ტიბეტის მთიანეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
| ამგებელი ქანები =
}}
'''ტიბეტის მთიანეთი''' — მთიანეთი [[ცენტრალური აზია|ცენტრალურ აზიაში]], უმთავრესად [[ჩინეთი|ჩინეთში]]. ფართობი დაახლოებით 2 მლნ. კმ². საშუალო სიმაღლე 4-5 ათ. მ. დასავლეთით ესაზღვრება [[ყარაყორუმი]], ჩრდილოეთით [[კუნლუნი]], აღმოსავლეთით [[ჩინეთ-ტიბეტის მთები]] (ზოგჯერ ამ მთათა სისტემებსაც აერთიანებენ ტიბეტის მთიანეთში), სამხრეთით — [[ჰიმალაი|ჰიმალაის მთები]]. ტიბეტის მთიანეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში (ადგილობრივი სახელწოდება ჩანგტანი) 4600-5200 მ სიმაღლეზე მდებარე სუსტად ბორცვოვან და ბრტყელ ვაკეებს ცვლის განედური და სუბგანედური მიმართულების მოკლე ქედები (სიმაღლე 6000 მ-მდე). მიუხედავად დიდი სიმაღლისა, ჩანგტანს აქვს საშუალომთიანეთის სახე. ცალკეული მწვერვალები აღმართულია [[თოვლის მიჯნა]]ზე მაღლა, სადაც განვითარებულია [[ალპური ტიპის რელიეფი|რელიეფის ალპური ფორმები]] და [[მყინვარი|მყინვარები]]. [[ტროგი|ტროგული ხეობები]], [[მორენა|მორენები]] და [[კარიკარრი|კარები]] 4500 მ სიმაღლემდე ეშვება. ტიბეტის მთიანეთის კიდეებზე პერიფერიული ქედების კალთები ციცაბოა და ხეობებით არის დანაწევრებული.
 
ტიბეტის მთიანეთი მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის გეოსინკლინურ სარტყლეშისარტყელში. წარმოადგენს [[შუალედი მასივისმასივი]]ს იერის წარმონაქმნს. ტიბეტის მთიანეთში გამოყოფენ სხვადასხვა გეოლოგიური განვითარების ისტორიის მქონე რაიონებს. ჩრდილო ტიბეტი უმთავრესად აგებულია ზედა პალეოზოური კარბონატული და ცარცული წითელი ფერის ქანებით; ყარაყორუმ-ტანგლის რაიონში გავრცელებულია [[პერმული სისტემა|პერმული]] და [[ტრიასული სისტემა|ტრიასული ასაკის]] ზღვიური ნალექები; დიდი ტბების რაიონში ვრცელი ფართობი უკავია [[იურული სისტემა|იურულ]], კონტინენტურსა და ცარცულ ზღვიურ ნალექებს; განდისიშანის რაიონი (ტრანსჰიმალაი) აგებულია კარბონული და პერმული ქვიშა-ფიქლოვანი ქანებით, ცარცული ვულკანური ქანებითა და [[გრანიტი|გრანიტებით]]; ცანგპოსა და ინდის ზემოთის რაიონი აგებულია ცარცულ-პალეოგენური ქვიშა-ფიქლიანი ქვიშით. [[კაინოზოური ჯგუფი|კაინოზოური ერის]] შუა ხანამდე ტიბეტის მთანეთი უმთავრესად განიცდიდა დაძირვას და ნისიმისი დიდი ნაწილი ზღვას ეკავა. აზევება მან გვიანდელ [[კაინოზოური ჯგუფი|კაინოზოურ ერაში]] განიცადა. ამჯამადამჟამად ტიბეტის მთიანეთი ახალგაზრდა ვულკანიზმსივულკანიზმის არეა, ბევრია თერმული წყარო, ახასიათებს დიდი [[სეისმურობა]]. ტიბეტის მთიანეთში არის ოქროს[[ოქრო]]ს, კასიტერიტის[[კასიტერიტი]]ს, [[პოლიმეტალების მადნებისა]] და ქვანახშირის[[ქვანახშირი]]ს საბადოები. გაუმდინარე ტბებში სოდისა და ბორაკის დიდი მარაგია.
 
ტიბეტის მთიანეთის ჰავა მკაცრია და მშრალი. ზამთარი ხანგრძლივია და მცირეთოვლიანი, ყინვები — 32°C-მდე აღწევს. ზაფხული გრილია. ხშირია წაყინვები. ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში უფრო თბილი ჰავაა. ტიბეტის მთიანეთის დიდ ნაწილზე 100-200 მმ ნალექი მოდის წელიწადში, კიდეებზე — 500 მმ, სამხრეთში — 700-10000 მმ. ჩანგტანში თოვლის მიჯნა დაახლოებით 6000 მ სიმაღლეზე გადის. განსაკუთრებით ბევრი მყინვარია ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში.