ტიბეტის მთიანეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| ამგებელი ქანები =
}}
'''ტიბეტის მთიანეთი''' — მთიანეთი [[ცენტრალური აზია|ცენტრალურ აზიაში]], უმთავრესად [[ჩინეთი|ჩინეთში]]. ფართობი დაახლოებით 2 მლნ. კმ². საშუალო სიმაღლე 4-5 ათ. მ. დასავლეთით ესაზღვრება [[ყარაყორუმი]], ჩრდილოეთით კულუნი[[კუნლუნი]], აღმოსავლეთით [[ჩინეთ-ტიბეტის მთები]] (ზოგჯერ ამ მთათა სისტემებსაც აერთიანებენ ტიბეტის მთიანეთში), სამხრეთით — [[ჰიმალაი|ჰიმალაის მთები]]. ტიბეტის მთიანეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში (ადგილობრივი სახელწოდება ჩანგტანი) 4600-5200 მ სიმაღლეზე მდებარე სუსტად ბორცვოვან და ბრტყელ ვაკეებს ცვლის განედური და სუბგანედური მიმართულების მოლემოკლე ქედები (სიმაღლე 6000 მ-მდე). მიუხედავად დიდი სიმაღლისა, ცანგტანსჩანგტანს აქვს საშუალომთიანეთის სახე. ცალკეული მწვერვალები აღმართულია [[თოვლის მიჯნაზემიჯნა]]ზე მაღლა, სადაც განვითარებულია [[ალპური ტიპის რელიეფი|რელიეფის ალპური ფორმები]] და [[მყინვარი|მყინვარები]]. [[ტროგი|ტროგული ხეობები]], [[მორენა|მორენები]] და [[კარი|კარები]] 4500 მ სიმაღლემდე ეშვება. ტიბეტის მთიანეთის კიდეებზე პერიფერიული ქედების კალთები ციცაბოა და ხეობებით არის დანაწევრებული.
 
ტიბეტის მთიანეთი მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის გეოსინკლინურ სარტყლეში. წარმოადგენს შუალედი მასივის იერის წარმონაქმნს. ტიბეტის მთიანეთში გამოყოფენ სხვადასხვა გეოლოგიური განვითარების ისტორიის მქონე რაიონებს. ჩრდილო ტიბეტი უმთავრესად აგებულია ზედა პალეოზოური კარბონატული და ცარცული წითელი ფერის ქანებით; ყარაყორუმ-ტანგლის რაიონში გავრცელებულია პერმული და ტრიასული ასაკის ზღვიური ნალექები; დიდი ტბების რაიონში ვრცელი ფართობი უკავია იურულ, კონტინენტურსა და ცარცულ ზღვიურ ნალექებს; განდისიშანის რაიონი (ტრანსჰიმალაი) აგებულია კარბონული და პერმული ქვიშა-ფიქლოვანი ქანებით, ცარცული ვულკანური ქანებითა და გრანიტებით; ცანგპოსა და ინდის ზემოთის რაიონი აგებულია ცარცულ-პალეოგენური ქვიშა-ფიქლიანი ქვიშით. კაინოზოური ერის შუა ხანამდე ტიბეტის მთანეთი უმთავრესად განიცდიდა დაძირვას და ნისი დიდი ნაწილი ზღვას ეკავა. აზევება მან გვიანდელ კაინოზოურ ერაში განიცადა. ამჯამად ტიბეტის მთიანეთი ახალგაზრდა ვულკანიზმსი არეა, ბევრია თერმული წყარო, ახასიათებს დიდი სეისმურობა. ტიბეტის მთიანეთში არის ოქროს, კასიტერიტის, პოლიმეტალების მადნებისა და ქვანახშირის საბადოები. გაუმდინარე ტბებში სოდისა და ბორაკის დიდი მარაგია.