ფრინველებიდან — [[შურთხი]], [[საჯა]], [[მთიულა]], [[ჰიმალაიური ორბი]], [[გრძელკუდა ფსოვი]] და სხვა. სამხრეთ და აღმოსავლეთ კიდეზე მდელოსტეპის ცხოველებია — [[კაბარგუ]], [[მუშკი]]; ფრინველებიდან — [[ხოხობი]], [[მტრედი]], [[ძერა]], [[შავარდენი]] და სხვა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commonscat-inline|Tibetan Plateau}}
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/594928/Plateau-of-Tibet ტიბეტის მთიანეთი — ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
* [http://slovari.yandex.ru/~книги/БСЭ/Тибетское%20нагорье/ ტიბეტის მთიანეთი — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია] {{ru icon}}
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|9|714-715|}}
* Физическая география Китая, М., 1964.
 
[[კატეგორია:ჩინეთის მთიანეთიები]]
[[კატეგორია:ინდოეთის მთიანეთიები]]