189 153
რედაქტირება
ტიბეტის მთიანეთი მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის გეოსინკლინურ სარტყელში. წარმოადგენს [[შუალედი მასივი]]ს იერის წარმონაქმნს. ტიბეტის მთიანეთში გამოყოფენ სხვადასხვა გეოლოგიური განვითარების ისტორიის მქონე რაიონებს. ჩრდილო ტიბეტი უმთავრესად აგებულია ზედა პალეოზოური კარბონატული და ცარცული წითელი ფერის ქანებით; ყარაყორუმ-ტანგლის რაიონში გავრცელებულია [[პერმული სისტემა|პერმული]] და [[ტრიასული სისტემა|ტრიასული ასაკის]] ზღვიური ნალექები; დიდი ტბების რაიონში ვრცელი ფართობი უკავია [[იურული სისტემა|იურულ]], კონტინენტურსა და ცარცულ ზღვიურ ნალექებს; განდისიშანის რაიონი (ტრანსჰიმალაი) აგებულია კარბონული და პერმული ქვიშა-ფიქლოვანი ქანებით, ცარცული ვულკანური ქანებითა და [[გრანიტი|გრანიტებით]]; ცანგპოსა და ინდის ზემოთის რაიონი აგებულია ცარცულ-პალეოგენური ქვიშა-ფიქლიანი ქვიშით. [[კაინოზოური ჯგუფი|კაინოზოური ერის]] შუა ხანამდე ტიბეტის მთანეთი უმთავრესად განიცდიდა დაძირვას და მისი დიდი ნაწილი ზღვას ეკავა. აზევება მან გვიანდელ [[კაინოზოური ჯგუფი|კაინოზოურ ერაში]] განიცადა. ამჟამად ტიბეტის მთიანეთი ახალგაზრდა ვულკანიზმის არეა, ბევრია თერმული წყარო, ახასიათებს დიდი [[სეისმურობა]]. ტიბეტის მთიანეთში არის [[ოქრო]]ს, [[კასიტერიტი]]ს, [[პოლიმეტალების მადნებისა]] და [[ქვანახშირი]]ს საბადოები. გაუმდინარე ტბებში სოდისა და ბორაკის დიდი მარაგია.
ტიბეტის მთიანეთის [[ჰავა]] მკაცრია და მშრალი. [[ზამთარი]] ხანგრძლივია და მცირეთოვლიანი, ყინვები — 32°C-მდე აღწევს. [[ზაფხული]] გრილია. ხშირია [[წაყინვა|წაყინვები]]. ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში უფრო თბილი ჰავაა. ტიბეტის მთიანეთის დიდ ნაწილზე 100-200 მმ ნალექი მოდის წელიწადში, კიდეებზე — 500 მმ, სამხრეთში — 700-
ტიბეტის მთიანეთი უმთავრესად დახშული აუზია. სამხრეთ და აღმოსავლეთ კიდეზე სათავე აქვს მდინარეებს:
ტიბეტის მთიანეთში განვითარებულა მაღალმთიანეთის სტეპისა და უდაბნოს ნიადაგები, კიდეებზე — მდელოსტეპისა და მთის მდელოს ნიადაგები. ჭარბობს მაღალმთიანეთის ცივი უდაბნო და ნახევარუდაბნო მეჩხერი ბალახებითა და ბუჩქბალახებით, გვხვდება მარცვლოვანებიც. ჩანგტანის ჩრდილოეთ ნაწილში ხავსები და მღიერებია, ადგილ-ადგილ — მდელოები. ტიბეტის მთიანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ კიდეზე მთის სტეპია, მდინარეთა ხეობების გასწვრივ — ბუჩქნარი და ტუგაის ტყე.
ცხოველებიდან
== ლიტერატურა ==
|
რედაქტირება